საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
0:0 - ანგარიში ზუსტად ასახავს ამ თამაშის მთელ შინაარსს. საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბითაც კი ძალიან იშვიათად გვინახავს ასეთი უფანტაზიო და უშინაარსო თამაში. როგორც ჩანს, ორივე გუნდის გარჯას კვალი დაამჩნია იმან, რომ მათი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. "ექვსქულიანს" რომ იტყვიან, ისეთი თამაში იყო, საბოლოოდ კი ფრე დაფიქსირდა.

ეს შედეგი სატურნირო თვალსაზრისით "ლოკომოტივს" უფრო აძლევდა ხელს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თბილისელები უკვე დიდი ხანია, ვეღარ იგებენ. არ ვიცი, რა და როგორაა მათ შიდა სამზარეულოში, მაგრამ გუნდს უკეთ და უფრო შედეგიანად თამაში რომ მართებს, ცხადია.

"საპოვნელა" კი თავდაუზოგავად იბრძვის "მზის ქვეშ" ადგილის შესანარჩუნებლად და ახლა თამაშის ხარისხზე მეტად მოპოვებული ქულები აინტერესებს. მოვლენებს წინ გავუსწრებ და თერჯოლელ ქომაგს ემოციურობას შევუქებ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ისინი თამაშის ბოლოს ტყუილად შემოსწყრნენ ლაშა სილაგავას მეთაურობით მოქმედ მსაჯთა ბრიგადას. შესაძლოა, მათ მართლაც დაუშვეს გარკვეული შეცდომები (ვგულისხმობ აუტის მომწოდებლის განსაზღვრას და თამაშგარე მდგომარეობის სწორად დაფიქსირებას), მაგრამ ეს არ ყოფილა ისეთი შეცდომები, რომლებმაც თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა...

პირველი სახიფათო მომენტი ამ შეხვედრაში სტუმრებმა შექმნეს. გამოცდილი ჯაბა დვალი დავით ოდიკაძის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა და უხერხული სიტუაციიდან შეძლო დარტყმა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

ამას ბაჩანა ცხადაძის თავური მოჰყვა, რომელიც მცირედით ასცდა გიორგი სომხიშვილის კარს. მერე ისევ უმცროსი ცხადაძე აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში. გიორგი ფოფხაძის ჩაწოდებას ბაჩანამ თავური შეაგება. დარტყმა სახიფათო კი იყო, მაგრამ არაზუსტი გამოდგა.

ტაიმის ბოლო მომენტი ისევ "ლოკომოტივს" ჰქონდა. მამია გავაშელიშვილმა მახვილი კუთხიდან სცადა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა - მხოლოდ გარედან გაარტყა ბურთი სტუმართა კარის ბადეს.

ზოგადად, პირველ ტაიმში "ლოკომოტივი" მეტოქეზე უკეთესი იყო. ჟერარდ სარაგოსა მულეტის შეგირდებს ბურთი და ტერიტორია "ეჭირათ". ეგ იყო, თბილისელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

როგორც ჩანს, "საპოვნელას" სამწვრთნელო შტაბმა პირველი ტაიმიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მეორე ნახევრის პირველივე წუთიდან მინდორზე თერჯოლელთა შემტევი გიორგი ბუხაიძე გამოჩნდა და "საპოვნელაც" გააქტიურდა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში "ლოკომოტივის" უგერგილო თამაში კი მართლაც გასაკვირი იყო...

47-ე წუთზე მომენტი მაინც მასპინძელს შეექმნა. თერჯოლელთა გამოცდილი მეკარე სომხიშვილი გამოსვლაზე კარგად ვერ გაისარჯა და ბურთს ასცდა, მაგრამ მასპინძელთა შემტევებმა ამით ვერ იხეირეს.

შემდეგ გიორგი მაკარიძის დარტყმული რევაზ თევდორაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. მერე დავით ჩაგელიშვილს ჰქონდა კარგი მომენტი, რასაც თერჯოლელთა საგოლე შანსი მოჰყვა.

ეს იყო ამ უღიმღამო თამაშის ყველაზე გამოსარჩევი მომენტი - ოდიკაძემ ფლანგურ რეიდს კარგი ჩაწოდება მოაყოლა "ლოკომოტივის" საჯარიმოში, სადაც ტანმაღალი გიორგი ტყეშელაშვილი კარგად გაიხსნა და მძლავრი თავურიც დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

მატჩის ბოლო წუთებზე სიტუაციის გამწვავებას ორივე გუნდი მოერიდა. წაგება მათთვის ლამის კატასტროფის ტოლფასი გახდებოდა... თუმცა არბიტრ სილაგავას მიერ დამატებულ ბოლო წუთზე "ლოკომოტივს" მაინც გაუჩნდა შანსი - დემურ ჩიხლაძე ერთობ ხელსაყრელი სიტუაციიდან ურტყამდა, მაგრამ ძალა დააკლო და ბურთი სომხიშვილის იოლი ნადავლი გახდა.

საბოლოოდ, ის, რაც თავშივე ვთქვით - აბსოლუტურად ლოგიკური 0:0.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური

02.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი-საპოვნელა 0:0

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გეთიაშვილი, ბენაშვილი (83. მზევაშვილი), სულთანიშვილი, დიასამიძე (75. ჩიხლაძე), უბილავა, ცხადაძე, ჩაგელიშვილი, გავაშელიშვილი (60. არდაზიშვილი).

სათადარიგოები: კუპატაძე, ჭანტურია, გაბაძე, ქანთარია.

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

საპოვნელა: სომხიშვილი, ქათამაძე, ჯიხვაძე (13. ჩიკვილაძე), დვალი, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი (46. ბუხაიძე), ნარიმანიძე, ბოლქვაძე, ზ. ენდელაძე, ოდიკაძე, მაკარიძე (69. ბანძელაძე).

სათადარიგოები: გიორგაძე, ჭელიძე, შარიქაძე, მიქაბერიძე

მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე

გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (89)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ო. მარცვალაძე (დილა) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური

6 აპრილი, ოთხშაბათი

სიონი-ზუგდიდი

ჩიხურა-ცხინვალი

შუქურა-მერანი

სამტრედია-დინამო (ბთ)

ლოკომოტივი-კოლხეთი

საპოვნელა-საბურთალო

გურია-დილა

დინამო (თბ)-ტორპედო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

loko
არა მგონია ირაკლი გინებაზე, რომ დაგაჯარიმონ, ჭორია ეგ. მეც ვიყავი მაგ თამაშზე და ეგრე ჩვენი მისამართითაც შეეალა მსაჯს რარაცეები და ერთი ორი ჩვენც შევაგინეთ... ჩვენც გვაჯარიმებენ თუ იცი? :))) არ გეწყინოს
დათო ბათუმი
ჰაჰაააა მართლა? ის თანხა რაც კლუბებს უნდა მოხმარდეს, ჯარიმებით უნდათ რო გაქვითონ? :))))) ნეტა ჩვენი და დინამოს თამაშზე რას აპირებენ? ალბათ დინამოს თითს არ დააკარებენ და ჩვენებს დასჯიან, მანდ თუ გინებაზეა ლაპარაკი ჩვენთან ჩხუბიც იყო და კი მოგვიწევს მასე 20 ათასი...
irakli apkhaidze
გავრცელდა ხმები, რომ სადისციპლინი კომიტეტი საპოვნელას დაჯარიმებას აპირებს 5 000 ლარით მსაჯის გინებისთვის, იმედია აქაც ავტორმა შეგნებულად არ გაამახვილა ყურადღება მაყურებელთა განაწყენებაზე და ეს სტატია შეკვეთილი არაა... განსაკუთრებული არაფერი ყოფილა რაც სხვა თამაშებში არ მომხდარა, მსაჯებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს საპოვნელას მისამართით დაუშვა და მაყურებელმა შეაგინა. ყოველი ტურში 8 თამაში იმართება და მინიმუმ ნახევარში მსაჯს აგინებენ, ეს ხდება არა მარტო საქართველოში, მაგრამ დაჯარიმებული არავინ მინახავს. ...
irakli Apkhaidze
ვეთანხმები ავტორს, თამაშის ხარისხს დაღი რთულმა სატურნირო მდგომარეობამ დაასვა და იქვე მეზობლად გამართელ საბურთალო-შუქურას მერე მართლა არ იყო სასეირო სანახაობა. რაც შეეხებათ მსაჯებს 2 არარსებული თამაშგარედან ერთი ისეთი დააფიქსირეს ბუხაიძე, რო პირისპირ რჩებოდა მეკარესთან... ,,მაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ მოგზავნილი მგონიხართ მაინც"-ო - რა ვქნა ასე მეჩვენება, რომ დედაქალაქური კლუბების მიმართ გამოხატავენ სიმპატიებს მსაჯები... კი ფრე ლოგიკური იყო, მაგრამ თევდორაძემ ისეთი ბურთი გამოაძრო ,,აუღებელს" რომ ეძახიან.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!