ჩვენთვის ავადსახსენებელი მელდონიუმი რუსებსაც ექცათ თავის ტკივილად
ჩვენთვის ავადსახსენებელი მელდონიუმი რუსებსაც ექცათ თავის ტკივილად - იგი ორ "ბერძენ-რომაელს", ევროპული თამაშების ჩემპიონ ევგენი სალეევს (85) და 23-წლიანებში ევროპის, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ სერგეი სემენოვს (130) აღმოუჩინეს ორგანიზმში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მელდონიუმი აღმოაჩნდა ახლახან ექვს ქართველ მოჭიდავესაც, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. თუმცა არამხოლოდ ქართველებს - ბოლოდროინდელი დოპინგის შემთხვევათა უმეტესობა მილდრონატსა და მის მონათესავე მელდონიუმზე მოდის, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან შეიტანეს აკრძალულთა სიაში.

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (ვადა) მონაცემებით, უკვე 100-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, შერისხულთა სიაში კი უცნობილესი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა და არაერთი ვარსკვლავი მოხვდა.

ჩვენსა და რუსების ახლანდელ სკანდალს შორის კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციასაც თავად აუღია სინჯები (სავარაუდოდ, მათ ვადა-მ დაავალა შემოწმების ჩატარება და ამ შემთხვევაში შესამოწმებელთა სიასაც ისინი მიაწვდიდნენ), ჩვენთან კი ვადა-ს დავალებას წინ ჩვენი ფედერაციის ინიციატივა უძღოდა.

სემენოვი ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში გამოდის, ეროვნულში ფეხი ვერ მოიკიდა, სალეევი კი გამოცდილია და ჩვენებთანაც უპაექრია. საბედნიეროდ, უშედეგოდ - მარტის დასაწყისში მას რიგაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რობერტ კობლიაშვილმა მოუგო.

ამ ახალმა სკანდალმა რუსულ სოციალურ ქსელებში ახალი ჭორი გააჩინა - წერენ, რომ შესაძლოა დოპინგის შიშით არ გამოდის თავისუფალ ჭიდაობაში დაღესტნელთა მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი (86).

ოფიციალური ინფორმაციით, მან იანვარში, ივან იარიგინის ტურნირზე გაფრენის წინ ფეხი იტკინა და მას შემდეგ მკურნალობს, თუმცა ის ისე არაადამიანურად დაკუნთულია და ისეთ ჯანზეა, არაა გამორიცხული, მელდონიუმ-მილდრონატზე ბევრად ძლიერი რამე აღმოაჩნდეს ორგანიზმში.

დოპინგზე მეტად საეჭვო მისი ასაკია - ეს მოწიფული მამაკაცი, რომელსაც წონის ვეტერანებიც ვერ უძლებენ ძალაში, სულ რაღაც ორი წლის წინ ჭაბუკებში ჭიდაობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
ემუქრება თუ არა საფრთხე მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძის ოქროს მედალს
ვენიდან სამი ქართველი მოჭიდავის განმეორებით დოპინგ-ტესტზეც დადებითი პასუხი მოვიდა
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
მომნატრებია ჭიდაობა - ინტერვიუ დავით მარსაგიშვილთან
WADA: 1-ელ მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯში 1 მკგ-მდე მელდონიუმი დასაშვებია
იმ ილეთს არ მოველოდი - "რუსულმა ტანკმა" ქართველი მოჭიდავე შეაქო [VIDEO]
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
PORSCHE AG-მა, Nike-მა და Tag Heuer-მა მარია შარაპოვას ზურგი აქციეს
სანდრო ამინაშვილი: მთავარი დამნაშავე ტრავმები იყო
რიო 2016-ის დაწყებამდე დოპინგზე ყველა ქართველი ოლიმპიელი შემოწმდება!
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა