"გოლდენ სტეიტმა" ბოლოს ძალიან მოუკლო
ვინ წარმოიდგენდა, რომ "გოლდენ სტეიტი" ბოლო სამი საშინაო შეხვედრიდან ორს წააგება არც ისე ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა რეგულარულ სეზონში მისი მთავარი მიზანი - 73 მოგება და ახალი რეკორდი.

გუშინ, ჩემპიონმა საშუალება მისცა "მინესოტას" "-17"-დან გადაერჩინა შეხვედრა და ოვერტაიმში მოეპოვებინა გაიმარჯვა.

"მინესოტას" ეს მოგება იმის გამოც არის გასაკვირი, რომ "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი, ხოლო სტივენ კარიმ შთამბეჭდავი სტატისტიკა შეაგროვა - 21 ქულა, 15 შედეგიანი პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. მაგრამ "მეომრებმა" ვერაფერი მოუხერხეს "ტიმბერვულვზის" ფორვარდს შაბაზ მუჰამადს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ, როცა ეს მოთამაშე მოედანზე იყო, მისი შეჩერება არავის შეეძლო. საბოლოოდ, ფორვარდმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 35 ქულა (თამაშიდან - 9/12, საჯარიმო - 15/17) დააგროვა და "+29" სარგებლიანობის კოეფიციენტი დააფიქსირა. თან სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა შეხვედრას.

ახლა, "გოლდენ სტეიტს" რეგულარულის ბოლომდე ოთხი მატჩი რჩება და ოთხივე უნდა მოიგოს "ჩიკაგოს" რეკორდის დასამხობად.

დღის რეკორდები

- "იუტას" დამარცხების შემდეგ, "სან ანტონიო სპურსის" 39 წლის ვეტერანი ტიმ დანკანი გახდა მესამე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერაში 1000 გამარჯვება მოპოვა. ტიმი გვერდით ამოუდგა ორ ლეგენდას - ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (1074) და რობერტ პერიშს (1014).

დანკანმა ათასივე გამარჯვება ერთ გუნდთან ერთად მოიპოვა, რაც ლიგის რეკორდია. მან ეს რეკორდი შარშან, ჯონ სტოქტონს ჩამოართვა, რომელმაც "იუტასთან" ერთად 953 გამარჯვება მოიპოვა.

- "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა. "დენვერის" წინააღდეგ მის ანგარიშზე 13 ქულა, 14 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მოდის. ბოლოს, ერთ ჩემპიონატში 17 ტრიპლ-დაბლი ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს ჰქონდა - 1988-89 წლების სეზონში.

- "ფილადელფიამ" "ნიუ ორლეანის" დამარცხებით სეზონში მე-10 მოგება გაიფორმა და არ გაიმეორა ანტირეკორდი ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. ანტირეკორდია - 9 მოგება და 73 წაგება 1972-73 წლების სეზონში და ის სწორედ "ფილადელფიას" ეკუთვნის.

ფილადელფია-ნიუ ორლეანი 107:93

21:29, 36:22, 31:22, 19:20

ფ: ლენდრი (22), კენანი (16), სტაუსკასი (13), ტომპსონი (13), კოვინგტონი (12), გრანტი (10).

ნ-ო: კანინგემი (19), ბებიტი (16), ფრეიზერი (12+9 პასი), აჟინკა (12+10 მოხსნა), ენისი (11).

მაიამი-დეტროიტი 107:89

25:19, 29:17, 28:27, 25:26

მ: დრაგიჩი (22+8 პასი), უეიდი (16), რიჩარდსონი (16), ვაიტსაიდი (14+12 მოხსნა+4 დაფარება), დენგი (12), ჯონსონი (11).

დ: ჯექსონი (21), ჰარისი (21), დრამონდი (12+13 მოხსნა), ბეინსი (10).

ტორონტო-შარლოტი 96:90

26:16, 30:26, 19:17, 21:31

ტ: დეროზანი (26), ლოური (21), ვალანჩუნასი (12+12 მოხსნა), ჯოზეფი (11), პატერსონი (10).

შ: ლინი (21), მარვ. უილიამსი (15), უოკერი (11), ლი (11), ჯეფერსონი (5+11 მოხსნა).

ატლანტა-ფინიქსი 103:90

28:38, 16:18, 26:17, 33:17

ა: ტიგი (20), ბეიზმორი (17+5 ჩაჭრა), ჰორფორდი (16+10 მოხსნა), მილსეპი (13+17 მოხსნა+8 პასი), კორვერი (11).

ფ: ბუკერი (34), პრაისი (14), ტელეტოვიჩი (12), ლენი (10), ჩენდლერი (10+13 მოხსნა).

მემფისი-ჩიკაგო 108:92

23:21, 31:23, 29:21, 25:27

მ: რენდოლფი (27+10 მოხსნა), კარტერი (17), ბარნსი (16), ფარმარი (15).

ჩ: მიროტიჩი (20), პ. გასოლი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), როუზი (12+8 პასი), პორტისი (12).

მილუოკი-კლივლენდი 80:109

19:33, 24:34, 24:26, 13:16

მ: ანტენტოკუნმპო (22+14 მოხსნა+8 პასი), პარკერი (19), ო’ბრაიანტი (12), ვონი (10).

კ: სმიტი (21), ჯეიმსი (17+9 პასი), ლავი (17), ირვინგი (15), ფრაი (12), ტომპსონი (11).

დენვერი-ოკლაჰომა 102:124

30:32, 21:36, 26:39, 25:17

დ: ჰარისი (17), მუდიაი (15), ოგასტინი (15), ლოვერნი (12+10 მოხსნა), ტუპანი (10).

ო: დურანტი (26+8 პასი), უეიტერსი (18), კანტერი (18+11 მოხსნა), იბაკა (18), უესტბრუკი (13+14 მოხსნა+12 პასი).

იუტა-სან ანტონიო 86:88

20:25, 17:17, 16:25, 33:21

ი: ჰუდი (23), მაკი (13), ინგლსი (13), ჰეივორდი (12), გობერი (4+10 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (18), ოლდრიჯი (14), ჯინობილი (14), პარკერი (11), ანდერსონი (11).

საკრამენტო-პორტლენდი 107:115

33:30, 24:21, 23:33, 27:31

ს: კაზინსი (30), რონდო (27+10 მოხსნა+12 პასი), სეტ კარი (17).

პ: მაკალუმი (30), ლილარდი (22+8 პასი), ჰარკლესი (20+15 მოხსნა), ჰენდერსონი (13), პლამლი (12).

გ. სტეიტი-მინესოტა 117:123 (ო)

28:19, 27:27, 31:32, 20:28, 11:18

გ-ს: ტომპსონი (28), კარი (21+15 პასი), ბარნსი (20), ლივინგსტონი (14), გრინი (12+9 პასი), ბოგუტი (10+15 მოხსნა).

მ: მუჰამადი (35), უიგინსი (32+6 ჩაჭრა), თაუნსი (20+12 მოხსნა), ლავინი (16), დიენგი (10).

კლიპერსი-ლეიკერსი 103:81

33:22, 19:22, 32:16, 19:21

კ: პოლი (25+8 პასი), გრინი (21), ჯორდანი (7+14 მოხსნა).

ლ: უორლდ პისი (17), კელი (12), რასელი (12), კლარკსონი (10), რენდლი (4+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა