ჯო კოული შვებულებიდან დაბრუნდა და გაარკვია, რომ უგუნდოდ არის

ჯო კოული შვებულებიდან დაბრუნდა და გაარკვია, რომ უგუნდოდ არის — მისთვის „ჩელსის“ თავკაცს“ კარლო ანჩელოტის დაურეკავს და უთქვამს, რომ ფინანსური მიზეზების გამო მის გუნდში აღარ ირიცხება. ახლა, კოულს ახალი გუნდი ჰყავს მოსაძებნი, თუმცა, ინგლისური მედიის რწმენით მას ეს საქმე არ გაჭირდება, რადგან მსურველი ბევრი ჰყავს, რომელთა შორის ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს. მეტიც, კოულის მერსისაიდში წასვლა იმდენად აშკარად გამოიკვეთა, რომ ბუქმეიქერებმა ფსონიდან „სად გადავა ჯო კოული“ პასუხი „ლივერპული“ ამიღეს კიდეც — უკვე ყველამ გაიგო, რომ გარემარბი „წითლების“ ახალ მწვრთნელს როი ჰოჯსონს ელაპარაკა, თუმცა მისმა მეგობრებმა უარყვეს, რომ მხარეები რაიმეზე შეთანხმდნენ.

ხოლო მიზეზი, თუ რატომ წამოვიდა, უფრო სწორედ კი გაუშვეს კოული „ჩელსიდან“ „ლელოს“ მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი — ფეხბურთელმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თანაც კატეგორიულად, რამაც „ლურჯების“ პატრონი რომან აბრამოვიჩი საშინლად გააბრაზა. ანჩელოტიმ ჟურნალისტებს უთხრა:

„პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური გახლავთ. მე არაფერ შუაში ვარ, კონფლიქტი კლუბსა და ჯო კოულს შორისაა. მე და ჯომ ვილაპარაკეთ, მაგრამ, როდესაც მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან, იძულებული ვარ განზე გავდგე. ასეტია ფეხბურთელების ცხოვრება. კოულმა, ისევე როგორც მიხაილ ბალაკმა და ჟულიანო ბელეტიმ საოცრად იმუშავეს და ითამაშეს, მაგრამ როგორც ჩანს მათი „ჩელსიდან“ წასვლის დროც დადგა“.

ხოლო ის, რომ კოულის მისვლა „ლივერპულში“ ძალიან გაეხარდებათ, რად უნდა ლაპარაკი. ჰოჯსონმა საჯაროდაც თქვა, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გვქონდაო:

„ტოტალიზატორებმა ფსონიდან „ლივერპული“ ამოიღეს? მე მონიძლავე კაცი არ ვარ და სულ არ ვიცოდი ამაზე ვინმე თუ ნიძლავდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კოულს უკვე ველაპარაკეთ და ზალიან მიხარია, რომ მისი დონის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე. მეტი, ჯერჯერობით, არაფერი მაქვს სათქმელი და დასადასტურებელი. მე მასთან პირობებზე არ მილაპარაკია. ტრანსფერების ტექნიკურ მხარესთან მე არაფერი მესაქმება. ამით ჩვენს კლუბში დირექტორი კრისტიან პერსლოუ გახლავთ დაკავებული“.

დამატებით შეგვიძლია გითხრათ, რომ „ლივერპულის“ არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ჰოჯსონის სატელეფონო ზარებსა და მეილებს არ პასუხობს. რამდენადაც ცნობილია, მას „ლივერპულის“ ყოფილ თავკაცთან რაფა ბენიტესთან „ინტერში უნდა გადასვლა.

nia
გუშინ არ მუდევნებია თვალი ახლა ვნახულობ, გული მიფრიალებს....... გილოცავთ!!!!!!!! უამრავი გამარჯვება კიდე!!!!!!
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა