ერთი ნახვით... პირველი შთაბეჭდილებები საქართველოს ნაკრების სლოვაკი თავკაცის საფეხბურთო ფილოსოფიაზე
მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა, რომ მწვრთნელზე არაფერი ითქმის მანამ, სანამ მრავალი მატჩი არ გამოსცდის მას, სანამ შედეგი არ იქნება დადებითი ან უარყოფითი.

საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია - არც ოფიციალური და არც ამხანაგური მატჩი. ამიტომ ჯერ ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, პირველ, ზოგად შთაბეჭდილებებზე საუბარი კი უკვე შესაძლებელია...

ვლადიმირ ვაისი: ბიჭებო, ჩვენ სოფლის გუნდებს ხომ არ ვხვდებით? უფრო სწრაფად!

ევროპელი

ბოლომდე დავესწარი ვლადიმირ ვაისის ღია ვარჯიშს, საქართველოს ნაკრებს რომ ჩაუტარა თბილისის ზღვაზე და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: ჩვენს გუნდს კვალიფიციური, ნაღდი ევროპული დონის მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე და საკეთებელი.

ეგაა, როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, მწვრთნელის მომავალ სვეს ვერაფრით განსაზღვრავ. ჩვენს ნაკრებს ნებისმიერი მწვრთნელის მონელება შეუძლია. იმედია, ეს ასე არ მოხდება...

ვაისის ვარჯიში არის მოკლე და კონკრეტული. დღეს ყველა ასე ავარჯიშებს ევროპაში. სამაგიეროდ, მწვრთნელი ვერ იტანს, როცა ფეხბურთელი თუნდაც ერთი წამით კარგავს კონცენტრაციას.

ლამის გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი ნაკრების ვარჯიშს და ერთი ფეხბურთელის თუნდაც წამიერი მოდუნება ვერ ვნახე. ვნახე შეცდომა, ბურთის დაყოვნება, არაზუსტი დარტყმა ან პასი, მაგრამ მოდუნება და ინდიფერენტულობა მე არ მინახავს.

როგორი ფეხბურთი უყვარს სლოვაკს?

მწვრთნელი ძალიან ხშირად ვარჯიშებზე იცნობა ხოლმე. როგორი ფეხბურთი უყვარს ვაისს, ამას ყაზახეთთან თბილისური მატჩისას ვნახავთ. ვარჯიშებზე კი რამდენიმე საყურადღებო ნიუანსი გამოჩნდა.

თავი შეგვიძლია დავდოთ: ვაისისეული ფეხბურთის მთავარი კრედო შეტევიდან დაცვაში სწრაფად გადასვლაა და - პირიქით. ამას სლოვაკი სპეციალისტი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. სხვანაირად არც შეიძლება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპულ ფეხბურთს ფეხი ავუწყოთ, სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ.

ფაქტია: სლოვაკი უდიდეს ყურადღებას მიაქცევს სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვას.

ვარჯიშზე არაერთხელ გაისმა სიტყვა - "კონცენტრაცია". საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი სისუსტეც ესაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ხშირად მატჩის კონკრეტულ მონაკვეთში კონცენტრაცია გვეკარგება.

გუნდი არ უნდა "გაწყდეს", სათამაშო რგოლებს შორის არ უნდა იყოს დიდი დაშორება. ამას ითხოვს ვაისი და ჩვენც ვეთანხმებით - ეს თანამედროვე ფეხბურთის უპირველესი მოთხოვნათაგანია.

მერე რა, რომ რუსულად...

ვაისმა სამი ენა იცის - რუსული, გერმანული და ინგლისური. ის შეგირდებს რუსულად ეკონტაქტება და ვერც გავამტყუნებთ.

ჯერ ერთი, ნაკრების ყველა ფეხბურთელმა იცის რუსული, რამდენიმე ჩვენებური სწორედ ამ ქვეყნის პრემიერლიგაში თამაშობს. მეორეც - ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ალბათ, ყველაზე კარგად რუსული ეხერხება და რა საჭიროა ახალი ველოსიპედის გამოგონება იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს?

მწვრთნელისა და ფეხბურთელის კომუნიკაცია ყოველთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობთ, ჩვენს შემთხვევაში ის უკვე შედგა. ფეხბურთელი დამრიგებელზე ძალიან ხშირად მისი ვარჯიშებით მსჯელობს. ვაისმა ეს ტესტი ჩააბარა. ბიჭებს მისი წვრთნა მოეწონათ.

სოლიდური

სოლიდური კაციო, რომ იტყვიან, ვაისი ზუსტად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. არიან ადამიანები, ცხოვრებაში მაინცდამაინც ახლოს რომ ბევრს არავის უშვებენ, მაგრამ აქვთ ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი.

არ მიყვარს ისეთი მწვრთნელები, ფეხბურთელს ზომაზე მეტად ახლოს რომ უშვებენ და ვაისი სწორედ საპირისპიროთა კატეგორიას მიეკუთვნება. ჟურნალისტის ფასი იცის, მასმედიასთან ურთიერთობა არ ეშლება - ასეთია ამ სტრიქონების ავტორის პირველი მოსაზრება, რომელიც დრომ უნდა გამოსცადოს.

სხვა მხრივ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს უნდა მოსწონდეთ ახალი მწვრთნელი. ის ნამდვილ პროფესიონალად დავინახეთ იმ ერთი, არასრული დღის განმავლობაში, რომელიც ჟურნალისტებმა ეროვნულ გუნდთან ერთად გავატარეთ.

რაც მთავარია, სლოვაკი არ ტოვებს ცხვირაწეული, უჟმური და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას. არადა, სლოვაკურ ფეხბურთში ის მართლაც ლეგენდარული პიროვნებაა - მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რთული ხასიათის ბიჭებთან...

საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულოში" რა და როგორ ხდება, ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა რაც ვნახე, იმაზე ქვემოთ დავწერ. აქ კი სხვა რამეზე უნდა ვთქვა.

მინდორზე თუ სხვაგან, ვაისს აუცილებლად მოუწევს შეხვედრა შედარებით რთული ხასიათის ქართველ ბიჭებთან. რატომღაც გვგონია, რომ სლოვაკი შეძლებს მათ გუნდურ ყალიბში მოქცევას.

რთული ბიჭები თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებსაც არ აკლდა. რაღა შორს წავიდეთ, მაგალითად იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკიც გამოგვადგება. ჰამშიკის ხასიათის სირთულეზე კი იტალიაში ლეგენდები დადის. მარტივი ხასიათი არც "ლივერპულის" ვარსკვლავ მარტინ შკრტელს აქვს.

ვაისმა ეს ბიჭები მოთოკა და სწორედაც ერთ ყალიბში მოაქცია. იგივე უნდა მოახერხოს მან საქართველოს ნაკრებშიც. ეს აუცილებელია.

სლოვაკს ამის ძალა შესწევს, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.

იდილია

დავაკვირდი საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ქცევას, სიტყვა-პასუხსა და ურთიერთობებს სასტუმრო "ჰუალინგში" და ჩემი აზრი უნდა დავწერო - ჩვენი გუნდის "შიდა სამზარეულოში" ახლა იდეალური სიტუაციაა.

არ შეიძლება, ეს არ გიხაროდეს და ისიც ფაქტია, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ეს სწორედ ასეც უნდა იყოს. საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე ინდივიდი, ვინც დადებით განწყობას ქმნის და მერე ამ განწყობას სხვებიც უერთდებიან.

რა თქმა უნდა, გამორჩევა ამ შემთხვევაში მთლად კარგი ტონი ვერ არის, მაგრამ აუცილებლად ცალკე უნდა დავწერო გურამ კაშიაზე. პირდაპირ უნდა ვთქვა - აგერ, რა ხანია, არ მყოლია ასეთი რესპონდენტი და კიდევ უფრო დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი უბრალო ფეხბურთელი.

ახლა კი ვხვდები, რატომ გამოფინეს ამხელა მხარდამჭერი ბანერი გურამის საპატივცემულოდ "ვიტესის" ფანებმა და რატომ უყვართ ასე ჰოლანდიაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1
რა რთული ხასიათი რას აფეტიშებთ ამ ბიჭებს რომელიმე მესი ან რონალდო არ იყოს ისევ მათთვის არის პრესტიჟული თუ ნაკრებში ითამაშებენ, იქნებ უკეთეს კლუბში მიიწვიონ შემდეგ

რთული ხასიათი არა ! რთული ხასიათი შეიძლება ეპატიოს და ანგარიში გაეწიოს ვარსკვლავს; ჩვენ რომელი გვყავს შეუცვლელი?
Fcd
Mაგარი სტატიაა ბრავო ალეკო
დავით123
ერთი რაც არ მომეწონა ეს არის რუსულ ენაზე ყურადღების გამახვილება. მოდაშია რუსული არაფერი არ გვინდოდეს? ნეტავ ამან ფეხბურთელებს რამე გააგებინოს და შეასმინოს და მართლა me-სთქმისა არ იყოს ნაურუს ენაზე დაელაპარაკოს.
lnzm
ვაის ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ თუ რომელიმე ყმაწვილ-კაცი თავის რთულ ხასიათს გამოამჟღავნებს, სამუდამოდ დაახვევინოს ნაკრებიდან, რადგან დგევანდელ ჩვენს ნაკრებში არ არიან ყიფიანები, დარასელიები, ჩივაძეები, ქინქლაძეები და არც ჰამშიკები და შკრტელები, ესეთი დონის ფეფეხბურთელების შეცვლა ყოველთვის შეიძლება უმტკივნეულოდ
me
მაგან მოგებები დააწყებინოს ნაკრებს და თუ უნდა ნაურუს ენაზე ელაპარაკოს ეგ არ არის საკითხავი.
status quo
ძალიან თბილი და დადებითი სტატიაა,ყოჩაღ ავტორს....
გუჯა კახაძე
წარმატებები ბ-ნ ვაისს!
ბექა
მადლობა ბატონ ალეკოს, შესანიშნავი სტატიისთვის.
ლევი
ესე იმედიანად არ ვყოფილვარ
jango
ვისაც ხასიათის პრობლემა აქვს კოლექტიურ თამაშში, ის ქვეყნის ინტერესების მოღალატეა და უნდა გააგდონ დაუნდობლად, სამუდამოდ შავი სიით, ნაკრებიდან.
ზაზა
ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება,რომ გვყავდეს მწვრთნელი,რომელიც ,,რთული ხასიათის ბიჭებთან,, საერთო ენის მონახვას ცდილობდეს!...და საერთოდაც არ მესმის,რას ნიშნავს ,რომ ერთი მწვრთნელი შეეწყოს ოცამდე ფეხბურთელის ხასიათებს!უმჯობესი იქნებოდა ნაკრებისთვის,საქმისთვის რომ თვითონ ფეხბურთელები ეძებდნენ მწვრთნელთან საერთო ენას და საკუთარი ხასიათის თავისებურებები ,,სახლში,,დატოვონ!სამარცხვნოა ნაკრების რეიტინგი,შედეგები,საერთოდ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა და კეთილი ინებოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი დადონ ვარჯიშებზე,ნაკრების თითოეულ მატჩში!...კარგად გაითავისოს თითოეულმა ,რომ ქვეყნის მდგომარეობიდან,ეკონომიკიდან გამომდინარე ფეხბურთელები პრივილიგებურ მდგომარეობაში არიან,როცა საკმაოდ დიდი თანხებით პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება წამგებიანი ფეხბურთი!....გაიაზროს თითოეულმა,რომ მათი შედეგებიდან გამომდინარე უკვე დიდი ეჭვის ქვეშაა,რომ ფეხბურთი #1 სპორტის სახეობაა(((
Temo
დიდი ხანია ასეთი სასიამოვნო სტატია არ წამიკითხავს! რახან ჟურნალისტის გამოცდილი თვალი ასე ხედავს, მე უბრალო გულშემატკივარს, მითუმეტეს მიჩნდება იმედი და პოზიტივი.
ბბ
ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ რაღაც ეს კაცი მეიმედება
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
სტივენ ჯერარდს "რეინჯერსში" ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
თანაგუნდელმა მარტინ შკრტელი სიკვდილისგან იხსნა [VIDEO]
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
"ლივერპული": იურგენ კლოპი ჯერ ცხრილავს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი