კაჭარავამ rugger.info-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "ენისეის" უკანახაზელმა დავით კაჭარავამ რუსულ rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2015 წლის მსოფლიოს თასზე, ქართული რაგბის დღევანდელობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

- რით იყო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული უწინდელებისგან?

- ჩემს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2007 წელს, ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე ვიყავი. ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო. 2011 წელს გამოცდილება მომემატა, მაგრამ ინგლისში გამართული ჩემპიონატი საუკეთესო იყო. დიდ ბრიტანეთში ხალხი რაგბიზე გიჟდება. ქუჩაში გვცნობდნენ, გვკითხულობდნენ, ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს.

- გულშემატკივარს რომელ ენაზე ესაუბრებოდი?

- იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში 5 წელი ვიცხოვრე, ფრანგულ ენას ვფლობ, მაგრამ თითქმის ყველა ქართველი საუბრობს ინგლისურად.

- ყველაზე დასამახსოვრებელი და გულდასაწყვეტი მატჩები რომელი იყო?

- დასამახსოვრებელი იყო ტონგასთან (17:10) მოპოვებული გამარჯვება. ამ შეხვედრაში 250 შებოჭვა იყო, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე სარეკორდო მაჩვენებელია ერთ მატჩში. ნამიბიას და ტონგას დამარცხების წყალობით, საქართველომ შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გულდასაწყვეტი კი, პირადად ჩემთვის, არგენტინასთან მარცხი იყო. ორივე გუნდი მოგებაზე თამაშობდა. არგენტინელებს ესმოდათ ეს, ამიტომ ძალიან დიდი მონდომებით გამოვიდნენ მოედანზე. მართალია, უკვე სამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვამარცხეს, მაგრამ მარტივად არასდროს გამოსვლიათ ეს. უბრალოდ, მათ დასამარცხებლად კლასი არ გვყოფნის.

- შენი აზრით, რამ განაპირობა ქართული რაგბის პროგრესი?

- როცა 9 წლის ასაკში რაგბის თამაშს ვიწყებდი, მაშინ ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რა სპორტია ეს. რაგბიში ის ერკვეოდა, ვინც უშუალოდ დაკავებული იყო ამ სპორტით.

გავიდა დრო, საქართველოს ნაკრებმა მოგებები დაიწყო, 2003 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. არ იყო იოლი დრო, მაგრამ ხალხმა იცოდა, რომ რაგბის მატჩზე დასწრების შემდეგ სტადიონიდან შინ დადებითი ემოციით დამუხტული წავიდოდა. თანდათან, უფრო მეტმა შეიყვარა რაგბი. ახლა უკვე სტადიონები და ბაზებიც შენდება - ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს რაგბის. შეიძლება ითქვას, რომ რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია.

- მართლა? ფეხბურთი არა?! საბჭოთა კავშირის პერიოდში, კრასნოიარსკის ბიჭების კუმირებიც კი დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია, ვლადიმირ გუცაევი იყვნენ...

- იმ პერიოდში თბილისის "დინამოს" სახით ნამდვილად ძლიერი და ისტორიული გუნდი გვყავდა, მაგრამ დღეს ქართულ ფეხბურთში კრიზისია. როგორც კი საფეხბურთო გუნდი წარმატებით ათამაშდება, სპორტის ამ სახეობის პოპულარობაც გაიზრდება, მაგრამ ახლა ფეხბურთზე პოპულარული რაგბია.

ra ver gaiget - ს
და რასაც ფეხბურთი ჰქვია ჩვენ ვთამაშობთ შენი ჭირიმე? მესამე კალათის გუნდებსაც კი ვერ ვუგებთ ფეხბურთში და რაგბში მსოფლიო დონის ნაკრებებთან გვინდა ჭიდილი. თუ გახსოვს რამდენჯერ წასულხარ სტადიონიდან ამაყი რაგბისტების შედეგით ამაყი და რამდენჯერ ფეხბურთელების შედეგით. ტონგასთან რაგბში მოგება იგივეა რაც ფეხბურთში მაგალითად პორტუგალიასთან მოგება, ფეხბურთში შევძლებთ ამას? არამგონია. ქართული რაგბი რომ აღმავლობას განიცდის და ქართული ფეხბურთი (თუ საერთოდ შეიძლება ჩვენს თამაშს ფეხბურთი ეწოდოს) უკიდურესი რეგრესის გზაზეა, ამის არდანახვა თავის დაბრმავებას ჰგავს ჩემი აზრით ძალიან.
gadamrevt xalxo
მდაააააა, წავიკითხე "პოსტები"და მივხვდი, რომ დიდი ხანი არაგერი გვეშველება. რა ბოღმები ხართ ზოგიერთები. რაზე კამათობთ? ერთად რომ იყოთ შეიძლება ერთმანეთზე გაიწიოთ კიდეც. რამ გადაგრიათ? დღეს რაგბია, ხვალ ფეხბურთი იყოს, მერე რა? ამაზე კამათი როგორ შეიძლება? არ ჯობია ყველა სპორტის სახეობა იმ დონეზე ავიდეს როგორც დღეს რაგბია და ყველამ ასე გაგვახაროს როგორც მორაგბეები გვახარებენ?
ra ver gaiget
კოტოს. ბრატ მერე რაგბს რამდენი ქვეყანა თამაშობს თუ იცი? რასაც რაგბი ქვია სულ 16 ქვეყანა თამაშობს თექვსმეტიიიიიიიიიიიი! დაჟე 10. და ეგ ერთი და იგივეა გინდა ფეხბურთში ვიყოთ 117 და გინდა რაგბიში 12 ზე. განა ჩვენი რაგბისტები არ მიყვარს და არ ვქომაგო მარა ფეხბურთი სხვააა, ხელოვნებაა, სად ოქრიაშვილის ერთი ფინთი და ყაზაიშვილის ერთი ბადეში გახვეული გოლი შოტლანდიასთან და სად ესპანეთთან მოგებული 99999-0 რაგბი!
ბადრი
დღეს ფეხბურთი ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შემაძულეს საქართველოში. ვგიჟდები, მიყვარს რაგბი, მადლობა ყველას ვინც ეს შეძლო..........მადლობა.
ზაკო
ეგ აღარ თქვა კაჭი ფეხბურთია N1 რაგბის მეორეობაზეც კი ვიკამათებდი :)))
dato
სპორტის ბევრი სახეობის მოყვარული ვარ, ქართული სპორტის - ყველასი. საქართველოში რაგბი ფეხბურთზე წარმატებულია, მაგრამ ყველაზე პოპულარული ფეხბურთია. უფრო მეტი ქართველი თამაშობს ფეხბურთს, უფრო ხშირად თამაშობს ფეხბურთს, უფრო ბევრი იცის ქართულ ფეხბურთზე, უფრო ბევრი დადის ფეხბურთის მატჩებზე სტადიონზე, უფრო ბევრმა ქართველმა იცის რა ხდება მსოფლიო დონეზე ფეხბურთში, უფრო ბევრმა იცის ფეხბურთის წესები, უფრო მეტი ბურთია უბანში:). არც ერთი კრიტერიუმით არ არის რაგბი ფეხბურთზე პოპულარული. ხოლო იმას, ვისაც მარტო რაგბი უყვარს და ფეხბურთი სძულს ბავშვობაში უნიჭობის გამო არ ათამაშებდნენ ფეხბურთს თანატოლები.
megobrebo
ამ წამს ერთ რაღაცას მივხვდი რამდენად მაგარი ხალხია თითოეული რაგბისტი თითოეული ის თანამშრომელი რომელიც რაგბის საქართველოს კავშირშია და ყოველდღიურად შრომობს რომ ის უკეთესი გახდეს რამდენად პატრიოტები და სიყვარულით განმსჭვალულები არიან ამ სპორტისადმი რომ მათ ხელი არ წაუცდებათ და არ მოიპარავენ იმ თეთრებს რომლებიც გამოყოფილია ამ მართლაც ღირსეული სპორტსმენებისთვის ასე რომ რაგბი N1 არის და იქნება არა მარტო იმიტომ რომ კარგად გამოგვდის არამედ იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი თამაშობს და ძალიან მაგარ ღირსეულ და გულსავსე კეთილ კაცებად აყალიბებს ქართველ ბავშვებს...
Zaza
ყოველთვის ვქომაგობ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რაგბში,მაგრამ ფეხბურთთან შედარება?...ფეხბურთში ესტონეთთან ამხანაგურზე(ქეცბაიას პირველი მატჩი მწვრთნელის რანგში)45ათასი იყო დასწრება!...ესტონეთი ფეხბურთში ალბათ დაახლოებით რაგბში გერმანია,პორტუგალიის დონეც არ არის!რამდენია რაგბში დასწრება გერმანია,პორტუგალიასთან?
me
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი რაგბიაო არ უთქვიათ შენთვის, საქართველოშიო წერია თან თუ კარგად წაიკითხავ წარმატებებს, რომ დაიწყებს ფეხბურთი დაიბრუნებს გულშემატკივარსო ეგეც წერია. 117 ადგილზე ვართ რეიტინგში ხოლო წესებზე თუ მიდგა საქმე არც ფეხბურთის ყველა წესი იცის გულშემატკივრის 80%-მა. ვაფშე მაგარი გაყიდული და უჯიგრო სპორტია ფეხბურთი და დროის საკითხია მისი ჩანაცვლება ინერციითმიდის ფეხბურთი ტოტალიზატორების გასართობი სათამაშო გახდა ასე რომ გადახედე როგორ იცვლება გულშემატკივრის დამოკიდებულება...
koto
" რა ვერ გაიგეთ" შენ თავადაც ხო ხვდები რო მაგრად იბჟუტურე :დდდ რაღაც უაზრო არგუმენტებია :D რგბის მსოფლიო რეიტინგში 12ადგილზე ვართ და ფეხბურთში 122, ეგ არავის უხარია მაგრამ რაგბის ნუ გშურთ და რეალობას თვალ გაუსწორე, გაახედე მაგ რეიტინგებს და ნახავ არასაფეხბურთო ქვეყნები კი არა ბურთს რო მარტო გასვლით შეხვედრებზე ნახულობენ ისეთი ქვეყნები არიან ჩვენზე წინ, რაგბში კიდე ბევრ სარაგბო ქვეყანას ვასწრებთ და ბევრ ჩვენზე ძლიერ მეტოქეს ვამარცXებთ
Qilo
Gamarjobat bichebo me var qartuli fexburtis fanatikosi gulis tkivilamde da erts avxnishnavdi ragbze roca cveni regbistebi tamashobdnen msoflio chempionatze da rom marcxdebodnen mashin sexedet mat tvalebs da mat saxeebs da naxet fexburtelebi rom marcxdebodnen estonettan da nebismier sxva gundtan mat saxeebs da tvalebs!! Cvens moragbeebsi ufro meti jilkaa da sulia vidre fexburtelebshi.venacvale chvens fexburtelebs da ragbistebs miuxedavad yvelafrisa
რა ვერ გაიგეთ
რა ვერ გაიგეთ ..., ფეხბურთში ყოველთვის რომ მალტას, სვაზილენდს, ზიმბამბვეს, კენიას, და ბურკინაფასოს ვეთამაშოთ ხო სულ გავალთ მსოფლიოზე და ხომ მაგრად გვეყვარება ფეხბურთელები? რაგბიში ეგრე არარი? სულ ვეთამაშიბით არასარაგბო ქვეყნებს გერმანიას, რუსეთს, პორტუგალიას, ესპანეთს და ერთადერთ ნათელ წერტილს რუმინეთს. და ესე საშვალო ევროპულ დონის გუნდს ხანდახან ფეხბურთშიც კი ვუგებთ. უბრალოდ ხალხს გაუაზრებლად იზიდავს ჩვენი რაგბი თორე რომ გავიაზროთ ყველამ მივხვდებით რომ არც რაგბში ვწყვიტავთ ვარსკვლავებს. ფეხბურთს ვერასდროს ვერ შეცვლის საქართველოში რაგბი!
koba
ჩემმა კომენტარმა რა დააშავა ნეტა... ეროტიკა იყო თუ პორნო?
d.t
მაგარი ვაჟკაცური სპორტია,მიყვარს რაგბი.
lado
ჩვენი რაგბის ნაკრები და მისი თითოული წევრი საამაყონი არიან. მაგრამ რაგბი ვერსადროს იქნება N1 საქართველოში. წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნოდა ფეხბურთის ნაკრებს იმის ნახევარი წარმატება რომ ჰქონდეს, რაც რაგბის აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და მთელ ღამეებს აღნიშნვნაში გაატარებდნენ. ხორვატიას რომ მოვუგეთ, ხალხი დროშებით დარბოდა. ზოგადად ძაან არასწორია, ესე დაპირისპირება სხვა სფეროსთან
parfiumer
ის რომ რაგბის კარგად ვახერხებთ უდავოა... და ჩემი აზრით გია ნიჟარაძის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, სწორი მენეჯმენტი და სასიქადულო ხალხი რომლებიც გვყავს სარაგბო ნაკრებში... ფეხბურთი მოიკოჭლებდა აქამდე ორივე ნაწილში ჩემი აზრით.. ვნახოთ სიახლეები თუ გაამართლებს. და მთავარი ჩემთვის სულ ერთია პირველს რომელს დაარქმევენ, ნებისმიერი სპორტის სახეობა როცა გადის და ქართველები თამაშობენ ვზივარ ტელევიზორთან ან ტრიბუნაზე და ვგულშემატკივრობ... წარმატებები ყველა სახეობას.
daviti
ვუერთდები კაჭარავას აზრს!!!! შვილთან ერთად ვიყავი რუმენთთან , ძალიან ამაყი და ბედნიერები დავბრუნდით! ნომერ პირველი სპორტია და დიდხანს იქნება
mamuka
კარგით რა. უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთმა უკანა პოზიციებზე გადაიწია საქართველოში და ეს გამოკითხვებიდანაც ჩანს. მარტო მესის და რონალდოს საყურებლად თუ მიხვალთ სტადიონზე. ან ჩვენი ნაკრები თუ თამაშობს მოწინააღმდეგე გუნდის საგულშემატკივროდ. სირცხვილია...და ამის მერე რაღა ნომერ პირველობაზე ლაპარაკობთ. ფეხბურთში თუ უფრო მეტი ფული იხარჯება იმას არ ნიშნავს რომ პირველია საქართველოში. და საერთოდაც რაგბი მსოფლიოში ყურებადობით მესამეა, ოლიმპიადის და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მერე...საქართველოში კი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება...იმიტომ, რომ რაგბი სუფთაა და ჩვენია
glaxuna
georgian მეგობარო, ვინც იცის რაგბი რა არის, ფეხბურთი მათთვის პატარა და სუსტი ბავშვები თამაშია და მეტი არაფერი, ნხოლოდ გ ა ს ა რ თ ო ბ ი (!) ანუ რაგბი -ამა თუ იმ ე რ ი ს ენერგიის,თავდადების,შესაძლებლობების,ს ი მ ა მ ა ც ი ს,ინტელექტის მაჩვენებელია , რაც ღ ი რ ს ე ბ ი ს საკითხია და ის მომავლის სპორტია კაცობრიობისათვის და ფეხბურთს შ ე ც ვ ლ ი ს!!! ქართულ ფეხბურთზე მერე დაგველაპარააკე და რაგბს შეადარე,როცა მსოფლიოს 30-ულში მაინც შევალთ !
georgian-ss
შენ ჩემო ძმაო მსოფლიოში პუპულარობას საქართველოსთან ნუ ურევ. საქართველოში ყველას პროფესორი რო ჰგონია თავი მაგიტომაც ვართ 120 ადგილზე მსოფლიოში და მაგიტომაც გვასროლინა კუდით ქვა მალტამ ცოტა ხნის წინ. ეხლა ქართულ კლუბებს გადახედე და როდის გადალახეს ყაზახური ბარიერი ის გამახსენე. რამდენი ხანი გავიდა რაც დაიხვია ბოსნიამ ჩვენი 17 წლამდელები მაგასაც გადახედე. და ამის მერე საფეხბურთო ქვეყანა ვართ?
qutaiseli
რას ნიშნავს საფეხბურთო ქვეყანა ერთი ახსნას ამის მთქმელმა რა შვედეთი არ ითვლება საფეხბურთო ქვეყნად მაგრამ ვერ თამაშობენ ნორმალურად ჰოკეია იქ ნაციონალური სპორტის სახეობებში პირველ ადგილზე.მაგრამ რა ამით მოაკლდა რამე შვედურ ფეხბურთს.მემგონი ეს თემა მსოფლიოში კარგახანია აღარ არის აქტუალური რადგან დიდიხანია ფეხბურთი ყველამ ისწავლა.
zurazz
მე მახსოვს როდის გაავსო ფეხბურთმა სტადიონი, ესპანეთის საგულშემატკივროდ რომ წავიდა ხალხი აი მაშინ... ამ ორი ფედერაციის შედარება მართლა არ შეიძლება, რაგბი 10 თავით მაღლდა დგას. გავიხსენოთ ჩატარებული არჩევნები, იმის გამო რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო ნიჟარაძემ და აბუსერიძებ კანდიდატურები მოხსნეს, საერთო საქმე რომ არ გაფუჭებულიყო, ასეთი რამ ფეხბურთის ფედერაციაში არასდროს მოხდებოდა, პირიქიტ ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არიან დაკავებული, იმის მაგივრად რომ საქმე აკეთონ. სანამ წესიერი ხალხი არ ჩაუდგება სათავეში ფეხბურთს, არაფერი ეშველება, სანამ 2 მილიონზე ორიენტირებული მთავარი მწვრთნელები გვეყოლება, საქმე წინ ვერ წავა. 2 მილიონი რაგბში ეროვნული ნაკრების წლიური სახელფასო ბიუჯეტზე მეტია, ფეხბურთში კი ერთი კაცი იღებს ამდენს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უბრალოდ სპორტი არაფერ შუაშია, მთავარია რა ხალხს აბარია იგი, ნორმალური მენეჯმენტის პირობებში ნებისმიერი სპორტი გახდება ნომერ პირველი, ფეხბურთის გულშემატკივრებს არ უნდა წყინდეთ რომ დღეს რაგბი ნამდვილად ნომერ პირველია საქართველოში
kaxa
რაგბი ჩვენი თამაშიააა. 1 -და ასე იქნება აწე.გაიხარეთ ბიჭებო, ვაჟკაცებო.
fraternity
"განსაკუთრებით კი ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში როგორს საქართველოა" ამაზე გულიანად ვიცინე, ანეგდოტია ფაქტიურად. ჩვენი ფეხბურთი აღარ არსებობს,რაც დაგვრჩა ეს არის მხოლოდ მოგონებები და იმით ვსაზრდდობთ, ბავშვებიც მაგ ინერციით მიყავთ ფეხბურთზე. აქ შედარებულია ქართული რაგბი ქართულ ფეხბურთთან და არა ზოგადად, თორემ ფეხბურთი რომ უფრო განვითარებული და კომერციულია ამაზე არავინ დაობს. მარტო მესის ხელფასი რომაა რამდენიმე სარაგბო გუნდის მთლიანი ბიუჯეტი ესეც გვესმის მარა მერე მაგით ჩვენ რა? საქართველოში მკვდარია ფეხბურთი გაიგეთ და თუ ვერ გებულობთ, მაშინ შეესვით რაგბის ყურებას და იარეთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, სადაც ბალახის მაგივრად ტალახია, ოღონდ ჯერ ძროხების გარეკვა არ დაგავიწყდეთ ე.წ. სტადიონის ბალახიდან...
genacvalet
გენაცვალეთ მორაგბეებო, ჩვენი ერის სიხარული ხართ. მაგრამ ფეხბურთს, ასეთ მდგომარეობასი მყოფსაც კი ვერ ცაანაცვლებტ ვასილ ამისურაძის 17-წლამდელებმა 15 ათასი ამყურებელი შეკრიბა სტადიონზე ამდენს ზოგჯერ ეროვნული რაგბი ვერ იზიდავს ბოდიშით, მაგრამ ფეხბურთი გვინდა თუ არა, ჩენი ყველაზე დიდი სიხარული იყო, ახლა ტკივილია, მაგრამ ავადმყოფს კი არ კლავენ, კურნავენ და თქვენ ასეთ ილუზიაში ნუ გადავარდებით კიდევ მოვა ფეხბურთის დრო - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
გიო58
...წადი რა გაიარე თუ არ გაინტერესებს.
ნათია
ფეხბურთის დიდება ისტორიას ჩაბარდა ამ ქვეყანაში, ის ისტორიაც იმიტომ შეიქმნა,რომ შინაგანად და პიროვნულად განვითარებული ხალხი თამაშობდა მას, ახლა ვინ თამაშობს ფეხბურთს? არაფრისმთქმელი სახეები და პიროვნებები,მარტო გვარი და სახელი. ჩვენი რაგბისტები შინაგანად არიან პიროვნებები და უყვართ საკუთარი საქმე/ქვეყანა, შედეგიც ამიტომაა ასეთი. საიდან გადაწყდა,რომ ფეხბურთია N1 სპორტი, სხვები რა რიგში დგანან? რაშიც ვარგიხარ ისაა წამყვანი სპორტი, რა ერს რა მონაცემი აქვს. კალათბურთელები, წყალბურთელები- რაც გუნდური სპორტია, ჩვენს ქვეყანაში ამართლებს. ფეხბურთს კიდევ კაი ხანს არ უწერია გამოცოცხლება აქ, საშინელი ზნის ხალხია იმ ფედერაციაშიც და არც ფეხბურთელები ვარგა უმრავლესობა მაინც პიროვნულად.
fraternity
რა უნდა ახლა ამას თუ ინტრიგანი არ არის? არსად დაგეკარგოთ თქვენი ფეხბურთი და სხვათა შორის არც არის საჭირო ყველამიცოდეს წესები და ყველა უყურებდეს რაგბს. პოპულარობას და წარმატებულობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ქართული რაგბი ქართულ ფეხბურთთან შედარებით მილიონი თავით წარმატებული და პოპულარულია. საფეხბურთო მატჩზე ბოლოს როდის გაივსო დინამო არენა გამახსენეთ აბა?
georgian
სპორტი რა არის ისიც არ იცით :D :D ჩელენჯ ქაფზე ქართული გუნდი რო გავიდეს 400 000 დაოლრი ჭირდება დაახლოვენით ,,იმდენად უინტერესო სპორტია აქით იხდი ფულს ,,,,,, ფეხბურთში კიდე ევროპა ლიგის პირველივე ეტაპზე 200 000 ევრო გერიცხება გუნდს :)) ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას თანხები გეზრდება და თუ გაგიმართლა და კენჭისყრაში გერმანული ან ინგლისური გუნდი მოგიწია მარტო ტრანსილირების გამო 800 000 ევროს გიხდიან :)))))))),,,,,, სირცხვილია რაგბის და ფეხბურთის შედარება , განსაკუთებით ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში როგორიც საქართველოა
georgian
ესეთი დაზომბირებულები რამ გახადათ 10 წელიწადია 120 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო რაგბში და 2007 წლეს 13 ვიყავით და წელლს ძლივს გადავედით 12 ეზე )))))))) ,,,, ისეთ ტურნირს ვთამაშობთ , აი ფეხბურთში , სან მარინო , გუბრალტარი , ფარერები , და ნიკარაგუა რო გვყავდეს ))) ეგ დონეააა , ,,, მაგრამ ფეხბურთში მოგება არ ფასობს რაგბში კი :D :D 52 ათასი კაციდა 10 ათას კაცს შეიძლება ცოდნოდა წესები მაქიმუმ ,,,,,,,,,,,,, იმიტო დადიან თამაშებზე რო გაგებული აქვთ რო რაგბში ვართ თურმე მაგრები :D
georgian
ნუ გახდით ესეთი მოზგები ეხლა ,, ორი წელია ყურებადაიწყეს და გაპროფესორდნენ ,,,,,,,,,,, სორცხვილია აბა რა არის 15 კაცა რაგბი რომელიც ჩამორჩენიულ სპორტათ ითვლება სადაც 25 გუნდიც კი არ არის პროფესიონალური , რომელიც ყველაზე არამომგებიანი სპორტების 5 ეულშია შესული ,,,,,, ჩვენ ამ სპორტს ვადარებთ ფეხბურთს )))))))) ესაა სირცხვილი
goga
ფეხბურთი მიუხედავად ღრმა კრიზისისა მაინც ნომერ პირველი სპორტია საქართველოში. თან ერთი და ორი თავით კი არა ათი თავით მაინც უსწრებს რაგბის. მაგალითად მხოლოდ თბილისში ათი ბიჭიდან მინიმუმ 6-7 დადის ან დადიოდა ფეხბურთზე. რაგბიზე კი შეიძლება მხოლოდ 20-დან ერთს თუ უვლია. ნებისმიერ სპორტში გაუცნობირებელ მოქალაქეს რომ კითხო იაშკა,ლორია,კანკავა, გოგუა,ანანიძე მაინც ექნება გაგონილი როგორც მინიმუმ(აღარაფერს ვამბობ არველაძე კალაძე კობის კობიაშვილის თაობაზე) მორაგბეებიდან ალბათ გორგოძის გარდა ვერავის დაასახელებენ. . მესი,რონალდო, ზლატანი ხომ ყველამ იცის და რაგბის დიდ გულშემატკივართა გარდა თუნდაც ერთ არაქართველ მორაგბეს ვერ დაგისახელებენ. გასაგებია და მისასალმებელია მორაგბეების წარმატება მაგრამ პოპულარობით ფეხბურთთან კი არა კალათბურთთანაც ვერ მივა სპორტის ეს სახეობა.
giorgi
georgian-ს ჯერ ერთი სირცხვილი რატომ არის? და მერე მერეც თუ შენ თავად არ იცი წესები ეგაა სირცხვილი, არც ისე რთული წესიებია და მის სწავლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
dato
ვერ დავეთანხმები: უფრო წარმატებულია და არა პოპულარული. და თუ წარმატებაა მთავარი, მაშინ ქალთა ჭადრაკი და ძიუდო იყოფენ პირველობას.
Tamara
ფეხბურთს მხოლოდ ესპანეთის თამაშებს ვუყურებ , დავდივარ კიდეც და მართლა შესანიშნავი ემოციით ვიმუხტები, მაგრამ ქართული რაგბი, რომ სასწაულია ქართული ფეხბურთის ფანები ვერ გაიგებენ !!! რაგბი ჩვენი თამაშია !!!
football
ხალხს წარმატება და გამარჯვება მოენატრა, ხოდა ლოგიკურად იმ სპორტს ირჩევს სადაც ნერვები არ დააწყდება გაუთავებელი მარცხით და უხერხემლო თამაშის ყურებით. შესაბამისად რაგბი N1-ია.
georgian-s
დაწყნარდი მეგობარო, მართალს ამბობს ეს კარგი კაცი. ასეა ნამდვილად. ეს შენ არ იცი წესები, ჩვენ უმრავლესობამ, კაცებმა, ქალებმა, ბევშვებმა ვიცით, შენც შეგიძლია ისწავლო. დიახ, რაგბი ნომერ პირველი სპორტია საქართველოში! გაიხარეთ ბიჭებო, თქვენ კიდევ არ იცით რამხელა სიხარული მოგაქვთ ჩვენთვის. თქვენი ყოველი თამაში ზეიმია.
ლევანი
რაარის სირცხვილი შენ თუ წესი არ იცი რაგბში სხვას რაღატო აბრალებ არცოდნას სირცხვილი ის უფროა ასეთ კომენტარებს რომ წერ
მახო
მართალია ეს კაცი,რაგბი უკეთესია დღესდღეობით
georgian
სირცხვლია რა რაგბი რის რაგბი როცა ფეხბურთია !!!!!,, არავინ წესები არ იცის რა რაგბი რის რაგბი )))
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს