ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუწყვეტია, 18 მაისს რომელი ქალაქი უმასპინძლებს დასკვნით სათასო პაექრობას
20 აპრილსა და 5 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს, ხოლო ბოლნისის "სიონი" - თბილისის "ვიტ ჯორჯიას"...

ცხადია, ჯერ უცნობია, ვინ გავა ფინალში, რომელიც 18 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ მატჩის გამართვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელი ქალაქი უმასპინძლებს დასკვნით სათასო პაექრობას.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ თასის ფინალი თბილისში არ გაიმართება. ამ ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობის სურვილია, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრები მხოლოდ დედაქალაქში არ იმართებოდეს და საფეხბურთო ცხოვრებაში რეგიონები რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ.

მეორე მოტივი ის გახლავთ, რაც ყველამ იცის - თბილისში არც "დინამო არენა" შეივსება და არც "მიხეილ მესხი", ეს კი ფინალს ეფექტს დაუკარგავს. რეალობიდან გამომდინარე, რეგიონებში ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ხოლო პატარა სტადიონზე მისული ხალხის ფონზე ეფექტი აშკარად მეტი იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენი სტადიონები იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ფედერაციას დიდი არჩევანი არც აქვს. დასახელდა სამი ქალაქი, სადაც, სავარაუდოდ, ფინალი გაიმართება - გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის, ქუთაისის რამაზ შენგელიასა და ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონები.

ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება 18 მაისისთვის ამ სტადიონებზე მოედნის საფარი. დღეისთვის, რეალურად, საუკეთესო გაზონი ზესტაფონის "დავით აბაშიძეზეა", მაგრამ იმას, მიიღებს თუ არა ეს არენა ფინალის ჩატარების უფლებას, დრო გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ზესტაფონში უნდა გაიმართოს თასის ფინალი! თბილისში სტადიონზე მხოლოდ ფეხბურთელების ნათესავენი მოვლენ და პირველი ტაიმის "ცუდად" თამაშის შემდეგ მოედანზე გამოსვლა ისევ არ შეეშინდებათ. მხოლოდ ნეიტრალერი გულშემატკივარი აიძულეთ რომ ირბინონ და თამაში ფეხბურთს დაამსგავსონ.
zlata-praga
კი ბატონო, იყოს ზესტაფონში, მაგრამ ტელევიზიით არ აჩვენონ მაინც. თუ აქჩვენებენ, ის მაინც გააკეთონ, რომ ზესტაფონის ნაცრისფერ კერძო სახლებს მოარიდონ კამერები. ზესტაფონელებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ქალაქი ძალზე მოუვლელი და უსახურია. ერთი თუ ორი ქუჩაა და ისიც მოუვლელი.
თბილისელი
და რატომ არ დადის თბილისში გულშემატკივარი?საბურთალოს თამაშებზე საკმაოდ არის დასწრება(საქართველოს საშუალო მაჩვენებლით თუ განვსაზღვრავთ)...ხოლო ცარიელი ტრიბუნებია აბსოლიტურად საქართველოს ყველა რეგიონში...თბილისში უფრო მეტი უნდა იყოს დასწრება,მაგრამ აქ უკვე კითხვები ფედერაციასთან,კლუბების მენეჯმეტთან...
ზაზა
ყველა ნორმალურ ქვეყანაში თასის ფინალი დედაქალაქში ,საუკეთესო სტადიონზე ტარდება!...ვის მოსდის ეს ,,იდეები,, თავში?(((
Gocha Juve
საერთოდ თბილისში მაყურებელი არ დადის ფეხბურთის საყურებლად, ისინიც ვინც დადის ფეხბურთელების ახლობლები და მეგობრები თუ არიან. რეგიონებში მაყურებელი ყოველთვის დადის თავისი გუნდის საქომაგოდ და ამისათვის თბილისში ფინალი არ უნდა ჩატარდეს, უმჯობესი იქნებოდა ბათუმში რომ ჩატარებულიყო მაგრამ საუბედურო სტადიონი არ ააქვთ და როდის ექნებათ კაციშვილმა ნორმალურად არავინ იცის. ქუთაისში ბალახის საფარი ცუდ მდგომარეობაშია მელნით დალაქავებულს გავს, ყველაზე კარგი კანდიდატურა ამ წუთში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელოობის სტადიონია.
bagrati
გორის სტადიონს ხელოვნური განათება რომ არა აქვს?
ugulava
თბილისში სულ 20 კაცი გულშემატკივრობს ფეხბურთს, სტადიონები აქ საერთოდ უნდა გააუქმო... თან ასეა 25 წელია.
ვაი,ვუი...
რომელი ქვეყნის თასის ფინალი იმართება სოფლის სტადიონზე?...(((გახდა საქართველო ფეხბურთში პროვინცია და ფაქტშიც გინდათ პროვინციაში გადაიტანოთ ფეხბურთი?
zaza
მაგარი იქნება ზესტაფონში((( ჟანგიანი გაურკვეველი შენობებით გარშემო,გარშემო მოსახლეთა საყოფაცხოვრებო საქმიანობის ასახვით ტელეეკრანზე(((და საქართველოს თასის ფინალი?(((ჩაატარეთ ლატარეა ფინალზე,გაუკეთეთ რეკლამირება ქალაქში,ტვ–ით...თქვენ მენეჯმეტი არ იცოდეთ და თბილისში ფეხბურთის პოპულარობაზე წუწუნებდეთ?(((
გურო
ზესტაფონი of course :)
Gocha Juve
გორის "დილას" მინდორიც და თვითონ სტადიონი აკმაყოფილებს იმ დონეს რომ თასის ფინალი გაიმართოს, თანაც მაყურებელიც ბოლომდე შეავსობს ტრიბუნებს, მოგეხსენებათ მაყურებელთან ერთად სულ სხვა ეფექტი აქვს ფეხბურთის თამაშს. თუ გორი არა ზესტაფონი მშვენიერი კანდიდატურაა იქაც უყვართ ფეხბურთი და მაყურებელიც ბევრი ეყოლება.
bagrati
zestafoni, iasnia. rais kutaisi da gori.
დავითი
ყველანი ზესტაფონში :)
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მივდივარ ზესტაფონში:)))
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა