წლის პირველი გრან პრის სრული ციფრები
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი - ბაჰრეინის გრანპრი, მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სეზონის პირველი რბოლა. ავსტრალიის გრანპრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია

- ლუის ჰემილტონი გახდა მესამე მრბოლელი ისტორიაში, ვისაც კარიერაში 50 პოული დაუგროვდა. მანამდე ეს შეძლეს აირტონ სენამ (65 პოული) და მიხაელ შუმახერმა (68).

- "მერსედესმა" ზედიზედ მეშვიდედ დაიკავა სასტარტო ბილიკზე პირველი ორი ადგილი.

რბოლა

- სებასტიან ფეტელმა კარიერაში მე-80 პოდიუმი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა კიმი რაიკონენსა და აირტონ სენას. წინ არიან მხოლოდ ლუის ჰემილტონი (88 პოდიუმი), ფერნანდო ალონსო (97), ალენ პროსტი (106) და მიხაელ შუმახერი (155).

- ავსტრალიაში შეწყდა 25 რბოლისგან შემდგარი სერია, რომლის დროსაც ლუის ჰემილტონი ლიდერობდა ჩემპიონატის საერთო ჩათვლას. ეს სერია ჯერ კიდევ 2014 წლის სინგაპურის გრანპრის დროს დაიწყო, როცა ჰემილტონმა ნიკო როსბერგს გაუსწრო და სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს. მას სეზონის ბოლომდე არ დაუთმია პირველი ადგილი. 2015 წელს, ბრიტანელმა პირველი ეტაპი მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ლიდერობდა.

- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯენსონ ბატონს - ისინი ისტორიულ ცხრილში მე-17 ადგილს იყოფენ. გარდა ამისა, ეს იყო გერმანელის ზედიზედ მეოთხე მოგება. ნიკო ერთადერთი პილოტია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ოთხ რბოლაში გაიმარჯვა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჩემპიონი.

- მელბურნში "მერსედესის" პილოტებმა ზედიზედ მეხუთე დუბლი მოიპოვეს. ანალოგიური სერია ჰქონდა გერმანულ გუნდს 2014 წელს (მალაიზიის გრანპრიდან მონაკოს გრანპრიმდე), და ორჯერ "ფერარის" (1952 და 2002 წლებში).

- ეს იყო 24-ე დუბლი ჰემილტონისა და როსბერგის შესრულებით. მათ გაიმეორეს 2000-05 წლებში მიხაელ შუმახერისა და რუბენს ბარიკელოს რეკორდი.

- ლუის ჰემილტონმა მეორე ადგილი დაიკავა და ერთადერთი პილოტი გახდა, ვისაც მელბურნში ექვსი პოდიუმი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა