მოედანზე შესულმა ქართველმა ცენტრმა დალასელთა თამაშს მუხტი შემატა
ბოლო მატჩებში სათამაშო დროში შეზღუდულ ზაზა ფაჩულიას შანსი მისცეს და მან ეს გამოიყენა. მართალია, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს გახლდათ ფაჩულიას 26-ე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში.

წინა მატჩის მსგავსად, ცენტრის პოზიციაზე დალასელთა სასტარტო ხუთეულში ტუნისელი სალაჰ მეჯრი იყო, რომელმაც 16 წუთი ითამაშა. მოედანზე შესულმა ქართველმა ცენტრმა კი დალასელთა თამაშს მუხტი შემატა, 8 წუთში ქართველმა 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და ცხადია, მოედანზე დარჩენაც დაიმსახურა.

საბოლოოდ ფაჩულიამ 25 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ზაზამ 12-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულია იყო ერთადერთი კალათბურთელი "დალასში", რომელმაც ორმაგ დუბლს უწია.

მეჯრიმ შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა, საუკეთესო შედეგი კი ვესლი მეთიუზმა დააფიქსირა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. დალასელებმა დაასვენეს დირკ ნოვიცკი, თუმცა ეს რომ არ გაეკეთებინათ, ვინძლო ლიგის ლიდერი მისსავე მოედანზე დაემარცხებინათ.

ტეხასელები ოკლენდში თავიდანვე ჩამორჩნენ და დიდ შესვენებაზე 14 ქულით აგებდნენ, თუმცა ფაჩულიას და კიდევ ერთ სათადარიგო ჩარლი ვილანუევას ძალისხმევით მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრეს და ბოლო წუთებზე მოგების შანსიც გაუჩნდათ. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე დალასელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ...

"გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 128:120 იმარჯვა და ახლა ამ გუნდის შედეგი 65 მოგების წილ 7 მარცხს შეადგენს. დარჩენილი 10 მატჩიდან ოკლენდელებმა 8 რომ მოიგონ, "ჩიკაგოს" 20 წლის წინ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებენ, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში 72 მოგების ტოლფასია. "დალასთან" გამარჯვებაში გოლდენსტეიტელებს კლეი ტომპსონმა 40 ქულით ულიდერა. სტეფ კარიმ თავი 33 ქულას, 8 მოხსნას, 8 პასს და 4 ჩაჭრას მოუყარა.

"დალასს" 35 მოგების წილ 37 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მე-8 ადგილზე იმყოფება, თუმცა ასეთივე შეფარდება გააჩნია "იუტა ჯაზსს", რომლიც პირად შეხვედრებში უარყოფითი შედეგის გამო ჩამორჩება "დალასს".

მომდევნო მატჩს "დალასი" საკრამენტოში, 28 მარტს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ