ბოლიდები შარშანდელზე გაცილებით სწრაფია
ავსტრალიის გრანპრის კვალიფიკაციაზე ლუის ჰემილტონმა პოული მოიპოვა, როცა 2.5 წამით უფრო სწრაფად გაიარა წრე, ვიდრე 2015 წელს (1:23,837 1:26,327-ის წინააღმდეგ). ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს იმას, რამდენად მაღალი ტემპებით ანვითარებენ გუნდები საკუთარ მანქანებს.

ლუისს სულ ცოტა დააკლდა "ალბერტ-პარკის" აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც სებასტიან ფეტელმა 2011 წელს დაამყარა - 1:23.529. და ჰემილტონი ნახევარი წუთით სწრაფი აღმოჩნდა მიხაელ შუმახერის პოულზე 2004 წელს, არადა, მიჩნეულია, რომ მაშინდელი მანქანები ყველაზე სწრაფები იყვნენ ფორმულა 1-ის ისტორიაში.

რა თქმა უნდა, სიჩქარეში ასეთი სხვაობა იმითაც აიხსნება, რომ "პირელიმ" მელბურნში SuperSoft-ის საბურავები ჩაიტანა, რომელსაც ადრე არ იყენებდნენ. მაგრამ Soft-სა და SuperSoft-ს შორის სისწრაფეში სხვაობა ორწამნახევარზე გაცილებით ნაკლებია, ასე რომ, თავად მანქანები არიან შარშანდელზე გაცილებით სწრაფები.

რაც შეეხება უშუალოდ რბოლისას წრეზე დროს, დღევანდელი მანქანები ძალიან ჩამორჩებიან ძველი ბოლიდებს. ავსტრალიის გრანპრის რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, რომელიც იმავე 2004 წელს არის დამყარებული - 1.24,125. წელს კი ავსტრალიაში დანიელ რიკარდოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო დრო იყო - 1.28:997.

ამას თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, 2004 წელს დაშვებული იყო რბოლის მსვლელობისას საწვავის დამატება, ასე რომ, დისტანციის დროს მანქანები გაცილებით მჩატე და შესაბამისად, "საკვალიფიკაციო" ფორმატთან მიახლოებული იყო. რაც შეეხება პროგრესს შარშანდელ წელთან შედარებით, 2015 წელს "ალბერტ-პარკზე" საუკეთესო დრო იყო - 1.30,945 - ორი წამით უარესი, ვიდრე წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე