ახლა ამის შანსი ტომაშ ბერდიხს აქვს
მამაკაცთა პროფესიულ ტურში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი მოთამაშეა ავსტრიელი დომინიკ ტიმია, რომელსაც სერიოზული გამოცდა ჰქონდა ჩასაბერებელი მაიამის "მასტერსის" მერვედფინალში.

მე-14 ნომრად განთესილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. საბოლოოდ ანგარიშის მიუხედავად (6:3, 6:4 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ), ტიმმა ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა და მინიმუმ, ერთი სეტის მოგებას იმსახურებდა. სხვათა შორის, ამ მატჩამდე ეს ჩოგბურთელები ლიდერობდნენ ტურში მოგებების რაოდენობით (22 მატჩი).

სერბმა მეტოქის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა ეს უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. პირველ პარტიაში ტიმს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (ჯოკოვიჩს მხოლოდ ორი) და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ჯოკოვიჩისა იყო, მაგრამ, ამჯერად, ტიმმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ მომდევნო გეიმში კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მიეცა მეტოქისთვის. ტიმი მაინც არ დანებდა და მეათე გეიმში, როცა ჯოკოვიჩი მატჩზე აწვდიდა, დიდი ბრძოლა გაუმართა კლასიფიკაციის ლიდერს. გეიმი 15 წუთი გაგრძელდა და ჯამში 19 ქულა გათამაშდა. ტიმს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ჯოკოვიჩს ოთხი მატჩბოლი და სერბმა მეოთხე ცდაზე მაინც გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური.

საბოლოოდ, დომინიკმა 15 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და 14 შანსი გაანიავა. რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან საშუალო დონის ჩოგბურთი აჩვენა - მხოლოდ ექვსი "ვინერსი" და 34 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აქედან ცხრა ორმაგი შეცდომა იყო.

ნოვაკის მომდევნო მეტოქე იქნება ტომაშ ბერდიხი, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 22:2-ს უგებს და ბოლო ცხრა მატჩში ჰყავს დამარცხებული.

გუშინ, ასევე გაიმართა ქალების ორი მეოთხედფინალი. რუსულ დერბიში სვეტლანა კუზნეცოვამ ეკატერინა მაკაროვა დაამარცხა, ტიმეა ბაშჩინსკიმ კი გააგრძელა ფავორიტების შინ გამგზავრება - აგნიეშკა რადვანსკას შემდეგ, შვეიცარიელმა სიმონა ჰალეპს აჯობა.

ბაშჩინსკის რუმინელთან ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული, თან ისე, რომ არც ერთ სეტში ოთხი გეიმიც კი არ აუღია, მაგრამ ეს სტატისტიკა უკვე პირველ სეტში გამოასწორა, რომელშიც 4:6 წააგო. ამის შემდეგ კი შვეიცარიელი კიდევ უფრო წინ წავიდა და აქტიურობის ხარჯზე 6:3, 6:2 მოიგო მეორე და მესამე სეტები.

კაცები

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 14) 6:3, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17) 6:2, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რიშარ გასკე (საფ, 10) 6:4, 3:6, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 12)-დამირ ძუმჰური (ბოს) 6:0, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-ორასიო სებალიოსი (არგ) 7:5, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 16)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26) 6:7(5), 6:3, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 18)-ლუკა პუიე (საფ) 6:0, 6:1; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 7:6(3), 6:3.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ბერდიხი (7); გოფენი (15)-სიმონი (18); რაონიჩი (12)-კირგიოსი (24); ნიშიკორი (6)-მონფილსი (16).

ქალები

1/4 ფინალი

ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 5) 4:6, 6:3, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 30) 6:7(3), 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა