როგორი იქნება ანტონიო კონტეს ჩელსი
ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელია. ფეხბურთში ძალიან ხშირად ხდება ლოგიკური რამეები, მაგრამ აქ ლოგიკა მაინც განსაკუთრებულად ზეიმობს. ნამდვილმა არისტოკრატმა ჩაიბარა "არისტოკრატები".

გემოვნებიანი

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ანტონიო კონტე, დაგვეთანხმება - მისებრ გემოვნებიანი ადამიანი საფეხბურთო სამყაროში ბევრი არ არის. ამას რომ ვწერთ, ვგულისხმობთ როგორც საფეხბურთო, ისე ზოგად გემოვნებას.

კონტე ოდითგანვე უდიდეს ყურადღება აქცევდა თავის გარეგნობას. ამადაცაა, იტალიურ და მსოფლიოს ფეხბურთში ის ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ მოთამაშედ რომ ითვლება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ანტონიომ ორჯერ გადაინერგა თმა. ის ყოველთვის ელეგანტურ კოსტიუმშია გამოწყობილი.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, რას მოუტანს კონტე "ჩელსის" წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით? თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის მომავლის განსაზღვრა იოლი საქმე არ არის. ერთის თქმა კი დაზუსტებით შეიძლება.

შეტევა, შეტევა!

"ჩელსი" ამიერიდან უფრო შემტევი გუნდი იქნება, ვიდრე ახლა არის. ისიც ფაქტია, რომ ლონდონური გუნდისა და რამდენიმე ფეხბურთელის გზა გაიყრება.

მაგალითად, ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, კონტემ თავის სათამაშო მონახაზში ნიგერიელი საყრდენის, ჯონ ობი მიკელის ადგილი მონახოს.

ზემოთ შეტევა ტყუილად როდი ვახსენეთ. ბევრი მიიჩნევს, რომ თანამედროვე "იუვენტუსი" სწორედ კონტემ შექმნა. ვისაც ის გუნდი ახსოვს, დაგვეთანხმება - "ბებერი ქალბატონი" ანტიონიოს ხელმძღვანელობით ძალიან შემტევი იყო. მისი თამაშების ცქერა გულშემატკივარს ძალიან სიამოვნებდა.

ამასთან ერთად, არ ირღვეოდა ბალანსი დაცვაში. რომან აბრამოვიჩს კი სწორედ ასეთი გუნდი სჭირდება. როგორც ჩანს, რუს მილიარდერს მოწყინდა დაცვაზე ორიენტირებული "ჩელსი" და ახლა უნდა, რომ მეტი შეტევა და კრეატივი ნახოს.

ახლა ყველა მოუთმენლად ელის კონტეს "შავ სიას". თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება არაერთ ვარსკვლავს მოუწევს. მათ შორის, გუნდის აღიარებულ ლიდერებსაც.

ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ამ "შავი სიის" სათავეში ედენ აზარია. ფეხბურთელი, ვისაც მართლაც რომ კოშმარული სეზონი აქვს. იმასაც ამბობენ, "ჩელსისა" და კაპიტან ჯონ ტერის გზები მალე გაიყრებაო. მოკლედ, უნდა დაველოდოთ.

ლონდონურ კლუბში კი შესაცვლელი მართლაც ძალიან ბევრი რამეა. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა რატომღაც მოტივაცია დაკარგეს. გუს ჰიდინკის მწვრთნელად მისვლის შემდეგ "ჩელსიმ" შედეგები გამოასწორა, მაგრამ ეს შეგრძნება მაინც არ გვტოვებდა.

ლონდონურ კლუბს ძალიან სჭირდებოდა მწვრთნელი - მოტივატორი და კონტე სწორედ ასეთია. ის ფეხბურთელებს მინდორზე გასვლის წინაც მაგრად მუხტავს და უშუალოდ თამაშის მიმდინარეობის დროსაც ძალიან აქტიურია.

"ჩელსის" კიდევ ერთი პრობლემა რამდენიმე ფეხნურთელის აშკარად ცუდი სათამაშო ფორმაა. რას აკეთებს გუნდში პედრო, ეს, ალბათ, თავად ფეხბურთელმაც კი არ იცის. აზარზე ზემოთ უკვე ვთქვით. შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენენ ფაბრეგასი და ოსკარი.

მნიშვნელოვანი ფაქტორი

კონტე ბევრ რამეს გამოასწორებს. ეგაა, არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ იტალიელი სპეციალისტი ჯერაც მშობლიური ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

იტალიას წინ აქვს ევროპის ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" თამაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხასიათზე მივა მწვრთნელი "ჩელსიში". კონტეს გაწვრთნილი იტალიის ნაკრები ვერ არის სტაბილური და ევროფორუმზე დიდი წარმატების მიღწევა უნდა გაუჭირდეს, თუმცა "სკუადრა აძურას" რას გაუგებ?!

ახალწვეულები

ლონდონურ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გვარს უკავშირებენ. მაგალითად, არავის ეპარება ეჭვი, რომ კონტე აუცილებლად ეცდება ტურინის "იუვენტუსის" რომელიმე მცველის გადაბირებას. "ჩელსის" დაცვაში პრობლემები თვალსაჩინოა.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ანტონიო კონტე ინგლისში პოლ პოგბას წაყვანის სურვილით იწვის, მაგრამ ეს იოლი გასაკეთებელი არაა. მეტიც, ამ გადასახედიდან შეუძლებლად მოსჩანს. ჯერ ერთი, პოგბასთან თანამშრომლობის გაგრძელებას "იუვენტუსი" ეშურება. მეორეც - "სიტი" და "იუნაიტედი" ფრანგის გადასაბირებლად მზად არიან.

მიზანი

როცა წელიწადში ხუთი მილიონი გირვანქა გაქვს ხელფასი, მოკრძალებულ მიზნებზე ვერ იფიქრებ. დიდი ალბათობით, კლუბის ხელმძღვანელობა კონტესგან ინგლისის ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლას მოითხოვს. ამის პოტენციალი გუნდს ნამდვილად აქვს.

ამასობაში...

...იტალიის ნაკრების ამჟამინდელი და "ჩელსის" მომავალი თავკაცი სერიოზულ შარშია. კონტე შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობისთვის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2010/11 წლების სეზონში მაშინ "სიენას" თავკაცმა კონტემ არ განაცხადა ინფორმაცია გარიგებულ მატჩებზე, არადა, საქმის კურსში იყო.

მაშინ "სიენას" ელიტის საგზური მოპოვებული ჰქონდა და მისთვის რამდენიმე თამაშს სატურნირო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამისთვის კონტემ უკვე მოიხადა 4-თვიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ პროკურორი ახალ სასჯელს ითხოვს - 6-თვიან პირობით პატიმრობას, რომლის დროსაც მას პროფესიული საქმიანობა აეკრძალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები