ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

[ოთხშაბათის საკითხავი] ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

მინდა, ბექა ვაჩიბერაძემ მალე გააკეთოს არჩევანი. არ მინდა, ეს არჩევანი მაშინ გაკეთდეს, როცა აღარ ექნება უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი
"საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" - რამდენ რამეს გვახსენებს ეს ერთი, მაგრამ დაუვიწყარი სტრიქონი, ქართველთა დიდი ტრაგედიისა და, ამავე დროს, არნახული ერთიანობის ჟამს რომ დაიწერა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენს ყველანაირ რესურსს, მით უმეტეს - ადამიანურს, ზედმეტადაც კი უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ფეხბურთზე ვწერთ და ყველაზე მეტად საფეხბურთო რესურსის ამბავი გვაინტერესებს...

იმთავითვე შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელი. ხშირად ეროვნულ გუნდს შემადგენლობის სიღრმე ღალატობს. ეს ის პრობლემაა, კარგა ხანია დამოკლეს მახვილივით რომ კიდია საქართველოს ნაკრების თავზე. ამის უარყოფა შეუძლებელია და ისიც ფაქტია, რომ სანამ ეს პრობლემა გვაწუხებს, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია.

საქართველოს მრავლად ჰყავს მამლუქები, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა თუ არის ისეთი, ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს რომ გამოადგება. თუმცა ისინი მაინც არიან. როცა ეს კონტინგენტი არსებობს, თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ...

ორშაბათს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზესტაფონში უკრაინასთან ითამაშა.

U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

ერთი ფაქტია - გია გეგუჩაძე თავის თარგზე ჭრის 21-წლამდელებს და ეს თანდათან აშკარად იკვეთება. თამაში ამხანაგური იყო, თუმცა მხოლოდ ამასაც ვერ "დავაბრალებთ" "დავით აბაშიძეზე" ნანახს - თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს რანგით მეორე გუნდი უტევდა. და ხშირ შემთხვევაში, უტევდა ხარისხიანადაც.

რაც შეეხება უკანა ხაზში დაშვებულ შეცდომებს, მოდით, დიდწილად ეს ჩვენი დაცვის ცენტრის შეუთამაშებლობას მივაწეროთ. ერთი რამ ფაქტია - კარგა ხანია, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთი შემტევი ფეხბურთი არ უთამაშია...

მამლუქებით დავიწყეთ და ამ თემით გავაგრძელოთ. ზესტაფონში უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ჩვენებური ჩამოჰყვა - მცველი ზურაბ ოჩიგავა და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.

ამათგან, განსაკუთრებით, ვაჩიბერაძე დამამახსოვრდა - უნივერსალი შემტევი. ის არ არის გამოკვეთილი ფორვარდი. გაუთავებლად იცვლის პოზიციებს და მოწინააღმდეგის დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს. სწორედ ვაჩიბერაძემ გაათანაბრა ანგარიში მაშინ, როცა თამაში დასრულებული გვეგონა.

მაგრამ საქმე მხოლოდ გოლში არ არის. მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩანდა ესპანური "ბეტისის" ფორვარდის სათამაშო კლასი. ის თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს და რაც ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფრიადზე იცის "უბურთოდ" თამაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია ის, რომ ბექა ვაჩიბერაძე არ დაიკარგოს ქართული ფეხბურთისთვის. ფედერაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მხოლოდ მას ვერ ავკიდებთ ამ ტვირთს, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში თავად ფეხბურთელს უნდა სურდეს.

ძალიან კარგად გვესმის იმ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების, ახალგაზრდულ ასაკში რომ გადაბარგდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ამ ქვეყნის პასპორტები დასჭირდათ. სხვა ქვეყანაში რთულია კარიერის აწყობა მაშინ, როცა ბავშვი ხარ, როცა იქ არავინ გიცნობს და გაფასებს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც დროებითი მგონია. ფეხბურთელი ამას იმიტომ აკეთებს, რომ კარიერა აიწყოს. ეს კარიერა კი მას იმისთვისაც სჭირდება, რომ მშობლიურ ქვეყანას გამოადგეს.

გასაგებია, რომ დროთა განმავლობაში ჩნდება ვალდებულების გრძნობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაგეხმარა, მაგრამ აქ უკვე სამშობლოს განცდა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ყველაფერი გადაწონოს.

მე არ ვიცნობ ბექა ვაჩიბერაძეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ახლო წარსულში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟია. უფროს ვაჩიბერაძეზე სულ კარგი გამიგონია და იმისაც მჯერა, რომ ის შვილს ქართველად გაზრდიდა.

ძალიან მინდა, ბექამ მალე გააკეთოს არჩევანი. არ მინდა, ეს არჩევანი მაშინ გაკეთდეს, როცა ვაჩიბერაძეს აღარ ექნება უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი. ბევრი მამლუქი (არაქართველებს ვგულისხმობ) სწორედ ასე იქცევა.

რა თქმა უნდა, ვაჩიბერაძისგან გვარიანად საძნელო რამეს ვითხოვთ და ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ფეხბურთი უკრაინაში სულ სხვა დონეზეა, ვიდრე საქართველოში და, ესეც არ იყოს, მოთამაშე ამ ქვეყანაში თავს უფრო დაფასებულ-უზრუნველყოფილად გრძნობს, ვიდრე საქართველოში.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ ერთი, საუკუნეებისგან გაცვეთილი, მაგრამ დღესაც კი ძალზე აქტუალური ფრაზა უნდა დავწეროთ - სამშობლო მსხვერპლს მოითხოვს და ამ "მსხვერპლში" მაინცდამაინც ბრძოლის ველზე გაღებული ზვარაკი არ იგულისხმება.

მაგალითისთვის შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება. აგერ არის ცოცხალი მაგალითი, თუმცა ბოლო არც ისე კეთილია. მიხეილ ფოცხვერიას უკრაინის ნაკრებში თამაშის დიდებული შანსი ჰქონდა. ის თავის თაობაში გამორჩეული იყო და ძალიან მაგრადაც თამაშობდა ფეხბურთს. ფოცხვერიას დონის ტალანტი მაშინ ბევრი არ იყო პოსტსაბჭოეთში და ტყუილად როდი მიაქცია ახალგაზრდას ყურადღება ბრემენის "ვერდერმა"...

ფოცხვერიამ უკრაინას საქართველო არჩია. ის მოიძულეს უკრაინაში და ამას ტრავმები მოჰყვა. ფოცხვერიას კარიერა აერია და ფეხბურთს ისე შეეშვა, საკადრისი კვალი ვერ დატოვა.

ის სულ ტრავმირებული არ ყოფილა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები მას მაინც არ სწყალობდნენ. ბოლოს, თურმე, სიარულიც კი უჭირდა...

ისიც ვიცი, რომ წინა ფეხბურთის ფედერაციამ თავისი მმართველობის მიწურულს ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა და ფოცხვერია დაასაქმა. არ ვიცი, მუშაობს თუ არა მიშა ამჟამად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველო ვალშია ამ ფეხბურთელის წინაშე...

ფოცხვერიამ გარისკა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა რისკმა არ გაამართლა. და მაინც, ჩვენ ყოველთვის ვალდებულნი ვართ, გავრისკოთ, როცა ჩვენი ქვეყანა გვთხოვს ამას...

ვაკო გვილიამ გარისკა. მე მინდა, რომ ვაკოს ამ ნაბიჯმა გაამართლოს. გვილია გვარიანი ფეხბურთელი ჩანს - უკრაინის პრემიერლიგის გამოცდილებით. ძალიან საიმედოდ და ხარისხიანად ითამაშა ზესტაფონური მატჩის პირველ ტაიმში. არაფერი ზედმეტი და ყველაფერი ფეხბურთელისა - ასე შეგვიძლია შევაფასოთ გვილიას გარჯა.

რატომღაც მგონია, რომ ამ ზამთარს გვილიას მენეჯერმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა. ყოველ შემთხვევაში, ვაკო გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს, ვიდრე ბელორუსის ჩემპიონატის ბინადარი "მინსკია"...

რას ვიზამთ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ვეძებოთ ფეხბურთელები. ამ ბიჭებს თუ შევინარჩუნებთ, მართლაც კარგი საქმე გაკეთდება. ახლა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მოინდომოს. თავისთავად, ბიჭებმაც უნდა მოინდომონ, ჩვენც უნდა მოვინდომოთ...

ერთად ყველაფერი ადვილია, ერთად ყველაფერი გამოგვივა. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი შვილები! საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელები!

ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• natali

Tedo-ს. სხვებს რომ მოუწოდებ, კონკრეტულად შენ რა გააკეთე კაკო დევაძის დასახმარებლად? იყავი გუშინდელ საქველმოქმედო თამაშზე მაინც? გამომივიდა აქ .......

• mixako

დავიღალეთ - " საქართველო რამე შ.პ.ს-ა, რამდენიმე კაცს გვეკუთვნის და სხვებს უნდა ვეხვეწოთ აქ თამაში?". პასუხი. აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო პატარა შ.პ.ს-ა, რომელიც რამოდენიმე კაცს არა, მაგრამ ერთ კაცს ნაღდად ეკუთვნის. დასახელების გარეშეც ყველა მიხვდება თუ ვისი კუთვნილებაა "შპს საქართველო".

• mogeli

.... სიტყვებში კი ხართ მაგრები, იცოცხლეთქვა, მაგრამ იმას არ კითხულობთ რა გზა განვლეს ამ ბიჭებმა, რომ მიეღწიათ იმისათვის, რასაც მიაღწიეს. ისნი თუ ადამიანები და ნაღდი პროფესიონალები არიან, უნდა ემსახურონ იმ ქვეყანას (სამშობლოს), სადაც გაიზარდნენ და ფეხზე დადგნენ, იმ ქვეყანას, რომელმაც მათ ჩამოყალიბებაზე ხარჯები გასწია. აბა რა გინდათ? მასე სადაა ძმაო??? ეს ურა პატრიოტიზმი კიდევ, არაფრის მომტანია. თუ თვითონ გაუჩნდებათ სურვილი, ითამაშონ საქორტუოს ნაკრებში, კი ბატონო, მაგრამ თუ მაგარ შედეგს მიაღწევენ იმ ქვეყნის სახელით, სადაც გაიზარდნენ, უნდა გაგვეხარდეს. მორჩა და გათავდა.... რათ უნდა ამას ბევრი ბაასი....

• eh

მოკლედ ერთი რამ ვერ გავუგე ამ გრუზინებს!! სამშობლოს სიყვარული ანგარობით ვის გაუგონია!???? კონკრეტული ჩინოვნიკებზე როგორ უნდა დაამყაროთ თქვენი სამშობლოს სიყვარული?!! ან ვის ამადლით სამშობლოს სიყვარულს?!!

• გუჯა კახაძე-s

ეგრე რამდენი თურქი, ალბანელი, ბოსნიელი და რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომლებიც გერმანია-იტალიაში გაიზარდნენ და დაიბადნენ, მაგრამ საკუთარი ისტორიული სამშობლოს ნაკრებებში თამაშობენ!! ეს კიდევ რამდენიმე წლის წინ წავიდა და უკრაინელზე უფრო უკრაინელი გახდა!! ერთი ღამურაა!! კი იცი შენს ღამურების დასასრული!! აგერ ერთი ინგლისში გადავიდა დაიკარგა, მეორე აგერ ისაც ქუთეისელი გრიგალავას ამბავიც მოგეხსენება და ამის ამბავსაც მალე გავიგებთ!! კაცი რომელიც სამშობლოზე მწვანილის ბაზრის გამყიდველივით ვაჭრობს, ის ყოველთვის ღამურად დარჩება!!

• დავიღალეთ

უკვე ყელშია ამოვიდა ეს ხვეწნა, საქართველო რამე შ.პ.ს-ა, რამდენიმე კაცს გვეკუთვნის და სხვებს უნდა ვეხვეწოთ აქ თამაში? ჩემი და სხვების ერთნაირად არის სამშობლო, ღმერთს მადლობა უთხრან თუ ვინმეს ნიჭი დააყოლა და შეუძლიათ სამშობლოს უფრო მეტად გამოადგნენ

• გუჯა კახაძე

ვინც ეს ბიჭები საქართველოდან გააქცია ჯერ იმათი ვინაობა დაგვისახელეთ!

• Zaza

საერთოდ არ მესმის,რატომ უნდა იყოს ზედმეტი კითხვის ან განსჯის საკითხი ეროვნულ ნაკრებში თამაში?..დღეს სრული თავისუფლებაა და ნებისმიერი ქვეყნის კლუბში(!)შეგიძლია ითამაშო,თუ დონეს აკმაყოფილებ(დაინგრა სსრკ-ის იმპერია!0...ხოლო-ნაკრები?სადაურიც ხარ გულით და სულით,იქ უნდა ითამაშო!.პ.ს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ,თუ ასე უყვარს უკრაინა,ითამაშოს ფეხბურთი უკრაინულ კლუბში(!),ხოლო-ნაკრები...საერთოდ ფედერაციამ მიხედოს ვაჩიბერიძესაც და მარცხენა მცველ ჯიქიას ,,ამკარიდან,,თორემ ნავალოვსკის არყოფნის შემთხვევაში მარცხნივ კატასტროფაა(((

• malxazi

დაცვის ბრალი კი არ იყო მარტო შეტევაში წასულები დროულად დაცვის მიხმარებას ვერ ასწრებდნენ

• irakli Apkhaidze

მიხეილ ფოცხვერია სადაა დღეს იცით ვინმემ? მართლა მაინტერსებს საქართველოს მართლა ვალშია მასასთან. მართლაც არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, თუ ვინმე უცხოეთს საქართველოს ამჯობინებს ამას რა ჯობია, მარა თუ სხვა ქვეყნის სახელით ითამაშებს პირი არ მომიბრუნდება მათ გასაკიცხად კარგი სტატია იყო

• zura

მიხეილ ფოცხვერიამ რომ გარისკა იმიტომ არ დაუდგნენ გვერდში? კაცს ლამის სამათხოვროდ გაუხადეს აქ რომ ჩამოვიდა უკრაინაში ომი რომ დაიწყო.

• avimusaifi

პირადად მე, თუ ჩემი რომელიმე შვილი, რომელიც ეხლა საქართველოს გარეთ ფეხბურთს თამაშობს, რამე ხელშესახებ წარმატებას მიაღწიეს, კატეგორიულად შევეწინააღმდეგები მათ საქართველოს ნაკრებში თამაშს. ვერ ითამაშებენ აქ და ჯანდაბას, ნუ ითამაშებენ.. გინდათ მოღალატეობა დამწამეთ და გინდათ გამყიდველობა. ჭიქის პატრიოტები ესენი, თქვენ არ იყავით აგვისტოს დღეებში, ,,გრეჩიხას´´ რომ ყიდულობდით ,,მეშოკით´´, ბანკომატებიდან ფული გამოგქონდათ და ტაშტ-ქვაბებით გარბოდით აზერბაიჯან-თურქეთისკენ?!

• Tedo

საქართველოს ნაკრებში თამაში არ არის აუცილებელი საქართველო რომ ასახელოს. საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაჟიანი მეკარე უფულობის გამო კვდება და რომელმა მიაქციეთ ყურადრება?

• asurbanifali

რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელები საქართველოში უნდა თამაშობდნენ, მაგრამ ნამეტანი მატხოვრობის პოზაც არ გვინდა, არცერთი არ არის იმ დონის რომ ვეხვეწოთ...აქ მათი პოზიციაც უნდა იქნეს გათვალისწინებული, თორემ მერე გარანტიებზე იწყებენ საუბარს და საკუტარი კარიერის წარუმატებლობას "სამსობლოს" დააბრალებენ...რაც სეეხება მატჩს ეს იყო ლამაზად ნატამაშევი ფრე, რომელიც წინასწარ იყო განზრახული..."ასეთი მატჩები ყოველთვის ასე მთავრდება" - განაცხადა ვალერი გაზაევმა "დინამო"-ალანიას" 3"3 -ის შემდეგ...

• ლუკას

შენისთანებზე არაა საუბარი,შენთვის კუჭი უფრო მთავარია ალბათ

• luka

სად ხედავ ავტორის ურაპატრიოტიზმს?

• giga

მანუჩარ-ს. რა შუაშია აქ ანანიძე და კვირკველია? ისინი არ ყოფილან რუსეთის მოქალაქეები და არ უთამაშიათ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში. პირიქით, მათ ქონდათ შეთავაზება რუსეთის ნაკრებში ეთამაშათ, მაგრამ უარი თქვეს. ამ "უკრაინელების" შემთხვევაში, საქმე პირიქითაა. ასე რომ, როცა რამეს წერთ, აზრსაც თუ დააყოლებთ, ურიგო არ იქნება.

• სიმართლე

არა ცინიზმი ზედმეტია..მე მომხრე ვარ რომ ამ ბიჭმა გადაწყვიტა პირველრიგში უკრაინაში აეწყო კარიერა და ძალიანაც კარგი ქნა არავინ იცის სად მოუწევდა და რახალხთან მუშაობა და გაიზრდებოდა თუარა ისე როგორი გაზრდილიც ამ ეტაპზეა.მე ნაკლებად მჯერა ისე როგორც არ მჯერა რომ ეს ბიჭი ჩვენს ყველა ასაკობრივს გაივლიდა უპრობლემოდ და პრობლემებს არ გადააწყდებოდა..რაც შეეხება ქვეყნის სახელით თამაშს ჯურნალისტები თუ მოვითხოვთ და გულშემატკივარი თუ ეტყვის ფედერაციას თორე ...ვიჩიბერაძის ნაირ ფეხბურთელებს დღეს საქართველოში ყველა კლუბში ვნახავთ უბრალოდ ერთია რომ ვაჩიბერაძე ალბათ ბევრს ჯობს და ბევრიდან გამოვარჩევთ თავისი საფეხბურთო განათლებით რომელიც მან დიდი ხანია მიიღო იქ სადაც არის,ამიტომაცაა თვალში მოსახვედრი ფეხბურთის მცოდნესთვის მისი უბურთოდ მოქმედება და გადაადგილება მინდორზე

• ლუკა

სტატიის ავტორის ურაპატრიოტული სულისკვეთება გულისამრევია. ხალხი (მათ შორის ფეხბურთელები) საქართველოდან კარგი ცხოვრების გამო არ მიდიან ემიგრაციაში! ეს ურაპატრიოტიზმი და ბრტყელი სიტყვები არაფერ კარგს არ მოიტანს. ყველა ქართველ ემიგრანტს წარმატებას ვუსურვებ სადაც მიაღწევენ წარმატებას იქ. საქართველოს სფფ-მ კი ვინც ჯერ არ გაქცეულა საქართველოდან იმათ შენარჩუნებაზე და ღირსეულ სასწავლო და სამუშაო პირობების შექმნაზე უნდა იმუშაოს. საქართველოში რომ ფეხბურთელს არანაირი პირობა არ აქვს ოჯახის ღირსეული შენახვისთვის ეს ავტორისთვის უცნობია? თუ ის არ ესმის ავტორს რომ მშიერ კუჭზე სამშობლოს სიყვარულის მოთხოვნა სულ მცირე უხერხულია?

• gulSematkivari

გრიგალავა მახსენდება მამამისიც ქუთეისელი არ იყო?! რამდენი ივაჭრა მწვანილის გამყვიდელივით, ესაც ეგრე იქცევა!

• მანუჩარ

მიბაძეთ ანანიძე და კვერკველიას

• tngh

აქ ცინიზმი ზედმეტია. ფედერაციამ უნდა იმუშავოს ყველა ნიჭიერი ფეხბურთელის დაბრუნებაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააკეთოს ვაჩიბერიძის მიმართ...

• nda

რაია ქუთეისური პატრიოტიზმი სად არის ძამა?! მამა ქუთაისის ტორპედოს მოთამაშე იყო და შვილი კი.... ასეა ენის და ჭიქის პატრიოტები, მამამის რამდენჯერ აქვს აღტკინებულს საქართველოს სადღერგძელო დალეული?!!

• გიორგი

მამლუქი არა.... მიწაზე დაეშვით და ნუ კვდებით ადამიანების ქება დიდებით რომლებმაც ზურგი აქციეს თავის ქვეყანას. არ უნდა და ძალიანაც ცუდი, პირველ რიგში მაგისთვის. დაიწყებენ მერე საქართველოში პირობები არ გვქონდაო... მეცინება ეგეთ ადამიანებზე და გული მერევა... ამ ბოლო დროს რამოდენი ფერეიდნელი ქართველი გავიცანი, რომლებიც 4-5 საუკუნის ცინ გადაასახლეს შუა გულ აზიაში და დღეს საქართველოში ეტაპობრივად ბრუნდებიან ისე რო ენა არ დავიწყებიათ

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

სამშობლო, ყველაფრის მიუხედავად - რუსებისთვის საბა კვირკველია დღესაც დანაკარგია

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

"თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ..."

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ქართველები უცხოეთში: მამლუქები და ქართული პერსპექტივები

გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა

"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

ქართველი ჩემპიონთა ლიგაში: ბექა ვაჩიბერაძე დონეცკის "შახტარს" ეხმარება...

[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით