ლიტბარსკიმ დიეგო მოკვეთა და განაჩენს ელის: ზაფხულიდან რანგნიკი ან ფავრი?

მაშ ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებმა „ჰანოვერთან“ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს და გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინგლისელი სპეციალისტი გერმანიაში დიდხანს რომ ვერ „იბალახებდა“, ეს სეზონის დასაწყისშიც გამოჩნდა და ტურიდან ტურამდე მტკიცდებოდა. „ვოლფსბურგს“ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს და კლუბის ბოსებს, უფრო სწორად, მფარველ „ფოლკსვაგენის“ კონცერნს ფული არასდროს ენანება ახალ ფეხბურთელებში თუ ძვირადღირებულ შეკრებებში, მაგრამ „მგლებს“ შედეგი არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, არ ჰქონდათ ისეთი შედეგი, როგორიც გერმანიის ექს-ჩემპიონს შეეფერება.

ამრიგად, „ვოლფსბურგს“ დროებით გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ყველასათვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი, 50 წლის პიერ ლიტბარსკი მიხედავს, რომელიც აქამდე მაკლარენის ასისტენტი იყო. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა გუნდი პირველად გუშინ ავარჯიშა და პირველივე ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: ლიტბარსკიმ განაცხადიდან დიეგო ამოშალა. მიზეზი, როგორც მიხვდით, „ჰანოვერთან“ ვერგამოყენებული პენალტი, უფრო სწორად, პატრიკ ჰელმესისთვის თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლების არდათმობაა. მატჩის წინ გადაწყდა, რომ ედინ ჯეკოს წასვლის შემდეგ, პენალტისტი ახალწვეული ჰელმესი იქნებოდა და დიეგომ ამ უკანასკნელს მაინც არ დაარტყმევინა თერთმეტმეტრიანი. სწორედ ამიტომ, ლიტბარსკიმ გადაწყვიტა, ბრაზილიელი დასაჯოს - დიეგო ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, „ჰამბურგთან“ არ ითამაშებს. პიერმა თქვა, რომ გამთამაშებელს განაცხადში 23-ე ტურში (19 თებერვალს, ფრაიბურგთან მატჩში) დააბრუნებს. გამორიცხული არც ისაა, რომ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმაც დააკისრონ.

პიერმა სტივს უკბინა

მაკლარენი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას ანიჭებდა, რაც არც „ვოლფსბურგის“ გულშემატკივრებს მოსწონდათ, არც მენეჯერ დიტერ ჰიონესს და არც თვითონ ფეხბურთელებს. ჰიონესს ურჩევნია, რომ გუნდმა ორი თავდამსხმელით ითამაშოს და რაკი „მგლებს“ დიეგოს სახით ძალიან ძვირადღირებული გამთამაშებელი ჰყავთ, ფაქტია, რომ სქემა 4-1-2-1-2 უნდა იყოს, ანუ, რომბისებული 4-4-2. დიტერი ბედნიერია იმით, რომ ლიტბარსკი სწორედ ორი ფორვარდით თამაშს ამბჯობინებს. საინტერესოა, ვინ შეცვლის გამთამაშებლის პოზიციაზე დიეგოს „ჰამბურგთან“ შეხვედრაში - გამორიცხული არაა, რომ ამ თამაშში პიერმა გუნდი სულაც კლასიკური 4-4-2-ით ათამაშოს, ანუ, ფლეიმეიქერის გარეშე. თუმცა თავდამსხმელების უკან თამაში ახალწვეულ თუნჯაი სანლის, აშკან დეჟაგას და თომას კალენბერგსაც შეუძლიათ.

ლიტბარსკის პირველივე ვარჯიში უმძიმესი გამოუვიდა და ფეხბურთელებს ის დრო გაახსენდათ, როცა „ვოლფსბურგს“ ფელიქს მაგათი ავარჯიშებდა. პიერის თქმით, გუნდში ბევრი რამ არის შესაცვლელი. ამ სეზონში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვსო, ამბობს პიერი და ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ სატურნირო ცხრილში 21-ე ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე მყოფი „ვოლფსბურგი“ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას, ანუ, საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას შეძლებს. პიერი სერიოზულად უნდა ჩაუჯდეს ვიდეო-ანალიზებს - ლიტბარსკი ამბობს, მაკლარენი ამას საერთოდ არ აკეთებდაო. „ხშირი იყო შემთხვევები, როცა ვარჯიში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, როცა ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე მანქანაში იჯდა. ამიერიდან ასეთი რამ გამორიცხულია,“ - მკაცრია ლიტბარსკი. ჰიონესის თქმით კი, მას ახლა სრული ძალაუფლება აქვს და შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც უნდა. დიტერი იმასაც ამბობს, რომ პიერს სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა განაღდებული აქვს.

რა იქნება მომდევნო სეზონში? ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიტერ ჰიონესმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები როგორც „ჰოფენჰაიმიდან“ წამოსულ რალფ რანგნიკთან, ისე, ბერლინის „ჰერტას“ ყოფილ თავკაც ლუსიენ ფავრთან. „შპიგელის“ ინფორმაციით, თუ ლიტბარსკიმ იმედები ვერ გაამართლა, ჰიონესის პირველი არჩევანი რანგნიკი იქნება.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის