ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტატიშვილი მსოფლიოს მეორე ჩოგნის წინააღმდეგ

ტატიშვილი მსოფლიოს მეორე ჩოგნის წინააღმდეგ

რატომ ჩაიშალა თბილისის ტურნირები?

20 წლის ანა ტატიშვილს კარიერაში საუკეთესო დროება უდგას - ზედიზედ ორი კვირაა ის WTA-ს სერიის ტურნირში ძირითად ბადეში თამაშობს. გახსოვთ ალბათ, რომ პრაღის ღია პირველობაზე (220 ათასი დოლარი) მან მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც გამოცდილ შვეიცარიელ პატი შნიდერთან (56) სამ სეტში წააგო, სლოვენიურ პორტოროჟში კი ანას ძირითად ბადეში გასვლა საკვალიფიკაციო ბატალიებით მოუწია. ჩვენებურმა ესეც შეძლო.

პორტოროჟში ქალთა შორის სლოვენიის ღია პირველობა იმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია. საკვალიფიკაციო ბადეში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად იყო განთესილი, მან სამი მეტოქე მიჯრით დაამარცხა და ძირითად ბადეში გავიდა. I წრეზე უკვე გესაუბრეთ, მეორეში ტატიშვილის მეტოქე ხორვატი ინდირე აკიკი (641) იყო, ქართველმა ორ სეტში იმარჯვა - 7:5, 6:0.

ფინალურ წრეში ანა ტატიშვილის მეტოქე 27 წლის უკრაინელი იულიანა ფედაკი (222) იყო, რომელიც 4-6 წლის წინათ მუდმივად მსოფლიოს საუკეთესო ასეულის წევრი იყო. გამოცდილმა უკრაინელმა ტატიშვილს ვერაფერი დაუპირისპირა, ჩვენებურის უპირატესობა აშკარა იყო - 6:1, 6:1. ჩვენმა თანამემამულემ უკვე გამოიმუშავა 16 სარეიტინგო ქულა, თუმცა მისი მონაგარი გაცილებით მეტი იქნება, თუკი თუნდაც ერთ წრეს გაივლის (30 ქულა და 2,9 ათასი დოლარი). სხვათა შორის, ამავე ბადეში ბედი მაკა ჩახნაშვილმა სცადა, თუმცა პირველივე საკვალიფიკაციო ბადეში დამარცხდა.

ანა წყვილთა თანრიგშიც თამაშობს, სადაც ყოფილ ბულგარელს, ახლა კი ყაზახეთის სახელით მოთამაშე სესილ კარატანჩევას შეუწყვილდა. მათი მეტოქეები სერბები არიან, ელენა იანკოვიჩი და ალექსანდრა კრუნიჩი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ იანკოვიჩი მსოფლიოს მე-2 ჩოგანია, მას წყვილებში სათამაშოდ "უაილდ ქარდი" დასჭირდა.

გუშინ WTA -ს რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ანა პრაღის ტურნირში მოპოვებული 70 ქულა დაემატა. საქართველოს პირველ ჩოგანს 428 ქულა დაუგროვდა და სულ ცოტა დააკლდა კარიერის საუკეთესო ნიშნულამდე, ანა მსოფლიოს 147-ე ჩოგანია, მისი საუკეთესო შედეგი კი 146-ე პოზიციაა (2010 წლის 7 ივნისი). წლის რბოლაში ანამ 125-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, წყვილთა რეიტინგში ის 113-ეა. მოკლედ, ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ასეულისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს.

19 წლის ოქსანა კალაშნიკოვა 326 ქულით მსოფლიოს 169-ე ჩოგანია (+1), წლის რბოლაში ის 214-ეა, ხოლო წყვილებში - 125-ე. ოქსანა 7 ივნისს მსოფლიოს 156-ე ჩოგანი იყო, ჯერჯერობით ესაა მისი უდიდესი მიღწევა.

ჯერჯერობით მოქმედ ჩოგბურთელთაგან ასეულთან ყველაზე ახლოს მაკა ჩახნაშვილი ყოფილა - 2007 წლის 30 ივლისს ის მსოფლიოს 134-ე ჩოგანი იყო. დღეისათვის კი ქვეყნის ყოფილი პირველი ჩოგანი 258 ქულით 205-ე (-3) პოზიციაზეა. სხვები: 291 (-1) სოფიო შაფათავა - 158 ქულა; 343 (+16) თათია მიქაძე - 121; 400 (+2) სოფიო ქვაცაბაია - 88; 423 (-19) მანანა შაფაქიძე - 78; 552 (-2) ეკა გორგოძე - 49; 1022 (-) ანა ჯიქია - 4. თვალშისაცემია 22 წლის თათია მიქაძის პროგრესი, მან კარიერის მორიგ მწვერვალს მიაღწია, არადა ამ ჩოგბურთელს ორი წელიწადი გაუცდა.

ვაჟთა რეიტინგისკენ გახედვაც არ გვინდა იმდენად უიმედო მდგომარეობა გვაქვს. მაგრამ რას ვიზამთ... კლასიფიკაციაში 6 ქართველია, აქედან 5 ათასეულს მიღმა, ანუ სიმბოლურად. 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 33 ქულით მსოფლიოს 632-ე ჩოგანია.

ხარკოვში იწყება ქალთა 25-ათასიანი ტურნირი, რომლის ძირითად ბადეში სამი ჩვენებურია. ეკა გორგოძეს არ გაუმართლა, მისი მეტოქე პირველ ნომრად განთესილი სლოვაკი კრისტინა კუჩოვაა (134). მე-8 ნომრად განთესილი თათია მიქაძე საკვალიფიკაციო ბადის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება, მე-3 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავას მეტოქე კი რუსი კარინა პიმკინაა (540). ფრანგულ ლე კონტამინ-მონტოიეში მოთამაშე სოფიო ქვაცაბაიას პირველ მეტოქედ პოლონელი პატრისია სანდუსკა (386) ერგო.

ლაზარე კუხალაშვილი "უაილდ ქარდით" მიიწვიეს დუბლინის ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია. მისი მეტოქეც "უაილდ ქარდით" არის მიწვეული, ირლანდიელი ჯონ მორისეი. აპრილში მათი დაპირისპირება მორისეიმ მოიგო. დაბოლოს, 19-დან 25 ივლისამდე თბილისს უნდა ემასპინძლა ტრადიციულ ტურნირს "ფიუჩერსის" სერიიდან, შემდეგ კვირაში უნდა მიბმოდა მას მეორე ანალოგიური ტურნირი, თუმცა წლეულს ისინი გაუქმდა. ეს ტურნირები 2000 წლიდან იმართებოდა (2002 წელს ჩავაგდეთ) 2004 წლამდე იმართებოდა, 2007 წელს ტრადიცია ისევ აღდგა, მაგრამ წლეულს ისევ ვერ შევძელით საჩოგბურთო სამყაროში ყველაზე დაბალი დონის საერთაშორისო ტურნირის (პროფესიონალებში) ორგანიზაცია. საკითხავია, რატომ?

ყველაზე მეტჯერ ეს ტურნირები იტალიელმა მატეო მარაიმ (341) მოიგო (სამჯერ), ორჯერ იმარჯვა ლადო ჩიხლაძემ. 2004 წელს თბილისის ტურნირი მოიგო პოლონელმა მიხალ პრისიეჟნიმ, რომელიც ახლა მსოფლიოს 89-ე ჩოგანია. 2003-ში ტურნირებში თეიმურაზ გაბაშვილმა (90) გაიმარჯვა, რომელიც ჩვენივე უნიათობით დავკარგეთ...

• გულო

გულო ჩადექ საგულესა

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო

[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა