ყველაფერი სეზონის მეორე გრანპრიზე
ბაჰრეინში სეზონის მეორე რბოლა მოახლოვდა და მთავარი კითხვა იგივე რჩება - მზად არის თუ არა ფერარი გამარჯვებისთვის საბრძოლველად?

ბევრს მიაჩნია, რომ ფერნანდო ალონსოს ავარია და წითელი დროშები რომ არა, "ფერარი" დამაჯერებლად მოიგებდა ავსტრალიის გრანპრის. მაგრამ ფაქტია, რომ "სკუდერიამ" მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და ბევრ კითხვაზე პასუხი სწორედ ბაჰრეინის ეტაპმა უნდა გაგვცეს.

შარშან, საჰირში გამართული რბოლის ბოლოს, "მერსედესს" პრობლემები შეექმნა მუხრუჭების გადახურების გამო, რაც ნიკო როსბერგს მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ლუის ჰემილტონის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ იმ გრანპრის "მერსედესისთვის" იოლად არ ჩაუვლია. ასევე საინტერესოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ერთი წლის წინ, ბაჰრეინში "ფერარიმ" მოუმატა - დაახლოებით ნახევარი წამი კვალიფიკაციის ტემპთან შედარებით.

დღეს, "ფერარი" კიდევ უფრო ახლოს არის მოქმედ ჩემპიონთან და შეუძლია უფრო სერიოზული პრესინგის განხორციელება. და უკვე ეს შეიძლება საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ იტალიელებმა თანაბრად ებრძოლონ ლიდერებს. "მანქანას" კარგი ტემპი აქვს, თავად ბოლიდიც კარგია. მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ყოველ რბოლას თავისი ისტორია აქვს, - ამხნევებს თავის საჯინიბოს მაურიციო არივაბენე. - ჩვენ უნდა გადავფურცლოთ გვერდი და ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ უკეთ ბაჰრეინში".

რბოლის წინ გავრცელებული აზრი ასეთია: "ფერარის" უკვე დღეს შეუძლია "მერსედესთან" თანაბრად ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს კვალიფიკაციაში დამაჯერებელი უპირატესობა უმაგრებთ ზურგს.

საჰირის ტრასა

სიგრძე: 5412 მ

წრეების რიცხვი: 57

რბოლის დისტანცია: 308,238 კმ

მოსახვევები: 15 (9 მარჯვენა, 6 მარცხენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1205 მ

ტრასის რეკორდი: 1:30.252 (შუმახერი, "ფერარი", 2004)

ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალონსო

უქმეების განრიგი

1 აპრილი, 15:00 - I პრაქტიკა

1 აპრილი, 19:00 - II პრაქტიკა

2 აპრილი, 16:00 - III პრაქტიკა

2 აპრილი, 19:00 - კვალიფიკაცია

3 აპრილი, 19:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. როსბერგი (მერსედესი) - 25

2. ჰემილტონი (მერსედესი) - 18

3. ფეტელი (ფერარი) - 15

4. რიკარდო (რედ ბული) - 12

5. მასა (უილიამსი) - 10

6. გროსჟანი (ჰაასი) - 8

7. ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან) - 6

8. ბოტასი (უილიამსი) - 4

9. საინსი (ტორო როსო) - 2

10. ფერსტაპენი (ტორო როსო) - 1

ბაჰრეინის ბოლო 10 რბოლა

წელი პოული რბოლა

2015 ჰემილტონი (მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)

2014 როსბერგი(მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)

2013 როსბერგი(მერსედესი) ფეტელი (რედ ბული)

2012 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი (რედ ბული)

2010 ფეტელი (რედ ბული) ალონსო (ფერარი)

2009 ტრული (ტოიოტა) ბატონი (ბრაუნი)

2008 კუბიცა (BMW ზაუბერი) მასა (ფერარი)

2007 მასა (ფერარი) მასა (ფერარი)

2006 შუმახერი (ფერარი) ალონსო (რენო)

2006 ალონსო (რენო) ალონსო (რენო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოეეეე
ქაჯაიაზე რატო არ წერთ????? ფული გინდათ???
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა