საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის წინ "დინამო არენის" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის წინ "დინამო არენის" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ. ყაზახეთი არ არის იოლი მეტოქე. ვნახეთ აზერბაიჯანთან მათი მატჩი. ჩვენი მიზანი კი სამი ქულის აღებაა.

ეს ჩემი სადებიუტო მატჩი იქნება და მინდა ის მოგებით აღვნიშნო.

ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებენ.

ჩვენი მიზანია, გუნდურად ვითამაშოთ, საკუთარ თავში რწმენა გვქონდეს და დაბალანსებულად ვიმოქმედოთ.

მე ვესაუბრე ხელმძღვანელობას და ვიცით, რა გვინდა, რა მიზნები გვაქვს. საერთაშორისო დონეზე თუ რამის მიღწევა გვინდა, შედეგიანი თამაშები უნდა ჩავატაროთ და ამის საშუალება გვექნება იმ მატჩებით, რომლებიც მომავალში უნდა გავმართოთ.

რაც შეეხება ტაქტიკას, შესაძლოა, თამაშის მსვლელობისას სისტემა შევცვალოთ.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში არ უთამაშიათ და ხვალ მათ დიდი სურვილი ექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და იმედია, ისინი ამას შეძლებენ.

ყურადღებით ვაკვირდებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ლაშა დვალი, ნიკა კაჭარავა, გიორგი აბურჯანია დავიმატეთ. მათ აქვთ ის სათამაშო დონე, რომ მთავარ გუნდში მოხვდნენ. მომეწონა მათი საქმისადმი მიდგომა და ვარჯიში. ვთვლი, რომ ისინი ტაქტიკურად 100 პროცენტით მზად არიან. ამ სამიდან ერთი ან ორი ხვალ სასატარტოში დაიწყებს თამაშს.

თუ ფეხბურთელს შეუძლია სხვდასხვა პოზიციაზე თამაში, ეს ძალიან კარგია და ამას გამოვიყენებ. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ასეთი ფეხბურთელები, ჯანო ანანიძის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის სახით.

იმედია, კარგი ხელი და იღბლიანი კალამი მაქვს, რომლითაც ხვალ წარმატებულ შემადგენლობას ჩამოვწერ.

ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა დონეზე არის და როგორი მიდგომა აქვს ფეხბურთელს ნაკრების მიმართ და როგორი დისციპლინით გამოირჩევა მოედნის მიღმა. ამიტომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ყველას დავაკვირდებით აუცილებლად. მარტო ახალგაზრდებით ვერ გავალთ ფონს, რა თქმა უნდა, გამოცდილი ფეხბურთელებიც საჭიროა.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელები გვყავს. ნეტავ ყველა ისე ემზადებოდეს, როგორც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ალექსანდრე ამისულაშვილი. მათ ვარჯიშებისას საქმისადმი მიდგომის ძალიან მაღალი დონე გამოავლინეს.

თუ არ გავიტანთ გოლებს, წარმატების ნაკლები შანსი გვექნება. თუ ფეხბურთელები მზად არ არიან, მაშინ რთული იქნება წარმატების მიღწევა. ამიტომ ჩვენ აქცენტს, გამოძახებულების გარდა, სხვებზეც გავაკეთებთ.

მე-5-მე-6 ადგილებისთვის თამაში უინტერესოა. წარსულში საკმაოდ კარგად თამაშობდა ნაკრები, იგივე პოლონეთთან, შოტლანდიასთან, გერმანიასთან. ჩემი ამოცანაა, ვიპოვო ის, რაც გვაკლია. ჩვენ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაწყებულია. მატჩის ბილეთის ფასი 5 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

mishiko
მოვიგებთ დღეს...ცარმატებები
ირაკლი
სხვადასხვა სპორტულ საიტებზე ნებისმიერი ადამიანის ერთიდაიგივე ინტერვიუ რო წაიკითხოთ, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. გამოვიდა და პაბრატსკი ცალცალკე დაგელაპარაკათ ეს კაცი თუ საერთო პრესკონფერენცია იყო? ))
gela
ბონდო ქურდაძე-ს. შენს პირს შაქარი, მაგრამ თუ შედეგების და შემადგენლობების მიხედვით ვიმსჯელებთ, ძნელად მეჩვენება ჩვენმა ნაკრებმა უკან მოიტოვოს ავსტრიის, უელსის და თუ გნებავთ სერბეთის ნაკრებები (ირლანდია ხომ როგორც წესი, ყოველთვის გვიგებს). ღმერთმა ქნას შენი პროგნოზი გამართლდეს. წარმატებები ბიჭებს. მოდით ყველა ერთად დაველოდოთ.
Zviad
წარმატებები ბიჭებს!მართლაც არ ჰყავს ყაზახეთს ცუდი ნაკრები და ძალიან რთული იქნება გოლების გატანა და მოგება ისინი ხო ჩვენი დონის გუნდებისგან ფაქტიურად არ უშვებენ გოლებს და ისეთ გრანდებსაც კი როგორც ჰოლანდიაა თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშებიან.კანკავაზე და ანანიძეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და თუ მაგათმა ცენტრი მოიგეს თამაშსაც მოვიგებთ!!!
ბონდო ქურდაძე
რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკრები აუცილებლად გავა, ამის თქმის საშუალებას კობიაშვილის ფაქტორი, მისი პატიოსნება და პრინციპულობა მაძლევს, არც მთავარ მწვრთნელს დაეწუნება რამე...
Qilo
Xmertma gisminos guga brat sagol! Yoveltvis optimisti var da sul bolomde vqomagob chvens nakrebs sulit da gulit.yvelaze meti imedi maq am bichebis tu bolomde moindomeben suls da guls dadeben moedanze sedzleben saqartvelos gaxarebas ! Mat xmertisgan aqvt shansi kargi gauketon taviant qveyanas cvens saqartvelos da qartvel xalxs imedi maq gamoiyeneben am shanss da gagvaxareben xvalac da rac mtavaria shesarcevshic.
გია
იმედია ვაისი უკეთესად გააგრძელებს ცხადაძის დაწყებულ საქმეს და აგვიხდენს იმ ოცნებას,რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჰქვია.აბა ბიჭებო გაგვახარეთ კარგი თამაშით და შედეგით!
გუჯა კახაძე
წარმატებულ დებიუტს გისურვებთ ბ-ნო ვაის!
guga
მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს და რა თქმა უნდა ასევე ჩვენს ნაკრებს იქნება გვეშველოს და ამ ბიჩება ის შეძლონ რაც ცინა თმობამ ვერ შეძლო გასვლა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა