მსოფლიოს პირველი ჩოგანი 2016 წელს უტიტულოდაა
გუშინ, საინტერესო ამბები ხდებოდა მაიამიში ქალთა ტურნირზე. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ბრძოლას ჩამოშორდნენ მსოფლიოს პირველი და მეორე ნომრები.

დიახ, სერენა უილიამსმა წელს ზედიზედ მესამე ტურნირი წააგო. მაგრამ, თუ ამერიკელი ავსტრალიის ღიაზე და ინდიან უელსში ფინალში მარცხდებოდა, ახლა, მერვედფინალში მოუწია დანებება.

სერენა ამ ეტაპზე რუს სვეტლანა კუზნეცოვას ხვდებოდა. პირველ სეტში რეიტინგის ლიდერს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, როცა პარტიის შუაში ზედიზედ 11 ქულა წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა ტაი-ბრეიკზე გამარჯვება. და ამის შემდეგ, უილიამსს თამაში არ ჰქონია, მხოლოდ შეცდომებს უშვებდა. მთლიანად მატჩში, ამერიკელს 55 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, აქედან ცხრა - ორმაგი შეცდომა იყო. მან ექვსი საკუთარი მოწოდება დაუთმო მეტოქეს და ბოლო ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმის აღება შეძლო - 7:6, 1:6, 2:6.

ამით შეწყდა მაიამიში სერენას 20-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც 2004 წლიდან იღებდა სათავეს, სულ კი ეს ტურნირი ამერიკელს რვაჯერ აქვს მოგებული. საინტერესოა, რომ კუზნეცოვასთან მატჩამდე, უილიამსს ზედიზედ 34-ჯერ ჰყავდა დამარცხებული რუსი ჩოგბურთელები.

მსოფლიოს მეორე ნომერმა აგნიეშკა რადვანსკამ კი ბოლო რვა ტურნირის განმავლობაში პირველად ვერ შეძლო ნახევარფინალამდე მისვლა. პოლონელმა ტიმეა ბაშჩინსკისთან წააგო, რომელიც სეზონის ამ ნაწილში შესანიშნავ ფორმაში შევიდა.

კინაღამ წააგო ავსტრალიის ღიას ჩემპიონმა ანჟელიკ კერბერმა. მან საკმაოდ იოლად მოუგო პირველი სეტი ტიმეა ბაბოშს, მაგრამ შემდეგ უნგრელმა მოუმატა. ბაბოშმა მოიგო მეორე სეტი და მესამეში 3:1 წაიყვანა ანგარიში. მას ორჯერ ჰქონდა ორმაგი ბრეიკ-პოინტის მიღების შანსი, მაგრამ კერბერმა მოიგერია ეს საფრთხეები, დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:2, 3:6, 6:4. ამ მოგებისა და რადვანსკას წაგების წყალობით, მომავალ კვირას, კერბერი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება.

ცენტრალური მატჩი ვიქტორია აზარენკასა და გარბინ მუგურუსას შორის გაიმართა. ეს ჩოგბურთელები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს და კარგ ფორმაში მივიდნენ აღნიშნულ მატჩამდე.

ორივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გაარკვია. პირველ პარტიაში მუგურუსას ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ვიქტორიას ეისი და უკანა ხაზზე მიღებისას კარგი თამაში დაეხმარა. ბელარუსმა შეძლო ურთულესი სეტის მოგება. მეორე პარტიაში ბელარუსი თავიდანვე დაწინაურდა ბრეიკით და მუგურუსა კარგა ხანი ვერ ახერხებდა დაკარგული მოწოდების დაბრუნებას. ესპანელმა ეს მაშინ შეძლო, როცა აზარენკა მატჩზე აწვდიდა. ბელარუსმა ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ ვიქტორიას მცირე უპირატესობა მეტოქის ორმაგმა შეცდომამ მოუტანა, რომელიც აზარენკამ ბოლომდე შეინარჩუნა - 7:6(6), 7:6(4).

ცნობილია, რომ მოულოდნელობები თანამედროვე ჩოგბურთში, უფრო ხშირად, ქალების ტურნირებზე ხდება, მაგრამ მაიამიში, ამ მხრივ, მამაკაცებიც გამოირჩნენ. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, მერვედფინალში გავიდა ტოპ-ათეულის მხოლოდ ოთხი წევრი.

რა თქმა უნდა, მთავარი მოულოდნელობა იყო ბრიტანელი ენდი მარეის წაგება. მსოფლიოს მეორე ჩოგანი აშკარად ცუდ ფორმაშია. წინა კვირას, ინდიან უელსში მან არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან წააგო, ამჯერად კი გრიგორ დიმიტროვს ვერ გაუმკლავდა. ბულგარელმა უკვე მესამედ დაამარცხა კარიერაში მარეი. ენდიმ სასტარტო სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში ხუთჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და მხოლოდ ერთი ეისი შეასრულა. ბრიტანელის ანგარიშზე 50 უნებლიე შეცდომა იყო.

ქალები

1/8 ფინალი

ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 2:6, 6:4, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 5)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:3, 6:4; იოჰანა კონტა (ბრიტ, 24)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 32) 6:2, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 4) 7:6(6), 7:6(4); მედისონ კისი (აშშ, 22)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:2, 3:6, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 12) 6:1, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 6:7(3), 6:1, 6:2.

1/4 ფინალი

კუზნეცოვა (15)-მაკაროვა (30); ბაშჩინსკი (19)-ჰალეპი (5); კონტა (24)-აზარენკა (13); კისი (22)-კერბერი (2).

კაცები

1/16 ფინალი

გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:7(1), 6:4, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 27) 6:2, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 9) 2:6, 6:3, 7:6(3); მილოშ რაონიჩი (კან, 12)-ჯეკ სოკი (იაპ, 22) 7:6(3), 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 16)-პაბლო კუევასი (ურუ, 23) 6:3, 6:4; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 6:4; დამირ ძუმჰური (ბოს)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 4:6, 6:1, 6:2; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-ადრიან მანარინო (საფ, 29) 2:6, 7:5, 6:0.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ტიმი (14); გასკე (10)-ბერდიხი (7); სებალიოსი-გოფენი (15); სიმონი (18)- პუიე; ძუმჰური-რაონიჩი (12); კირგიოსი (24)-კუზნეცოვი; ნიშიკორი (6)-ბაუტისტა აგუტი (17); მონფილსი (16)-დიმიტროვი (26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა