"ჩელსის" მფლობელი აპირებს ჰოლანდიელ სპეციალისტს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს
ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბში ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის დაბრუნება გადაწყვიტა, რომელიც წარსულში "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. აბრამოვიჩი აპირებს ჰიდინკს ლონდონელთა სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.

"ჩელსის" მფლობელის ჩანაფიქრის მიხედვით, ჰიდინკმა ფრანკ არნესენი უნდა შეცვალოს, რომელსაც კონტრაქტი 2011 წლის ზაფხულში უსრულდება. აბრამოვიჩი უკვე ამბობდა, რომ არნესენი კლუბს 2010/11 წლის სეზონის ბოლოს დატოვებს.

აბრამოვიჩი გუნდის თავკაცის, კარლო ანჩელოტის იმპორტს არ აპირებს. ის კლუბში კიდევ ერთი სეზონი მაინც უნდა დარჩეს, თუმცა ჰიდინკი მას დაეხმარება.

ადრე "ჩელსის" სპორტული დირექტორობის პრეტენდენტად მასმედია "ბარსელონას" ყოფილ სპორტულ დირექტორს, ჩიკი ბეგირისტაინს და "ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს, ავრაამ გრანტს ასახელებდა.

ჰიდინკი "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად 2009 წლის თებერვლიდან მაისამდე მუშაობდა. მან ლონდონურ კლუბთან ერთად ინგლისის თასი მოიგო, ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაში კი ნახევარფინალში გააღწია.

ამჟამად ჰიდინკი თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში არასტაბილურად ასპარეზობს. თურქები ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და გერმანიას და ავსტრიას ჩამორჩებიან. მასმედიის ინფორმაციით, თურქეთის ნაკრების დამარცხება ავსტრიის ნაკრებთან 2011 წლის მარტში, ჰიდინკს შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა