საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი სან მარინოსა და უკრაინასთან მატჩებს აფასებს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ხუთ დღეში ორი მატჩი ჩაატარა: ერთი - ოფიციალური და ერთიც - ამხანაგური. შესარჩევ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა სან მარინოს გადაურბინეს (4:0), ამხანაგურში კი უკრაინელ თანატოლებს დაუზავდნენ (3:3).

U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

U21. საქართველო-სან მარინო 4:0 - ლაღი, შემტევი, ხარისხიანი! [VIDEO+PHOTO]

"ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა. თავდაპირველად, მას ორი სანაკრებო მატჩის შეფასება ვთხოვეთ, მერე კი სხვა საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ...

- ამ ორი შეხვედრისთვის 26 ფეხბურთელს მოვუყარეთ თავი და ამით ყველას მივეცით თავის გამოჩენის შანსი. ზოგს მეტი სათამაშო დრო ერგო, ზოგს - ნაკლები... ეს ბუნებრივი მომენტია.

ახლა ჩვენ უკვე გვაქვს დასაბუთებული წარმოდგენა თითოეულ ფეხბურთელზე. ვიცით, ვის რა შეუძლია. თუნდაც ამიტომ იყო აუცილებელი შესარჩევთან ერთად ამხანაგური მატჩის ჩატარება. მართლაც რომ ნოყიერი მასალა გვაქვს განსჯისთვის...

მეორე მხრივ, მესიამოვნა, რომ ოფიციალურ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. მეტოქე არ იყო მაღალი დონის, მაგრამ შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია...

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამ ხაზს - ჩვენ მომავალი შესარჩევი ციკლისკენაც ვიყურებით. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად მივეცით შანსი 1996 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს. სწორედ მათ უნდა დავეყრდნოთ ევროპის ჩემპიონატის მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

- უკრაინის ნაკრებთან თქვენმა გუნდმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. ეგ იყო, რომ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და საგოლე მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ...

- აბსოლუტურად გეთანხმებით! თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. დაცვაში ისეთი აშკარა შეცდომები გვქონდა, რაც მომავალში არასოდეს არ უნდა დავუშვათ. ეს ჩემთვის მიუღებელია...

არადა, ზესტაფონურ მატჩში გუნდმა ყველაფერი გააკეთა დადებითი შედეგის მისაღწევად. ამდენად, ძალიან საწყენია, ბოლო წამზე გავუშვით ხელიდან გამარჯვება. ესეც გაკვეთილია და ამიტომაც იყო ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ეს თამაში...

ასევე, ბევრი მუშაობა გვმართებს საგოლე მომენტების რეალიზაციაზე. მიმდინარეობს მუშა პროცესი და დიდი იმედი მაქვს, ყველა ერთად ვნახავთ ამ ყველაფრის შედეგს.

ფოტოზე: ვაკო გვილია უკრაინელთა წინააღმდეგ

- ვაკო გვილიამ პირველად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. მინდა გკითხოთ მის სათამაშო და ადამიანურ თვისებებზე...

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ძალზე დადებითი პიროვნებაა. ამასთან ერთად, კარგი ფეხბურთელიცაა... სხვათა შორის, მას აქამდეც კარგად ვიცნობდი. თბილისის "დინამოს" რომ ვწვრთნიდი, მაშინ მინდოდა მისი მიწვევა გუნდში...

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკოს შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და ამიტომაც გვაქვს მისი იმედი.

- უკრაინელთაგან მესამე გოლი ბექა ვაჩიბერაძემ გაგვიტანა. ის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო სტუმართა შორის. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის? თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში...

- ბექამ მართლაც ძალიან კარგად ითამაშა და ნამდვილად გამოირჩეოდა ამ შეხვედრაში. არ დაგიმალავთ, გვქონდა მასთან კომუნიკაცია, მაგრამ... ამ ეტაპზე მას ურჩევნია, უკრაინაში დარჩეს. დღეს ასეა და იმედი მაქვს, ხვალ სხვანაირად იქნება.

ვაჩიბერაძეს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს.

ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე ბაჩანა არაბულის წინააღმდეგ

- კიდევ ხომ არ არიან საინტერესო ქართველები უცხოეთში?

- რა თქმა უნდა, არიან. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს მათ თამაშს და ძალიან გვინდა, რომ ყველა ისეთი ფეხბურთელი ჩავაყენოთ სანაკრებო სამსახურში, ვისაც შეუძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა.

პირდაპირ გეტყვით - ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ობიექტივში გვყავდნენ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველები. თუნდაც ისინი, რომელთაც არ აქვთ საქართველოს პასპორტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ახალგაზრდული ნაკრების კარი ღიაა ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც იმსახურებს აქ თამაშს.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა ნიკა კაჭარავასა და გიორგი აბურჯანიას დებიუტი. ისინი თქვენი გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწინაურდნენ ეროვნულ გუნდში. რას იტყვით მათ თამაშზე ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში?

- მოხარული ვარ, რომ მათ ეროვნულ გუნდში ითამაშეს. ახალგაზრდული ნაკრების ფუნქცია ხომ ქვეყნის მთავარი გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის მიწოდებაა. ამ ფეხბურთელების სანაკრებოდ დაწინაურებას მე ნამდვილად ვერ დავიბრალებ. ისინი უკვე კარგა ხანია, თამაშობენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

დებიუტანტების კვალობაზე, მგონი, სულ ცოტა, ცუდად არ უთამაშიათ და იმისიც მჯერა, რომ მეტი შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
ვაჩიბერიძე–მე და ათასობით(ასიათასობითაც და მილიონიც თუ შედეგს დადებს საქართველოს ნაკრები) ქართველმა გულშემატკივარმა რა დავაშავეთ?ჩვენ რამე ვაწყენინეთ?საქართველოს ნაკრებში მაგარი თამაშით დაუმტკიცოს იმ მწვრთნელებს თუ ფუნქციონერებს ,რომ მიჰქარეს!...
გუჯა კახაძე
მადლობა ბ-ნ გიას U21-ის კარგი თამაშისთვის! ჟურნალისტებო! იქნებ საქართველოდან ფეხბურთელების გაქცევის მიზეზებზეც გესაუბრათ? ადრე უცხოეთში თამაშის მსურველ სრულწლოვან ფეხბურთელებს ვავარჯიშებდი. ახლა ეს ასაკი კატასტროფულად შემცირდა, რადგან გუნდების ნაცვლად საფეხბურთო სკოლებში გარბიან (10-დან 14 წლამდე). ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ზაზა
საერთოდ არ მესმის,რატომ უნდა იყოს ზედმეტი კითხვის ან განსჯის საკითხი ეროვნულ ნაკრებში თამაში?..დღეს სრული თავისუფლებაა და ნებისმიერი ქვეყნის კლუბში(!)შეგიძლია ითამაშო,თუ დონეს აკმაყოფილებ(დაინგრა სსრკ-ის იმპერია და მის მიერ აღმართული კედლები)...ხოლო-ნაკრები?სადაურიც ხარ გულით და სულით,იქ უნდა ითამაშო!.პ.ს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ,თუ ასე უყვარს უკრაინა,ითამაშოს ფეხბურთი უკრაინულ კლუბში(!),ხოლო-ნაკრები...საერთოდ ფედერაციამ მიხედოს ვაჩიბერიძესაც და მარცხენა მცველ ჯიქიას ,,ამკარიდან,,თორემ ნავალოვსკის არყოფნის შემთხვევაში მარცხნივ კატასტროფაა(((
gio
მართლაც სასიამოვნო იყო ჩვენი ბიჭების ყურება.დავეთანხმები გიას , მეც არ მინახავს დიდი ხანია ასეთი თამში ჩვენი გუნდის შესრულებით!
gia
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო საქართველოს ახალგაზრდულის თამაში ზესტაფონში უკრაინასთან. ძალიან კარგი სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა შეტევის ხაზმა. რაც მთავარია იყო ტემპი, დინამიკა, აზროვნება. ყოჩაღ ბიჭებო.ასე გააგრძელეთ. დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს.
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა