გუშინ ურეკში ფოთის "კოლხეთმა" ზამთრის შეკრების ბოლო ტესტმატჩი ჩაატარა - შეროზიას გუნდი გორის "დილას" გაეჯიბრა და 2:0 გაიმარჯვა
გუშინ ურეკში ფოთის "კოლხეთმა" ზამთრის შეკრების ბოლო ტესტმატჩი ჩაატარა. ბესიკ შეროზიას გუნდი გორის "დილას" გაეჯიბრა და 2:0 გაიმარჯვა. ფოთელებმა ორივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს, თავი ცხვიტარიამ და კვერენჩხილაძემ გამოიჩინეს.

შეროზიამ მეტოქეს ოპტიმალურთან მიახლოებული ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირა, მეორე ტაიმში კი თავის გამოჩენის საშუალება რეზერვისტებსაც მისცა: ძაგანია (ვ. ლობჟანიძე) - ცხვიტარია (გეგელია), მახვილაძე, ინწკირველი, მეგრელიშვილი (ქორჩილავა) - გულუა (ბარამიძე), გოგონაია (გავაშელიშვილი), კვერენჩხილაძე (წიქარიშვილი), გვალია (ხარჩილავა), მოისწრაფიშვილი (გელაჭეიშვილი) - მდივნიშვილი.

შეროზია სეზონის განახლებამდე ორი გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ~კოლხეთს" მიხეილ მახვილაძე და ალექსანდრე ინწკირველი დაუბრუნდნენ.

ჩემპიონატი ყველაზე ადრე ფოთში განახლდება - 12 თებერვალს ~კოლხეთი" ~სამტრედიას" უმასპინძლებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა