მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურმედალოსან ყაბარდოელს ქართველ ფალავანთან დაჭიდება სურს
რუსთა ყაბარდოელი მძიმეწონოსანი ფალავანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური მედალოსანი ბილიალ მახოვი შარშან შემოდგომაზე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად გავიდა საჭიდაოდ - ბურიატიის ავტონომიის დედაქალაქ ულან უდეში "პრეზიდენტის თასზე" იჭიდავა და დაბრუნება მორიგი გამარჯვებით აღნიშნა.

ტურნირის დასრულების შემდეგ მას ინტერვიუც ჩამოართვეს, სადაც გენო პეტრიაშვილის შესახებაც ილაპარაკა, როცა ჟურნალისტმა მას ევროპის წლევანდელ პირველობაზე ქართველი ფალავნის გამარჯვების შესახებ ჰკითხა.

"ამბობენ, რომ ტაჰა აკგულს საზარდულის ტრავმა ჰქონდა" - მიმართა მას კორესპონდენტმა, რაზეც მახოვმა ასე უპასუხა:

- აკგულმა ტრავმის გამო რომ ვერ მოიგო, ეს ცოტას თუ აინტერესებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე აკგულთან შეხვედრისას ვინმეს აინტერესებდა, ეს ჩვენი მერვე პაექრობა რომ იყო? არა მგონია. ფაქტი ფაქტად რჩება - მე 0:10 წავაგე.

შემიძლია ვთქვა, რომ აკგული რჩება აკგულად და ის ჯერ კიდევ ოლიმპიადის ფავორიტია, ხოლო პეტრიაშვილი - მოჭიდავე, რომელსაც თვალებში ცეცხლი უნთია. ჩანს, ეს ბიჭი შრომისმოყვარეა.

ჩვენ ტურნირზე არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, არადა, თავის გამოსაცდელად საინტერესო იქნება მასთან ბრძოლა.

- პეტრიაშვილს მძიმეწონოსნისთვის უჩვეულო აღნაგობა აქვს. ალბათ, მისნაირებზე ამბობენ, მოუხერხებელი მეტოქეაო...

- სრულიად გეთანხმებით. მას სხეულის გაუგებარი ფაქტურა აქვს. ასეთი ბიჭები ყოველთვის ბევრ დისკომფორტს გვიქმნიან. შემიძლია ვთქვა, რომ ყურადღებით შევისწავლი მის მანერას და თუ წილისყრა მოიტანს ჩვენს მეტოქეობას, განსაკუთრებულად განვეწყობი.

შეგახსენებთ, რომ მახოვი ბოლო წლებში ერთდროულად ჭიდაობდა "თავისუფალშიც" და ბერძნულ-რომაულშიც, თუმცა ახლა ლამის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ "თავისუფალში" რჩება. ამდენად, ოლიმპიადაზე პეტრიაშვილის შესაძლო მეტოქე მართლაცაა.

ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილის გამარჯვებას არა მხოლოდ მახოვი, არამედ მისი გერმანული კლუბი "მაინც 88" და ცნობილი გერმანული გამოცემა "ალგემაინერ ცაიტუნგიც" გამოეხმაურნენ. სტატიაში განმარტებულია საქართველოც და მისი მშობლიური ქალაქი გორი, მერე კი დიდი ადგილი ეთმობა ფალავნის დადებით პიროვნულ თვისებებს - კომუნიკაბელურობას, იუმორის უნარს, თანაგუნდელებთან მეგობრულ დამოკიდებულებას.

არაერთხელაა აღნიშნული, რომ მას თვალები მუდამ უღიმის და ირგვლივ დადებით აურას ასხივებს. ასევე ბევრჯერაა ლაპარაკი იმაზე, რომ კარგი ფალავნის გარდა, მათ შესანიშნავი პიროვნება დაიმატეს, თუმცა, ამასთან ერთად, მშვენიერი საჭიდაო შენაძენიც გააკეთეს, რომელმაც ბუნდესლიგაში ჩინებულად იასპარეზა.

პეტრიაშვილი შარშან შეუერთდა მაინცელებს, რაშიც დიდი როლი კლუბის მოჭიდავე-მწვრთნელმა დავით ბიჩინაშვილმა შეასრულა. ჩვენი თანამემამულე იყო თუ კლუბის ხელმძღვანელი ტოლგა სანცაკტაროღლუ ან სხვა წარმომადგენელი, იმედოვნებდა, რომ პეტრიაშვილი რიო დე ჟანეიროში მედალს მოიპოვებს, რაც საქართველოსთან ერთად მათი კლუბის წარმატებაც იქნება.

ერთი სიტყვით, გერმანელები, კონკრეტულად კი, მაინცელები ჩვენზე ნაკლებად არ ქომაგობენ პეტრიაშვილს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მთავარი განსხვავება ამ ორი დიდი მოჭიდავის სურათებში:
ერთს თავისი სამშობლო (და დროშა) აქვს ტანზე და მეორეს... არა და ორივე, კავკასიის შვილია!
glaxuna
მწვრთნელებმა და გენომ თითოეული ეს მოწინააღმდეგე უ ნ დ ა შეისწავლოს, დ ე ტ ა ლ უ რ ა დ (!) მათი ჭიდაობის სტილი, დადებით,ძლიერი და სუსტი მხარეები... უნდა ესოდეთ რომ ისინიც სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდა ფალავანის ჭიდაობას და ფეხებში შესვლის და იქედან დამუშავების გარდა სხვა ილეთებიშიც უნდა დ ა ხ ვ ე წ ო ნ, შტანგაზეც მეტად ავარჯინონ ძ ა ლ ი ს ა თ ვ ი ს და ,გამძლეობაზეც და გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა იქნება!!!
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ქართველები ბუნდესლიგაში: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გერმანიაში იგებს
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ქართველი მოჭიდავეები გერმანიაში: ზვიად მეტრეველი ბუნდესლიგაში გამოირჩევა
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ორი "ქართული კლუბი" გერმანული ბუნდესლიგის ნახევარფინალში იჭიდავებს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
მეტოქე: რუსთა "ვარსკვლავი" ბილიალ მახოვი მსოფლიოს პირველობას გამოტოვებს
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ჭიდაობა. ბუნდესლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუნდესლიგის ჩემპიონი?
დავით ხუციშვილის კარიერას არაფერი ემუქრება