ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 3 აპრილს, კორპორატიული ლიგის თასის თამაშებით განახლდება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 3 აპრილს, კორპორატიული ლიგის თასის თამაშებით განახლდება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ოქროს და ვერცხლის ლიგების საუკეთესო 8-8 გუნდი ბრმა წილისყრის შედეგად კორპორატიული ლიგის თასისთვის იწყებს ბრძოლას, რომელიც წელს პირველად იმართება.

სათამაშო დღე "ვესტ ინვესტისა" და თბილისის მერიის გუნდების მატჩით დაიწყება, რომელიც 11:00 სთ-ზე გაიმართება. ამ დაპირისპირების გარდა, ოქრო-ვერცხლის გუნდები ერთმანეთს კიდევ სამ წყვილში ხვდებიან: "ბანკი რესპუბლიკა" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" ეთამაშება, ვერცხლის ლიგის დებიუტანტი "თეთრი ქუდი" "პატრულს" დაუპირისპირდება, ხოლო "საქართველოს ფოსტა" "ბაქსვუდთან" ეცდება რანგობრივი ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას.

სხვა დაპირისპირებებიდან გამოსარჩევია ვერცხლის ლიგის ორი ფავორიტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და "ალიანს საქართველოს" გუნდების შეხვედრა.

ვერცხლის ლიგიდან კიდევ ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს: "ვითიბი ბანკი" "საქრუსენერგოს" ეთამაშება. ოქროს ლიგიდან კი "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი"-"კრედო" და ტრადიციული მეტოქეები, "ნატახტარი"-"საქართველოს ბანკი" იბრძოლებენ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

03.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8-ფინალი

11:00 ვესტ ინვესტი - თბილისის მერია

12:00 GWP - კრედო

13:00 საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი

14:00 ბანკი რესპუბლიკა - TTC

16:00 ტატიშვილი - ალიანს საქართველო

18:00 ნატახტარი - საქ. ბანკი

20:00 თეთრი ქუდი - პატრული

21:00 საქ. ფოსტა - ბაქსვუდი

კვირასვე ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს რამოდენიმე შეხვედრაც გაიმართება.

15:00 სთ-ზე ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლიბერთი ბანკი" და "ევროპაბეთი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 17:00 სთ-ზე კი შემოსავლების სამსახურის და "თიბისი ბანკის" გუნდები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

03.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

15:00 ლიბერთი ბანკი - ევროპაბეთი

17:00 შემოსავლების სამსახური - თიბისი ბანკი

სუპერლიგა C-ს მესამე ტურის ერთი დარჩენილი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "სამტრედია" და ტელეკომპანია "იმედი" დაუპირისპირდებიან.

03.04.2016. სუპერლიგა C. III ტური

19:00 სამტრედია - ტვ იმედი

სათამაშო კვირას, ორშაბათს სუპერლიგა C-ს პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა დაასრულებს. მცხეთის "გრანდ გრუპი" ლიგის დებიუტანტს, "სისი ლოუნის" გუნდს დაუპირისპირდება.

04.04.2016. სუპერლიგა C. I ტური

21:00 გრანდ გრუპი - სისი ლოუნი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებ პორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: სეზონის დასასრული ოთხი ფინალით!
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი