ლა ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა გადარჩა
2 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, რომლის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი საკამათო იყო, როცა სერხიო რამოსმა თითქოს, წესების დარღვევით შეაჩერა ლიონელ მესი, მაგრამ მსაჯმა არც ჯარიმა დანიშნა და არც პენალტი.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, ჟერარდ პიკემ ივან რაკიტიჩის მოწედებულ კუთხურს თავური შეახვედრა - 1:0.

"რეალმა" 62-ე წუთზე გაათანაბრა - თავი მაკრატელა დარტყმით ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა - 1:1.

ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როცა გარეთ ბეილმა თავურით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ალბასთან ორთაბრძოლაში დააჯარიმა. ამას მოჰყვა კრიშტიანო რონალდოს დარტყმა, რომელიც ხარიხამ მოიგერია. შემდეგ კი ბეილმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა.

83-ე წუთზე "რეალი" 10 კაცის ამარა დარჩა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო რამოსმა.

85-ე წუთზე ათ-კაციანმა "რეალმა" გოლი გაიტანა, ბეილის ჩაწოდების შემდეგ რონალდომ დანი ალვეში მოატყუა და გაიტანა - 1:2.

ლუის ენრიკეს გუნდმა 39-მატჩაინი წაუგებელი სერია დაასრულა, "რეალი" "ბარსას" ახლა 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ატლეტიკო" - 6-ით. ზინედინ ზიდანმა კი მწვრთნელის რანგში სადებიუტო კლასიკო მოიგო.

იხილეთ ვიდეო

ბარსელონა-რეალი 1:2

გოლები: 1:0 პიკე (55), 1:1 ბენზემა (62), 1:2 რონალდო (85)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (74. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (90. ლ. ვასკესი), ბენზემა (78. ხესე), რონალდო

გაძევება: რამოსი (83)

ნუგზარი
ბარსას წაგება გადაღლილობის ბრალია, მესი. ნეიმარი და სუარესი სამხრეთ ამერიკაში გადაფრენა– გადმოფრენამ ნამდვილად დაღალა, ისინიც ხომ ადამიანები არიან! ჩემპიონთა ლიგაზე რეალის დამარცხება გარდაუვალია! ისე ზიდანს, როგორც კარგ პიროვნებას, ასეთი გამარჯვება ნამდვილად ეკუთვნოდა! ...და არა რეალს!
sruliad espaneTis mefe franko
დანიელს ვეთანხმები და ვამტკიცებ წელს ე.წ. ,,სამეული" გადაეცემა კატალონიას და მის სიამაყე ბარსელონასს!!!!
sake
რეალის ფანებო გილოცავთ,მოგება მოგებაა,თუმცა მე ვფიქრობ,რომ უფრო ბარსამ წააგო ვიდრე რეალმა მოიგო.რეალის ყველა შეტევა მეორე ტაიმში და ბარსას ქმედებები,დატოვებული 20-25 მეტრიანი გადაუკეტავი სივრცეები იმას ნიშნავდა,რომ რეალს უნდა შეეგდო,გამორიცხულია,რომ ეს დაღლილობას დავაბრალოთ,სეირნობით ვერ მოიგებ,მითუმეტეს რეალთან.იმედი მაქვს მომავალი მატჩიდან ბარსა ბარსა იქნება.
daniel
სამივე იქნება თქვენი მარა არა ტიტულები
Vakhtangi
რეალმა მოიგო გილოცავთ მაგრამ წელსაც სამივე ტიტული ჩვენია
kargi iyo
ამ თამაშით კარგად გამოჩნდა რომ ასეთი რანგის გუნდების შეხვედრაც კი ტოტალიზატორების "მონაწილეობის" გარეშე არ ხდება, ფეხბურთელებს მხოლოდ მაისურების გაყიდვით არ უხდიან ხელფასებს, სამწუხაროა მაგრამ ასეა, ხალხი ასეთ მატჩებს თვეების განმავლობაში ელოდება, მაგრამ ბარსამ მთელი თამაში ისეირნა, ამაზე სვარკა კაი ხანია არ მინახავს, რაც შეეხება მსაჯობას ესპანეთში პირდაპირ ტოტალიზატორის დაკვეთას ასრულებენ, ყველაზე მეტად 3.5 ბურთზე მეტი გოლი დაიგრუზა და შეეგიც სახეზეა. უბრალოდ საწყენია

და დამავიწყდა თქვენი აზრით "ლევანტედან დაწყებული "სელტათი" დამთავრებული რომელ ერთს უნდა შეეწყვიტათ " ბარსელონას" წაუგებელი სერია? ეს ხომ დღევანდელობის უპირობო გრანდია და მე არა მგონია შემთხვევითმა გუნდებმა თუნდაც ძლიერი ფეხბურთელებით შეძლონ ამ სუპერ საფეხბურთო მანქანის შეჩერება.

მე საქართველოს და ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და განსხვავებით ერთის და მეორე გუნდის ფანებისა უფრო რეალურად შევაფასებდი სიტუაციას. ფაქტი სატურნირო ცხრილია სადაც "ბარსელონა" რომ იტყვიან "ბეზ პიატი მინუტ" ჩემპიონია და მას აქვს უფლება თუნდაც რეალთან ერთი თამაშით მოეშვას და ქულები დაკარგოს. რაც შეეხება მეფობას მესი მაინც სულ სხვაა ვისაც არ უნდა ეწყინოს და ეს ფაქტია. ხოლო კლუბებში ჯერ-ჯერობით რეალი ყველაზე ტიტულოვანია მსოფლიოში და ესეც ფაქტია რასაც ვერსად გაექცევი.
ქართველი
ათ კაციანმა რეალმა მუგო ბარსელონას ნოუკამპზე..............................................................................................................
gioo
VISHI გეთანხმები. რომ არა ბენიტესი შეიძლება ეხლა პრიმერაში სხვა სიტუაცია ყოფილიყო
თემური
,,რეალი“ ყოველთვის ,, რეალია“. არის და იქნება
qobuletski
სადღაც ხომ უნდა შეჩერებულიყო ბარსას 38 მატჩიანი წაუგებელი სერია?ელ კლასიკო მიუხედავად იმისა თუ რა პოიციაზეა რეალი და ბარსა დაუნდობელი ბრძოლაა.დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს და რა თქმა უნდა გამონაკლისი არც ბარსელონაა,აქ ერთმა დაწერა რეალმა აჩვენა ვინ არის ესპანეთში მეფეო,მართალია,ყველაფერი მაისის ბოლოს გამოჩნდება როცა ბარსა ჩემპიონობას იზეიმებს.იქნებ ზოგიერთს დაავიწყდა შემოდგომაზე განცდილი სასტიკი 0-4,ბარსა ჩემპიონნნნნ!!!
ssssssssssssssssssssssssss
ბარსელონა უძლიერესია და დღევანდელ ფეხბურთში სხვა მეფე არ არსებობს. გარდა მესისაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
katalonia
აჩვენა რეალმა ვინაა მეფე ესპანეთში!!! თავს ვხრი შენ წინაშე მეფეო
zura
ბარსელონას ეს წაგება დიდად არ ადარდებს მაინც ჩემპიონია , აქედან გამომდინარე მოტივაციაც ნაკლები იყო, მითუმეტეს რომ რეალს მისავე სახლში ბურთი თავზე გადაახია
Choxa
გია_ს რო ამბობ ბარსას ფეხბურთელბს ნაკლები მოტივაცია ქონდათო აზრზე ხარ რას ამბობ? უმოტივაციო ელკლასიკო არასდროს არ ყოფილა სატურნირო ცხრილში რაც უნდა ადგილი გეჭიროს ელ_ კლასიკოში მოგება სხვააა ძმა, გუშინ რეალმა აჯობა და თან მაგრადაც და ღირსეულმა გაიმარჯვა. Hala madridd
halla madrid
წავიდა ბარსელონელების მიზეზბი, ამერიკაში გადაიღალნენ... კაით რა :) არ გრცხვენიათ?
gizog
რონალდო დღევანდელი ფეხბურთის მეფეა, უკვე 10 წელზე მეტია ღირსეულად მეფობს მანჩესტერიდან მოყოებული. რათქმა უნდა სხვა ფეხბურთელებთან ერთად.
გია
ბარსელონას ფეხბურთელები აშკარად გადაღლილები იყვნენ ამერიკაში ჩატარებული თამაშების მერე,თან მოტივაციაც შედარებით ნაკლები ქონდათ.
VISHI
რომ არა ბენიტესი ეხლა შეიძლება ლა ლიგაში ფრიად დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო .. ბენიტესი და მისი მომყვანი პერესი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს