შუშის ვარსკვლავი, რომელსაც კვლავ პრობლემები აქვს
არიენ რობენი ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს. რობენს ბოლო დროს უკვე უტევს ასაკი. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალს მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი აუცილებლად გააცდენს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვაუწყებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები. ეს დიდი დანაკლისი იქნება "რეკორდმაისტერისათვის", თუმცა "ბენფიკა" იმ ყალიბის მოწინააღმდეგეა, რომელიც "ბაიერნმა" მის გარეშეც უნდა დაამარცხოს.

"მოწოდებულია გადამწყვეტ მატჩებში დიდებულად სათამაშოდ" - რობენზე ამის თქმა და დაწერა ისე შეიძლება, რომ სინდისის ქენჯნას წამითაც არ ვიგრძნობთ. შესაძლოა, ვინმეს ჰოლანდიელთა მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის წაგებული ფინალი გაახსენდეს, მაგრამ ასეთები ხდება. ფეხბურთელი ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებს.

ჰოლანდიის ნაკრები იქით იყოს და, "ბაიერნის" მუდმივი როტაციის პირობებშიც კი რობენი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მიუნხენელები ნამდვილად არ განიცდიან კვალიფიციური ვინგერების დეფიციტს.

"ბაიერნს" ჰყავს დუგლას კოშტა და ჰყავს კინგსლი კომანი. გვარდიოლამ იცის, როგორ გამოიყენოს ისინი და ათამაშოს ისე, რომ მათი ყოველი მოძრაობა მინდორზე მოწინააღმდეგისათვის ხიფათის შემცველი გამოდგეს.

და მაინც, "ბაიერნის" პრიმა არიენ რობენია. მისი ყველა მოძრაობა, თითქოს, ათასჯერ წაკითხულ წიგნს ჰგავს. ყველამ იცის, როგორც წაიგდებს ჰოლანდიელი ბურთს, როგორ მოატყუებს მოწინააღმდეგეს, გადმოიწევს ცენტრისკენ და უძლიერესად დაარტყამს.

ყველამ იცის და ამის საწინააღმდეგო იარაღი ჯერ არ არსებობს. რაღა შორს წავიდეთ, ამ "ნაღმზე" თვით ტურინის "იუვენტუსიც" კი აფეთქდა. რობენს დრო ვერაფერს აკლებს. ეგაა, მას ძველებურად აწუხებს ტრავმები და ვინ იცის, ის "შუშის" რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის არ გვეძებნა.

რობენს სჯერა, რომ მიმდინარე სეზონი "ბაიერნისათვის" ტრიუმფალურად დასრულდება. ის ამბობს:

"ჩვენს გუნდში ყველაფერი კარგადაა. ფეხბურთელების ერთსულოვნება და სიმტკიცე მაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სეზონის ბოლოს ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ. რა თქმა უნდა, ტიტულების მოგება არაა იოლი საქმე, მაგრამ "ბაიერნი" დიდი გუნდია და ის ვალდებულია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ეს გააკეთოს".

"ბაიერნისათვის" კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" მიდის. რობენისა და პეპის ურთიერთობაზე, ამ ურთიერთობაში არსებულ ბზარებზე გერმანული (და არამარტო) პრესა არაერთხელ წერდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი კარგადაა.

"გვარდიოლამ ძალიან ბევრი გააკეთა "ბაიერნისათვის". ძალიან მინდა, ეს სეზონი დაუვიწყარი გამოდგეს როგორც მწვრთნელისთვის, ისე გუნდისათვის. პეპი იმსახურებს იმას, რომ ჩვენ ის დიდებულად გავაცილოთ", - ამბობს რობენი.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პორტუგალიური ფეხბურთის გრანდ "ბენფიკასთან" უწევს დაპირისპირება. ბევრი მოუნხენურ გრანდს ამ ორთაბრძოლაში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევს და ეს, ალბათ, ასეცაა, მაგრამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში სუსტი გუნდების ადგილი არ არის.

"ბენფიკა" ყოველთვის "კერკეტი კაკლის" რეპუტაციით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, გამოცდილი ჰოლანდიელი ამბობს, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

"რა თქმა უნდა, ყველა "ბაიერნს" მიიჩნევს ფავორიტად. როცა "იუვენტუსთან" სასწაულით შემოვატრიალეთ თამაში, ჩვენი რწმენა გაასმაგდა, მაგრამ "ბენფიკა" ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელიც აგდებით შეხედვას არავის აპატიებს.

ცხადია, "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების 100 პროცენტის გამოვლენა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ლიგის ნახევარფინალში გავიდეთ. ეს კარგად იცის ჩვენი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა. არანაირი მოშვება - ამის პირობა აქედანვე შემიძლია დავდო", - ამბობს რობენი.

გერმანულ ბუნდესლიგაში საჩემპიონო დუელია გაჩაღებული. მართალია, "ბაიერნი" ხუთი ქულით უსწრებს "დორტმუნდს", მაგრამ დორტმუნდელები არ ნებდებიან. ამის თაობაზე რობენი შემდეგს ამბობს:

"ერთი მხრივ, კარგიცაა, რომ ზურგს უკან კონკურენტის სუნთქვას ვგრძნობთ. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის და მათ შორის, გერმანიის ჩემპიონატის მოგებაა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია", - მიიჩნევს "მფრინავი ჰოლანდიელი".

მოგეხსენებათ, პეპ გვარდიოლას "სიტიში" წასვლის შემდეგ "რეკორდმაისტერს" იტალიელი კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. საინტერესოა, რას ფიქრობს არიენი აპენინელი სპეციალისტის თაობაზე.

"რა თქმა უნდა, ის დიდი მწვრთნელია, ფეხბურთის განსაკუთრებული ხედვითა და უდიდესი დიპლომატიით. ჩვენც და მასაც დიდი პასუხისმგებლობა გვექნება და ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, რომ თამასა დაბლა არ დავუშვათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso23
ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ არიენ,შენნაირები ალამაზებენ ფეხბურთს
Misha
ლეგენდა!ცრემლები სახეზე რა დამავიწყებს
Bayern's Girl
სულ რომ ალცჰაიმერი დამემართოს, სულ რომ დამავიწყდეს რომ ფეხბურთი მიყვარს, რომ დამავიწყდეს სიტყვები ''MIA SAN MIA!'', 2013 წელს, ფინალში 89 წუთზე გატანილი შენი გოლი არ დამავიწყდება! მიმიკები და გაშლილი ხელებით გამოქცევა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ