გავთვალოთ პრაგმატულად! რა ზიანი მოაქვს ქართული საფეხბურთო და სარაგბო სამყაროების ფარულ ქიშპს
ფოტოზე: ფოთის "პარკი არენა"

"საბურთალოს" ცნობით, ამ გუნდსა და "ლოკომოტივს" შორის XXIV ტურის დედაქალაქური დერბი, რომელიც კალენდრის მიხედვით 10 აპრილს უნდა გამართულიყო, მეორე დღეს, 11 აპრილს შედგება...

გეცოდინებათ, რომ "საბურთალო" მეორე წრეში საშინაო მატჩებს "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე ატარებს. ამავე არენით სარგებლობს კიდევ ერთი უმაღლესლიგელი - "ცხინვალიც". ისე მოხდა, რომ 10 აპრილს, კალენდრის მიხედვით, ორივე გუნდს საშინაო თამაშებმა მოუწია. "საბურთალო"-"ლოკომოტივის" ორშაბათს ჩატარებაც (16:00 საათზე) აქედან გამომდინარე გადაწყდა.

გარდა ამისა, ფოთის "კოლხეთისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის გამართვის თარიღიც შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ფოთელები რაგბის სტადიონზე, "პარკ არენაზე" თამაშობენ, სადაც 10 აპრილს ადგილობრივი სარაგბო გუნდი "კოლხი რაინდები" საქართველოს პირველობის პირველი ლიგის შეხვედრაში თბილისის "ხულიგანას" უმასპინძლებენ. ამიტომ, საფეხბურთო მატჩი, 10 აპრილის ნაცვლად, 11 აპრილს გადაიტანეს.

ფოთის ამბავმა ერთი საჭირბოროტო თემა გაგვახსენა: ბოლო დროს, არაერთი სარაგბო თუ საფეხბურთო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთსაც მიხედეს, მაგრამ უფრო მეტად, სარაგბო საწვრთნელი ბაზები და სტადიონები აშენდა. თბილისის გარდა, სარაგბო არენებია (ან შენდება) ქუთაისში, გორში, ასპინძაში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და მარტყოფში.

საერთოდ კი, თბილისის გარდა, იშვიათია ქალაქი, ერთდროულად კარგი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი რომ იყო.

გასაგებია, რომ მორაგბეებს საერთაშორისო შეხვედრების მისაღებად საკუთარი არენა სურთ. გადაწყვეტილია, რომ თბილისში, კერძოდ - დიღომში, საქართველოს სარაგბო ნაკრებისთვის ახალი, თანამედროვე სტადიონი წამოიჭიმება, რომელიც 30 ათასამდე გულშემატკივარს დაიტევს...

მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა - ზოგადად კი, შევეხებით თემას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომელი სახეობაა უფრო პოპულარული და რომელი რომელს სჯობია - მხოლოდ პრაგმატულ გათვლას შევეხებით, უფრო სწორად - მის არარსებობას.

კითხვა ისაა, რატომ არ შეიძლება ფეხბურთისა და რაგბისთვის ერთი სტადიონით სარგებლობა? ასეა ინგლისში, საფრანგეთში, უელსში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, შოტლანდიაში - ანუ იქ, სადაც ჩვენზე გაცილებით მდიდრები არიან და სტადიონების პრობლემებსაც ქართველებზე გაცილებით იოლად აგვარებენ.

რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენთან ამის მიზეზი საფეხბურთო და სარაგბო სამყაროების ფარული ქიშპია. ფული კი არარაციონალურად იხარჯება, რადგან სტადიონის შენახვა ყველგან წამგებიანია.

გაიხსენეთ, რა ბედი ეწია ათენში ოლიმპიადისთვის აშენებულ სტადიონს ან სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გახსნილ კეიპტაუნის არენას. ცხადია, სტადიონების შენახვა კიდევ უფრო ხარჯიანია საქართველოში, რადგან აქ არც ბილეთებიდან მიღებული შემოსავლებია საკმარისი (ან საერთოდ არ არის) და არც ისეთი კონცერტები იმართება, რამდენიმე თვის ხარჯი რომ გაისტუმროს.

არადა, სტადიონების აშენებისას, ეკონომიკური გათვლა უნდა კეთდებოდეს, რაც ჩვენთან არ მომხდარა, მაგალითად - დიღომში, ამერიკის საელჩოსთან მდებარე სტადიონის შემთხვევაში, რომელიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა. იქ სტანდარტული მოედანია და, ერთი შეხედვით, საფეხბურთო და სარაგბო მატჩებისთვის გამოსადეგი უნდა იყოს. მაგრამ, სინამდვილეში, ამ სტადიონზე დეკორატიული გაზონია, დრენაჟი და სარწყავი სისტემა არ აქვს. ასე რომ, იქ თამაში შეუძლებელია, რადგან წლების წინათ გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მშენებლობა ეკონომიკური გათვლისა და დაგეგმვის გარეშე დაიწყეს.

ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც ორივე სახეობას ინფრასტრუქტურის პრობლემა აწუხებს, გამოსავალი სახელმწიფოსა და ორივე სახეობის ფედერაციის თანამშრომლობა იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სტადიონების შენახვის ბიზნესგეგმა გამართლებული - ძალა ერთობაშია, ხარჯი კი ორივე სახეობას შეუმცირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
მართლა მოსაფიქრებელია რა ფორმით დავეხმაროთ ყველა ერთად ქართველ რაგბისტებს. მასშტაბური უნდა იყოს, რომ ყველამ შეძლოს წვლილის შეტანა საერო საქმეში. სულით და გულით ვემხრობი ამ მოწოდება-აზრს
uta
სულში გენაცვალეთ ლომებო. ყველასთვის სამაგალითონი ხართ, გფარავდეთ უფალი ნაღდო კაცებო
ia
ფეხბურთელებმა ყველანაირი კაცური ღირსება დაკარგეს, მთელი ფული რაგბისკენ გადავისროლოთ
giorgi
გააკეთეთ ისე, რომ ტელეფონებიდან მთელი ცხოვრება შეიძლებოდეს რაგბისთვის ფულის გადარიცხვა, ყველა მიიღებს მონაწილეობას სანამ ესე გულით ითამაშებენ და ღმერთმა ჰქნას სულ ესე იყოს მარადჟამს ....
dato
გაუნახევრეთ ფეხბურთელებს ბიუჯეტი და რაც ფედერაციიდან მოიპარეს ყველამ ზეპირად იცის ვინებმაც, მოატანინეთ და რაგბს გადაეცით
იკა
ხმამაღლა გამოთქვან სურვილი რაგბის სტადიონის აშენებისა თვითონ რაგბისტებმა და ქვეყნის ყველა მოქალაქე სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ვის რა შეეძლება. ზოგი ცემენტს, ზოგი აგურს, უმრავლესობა ფულს დადებს, უამრავი თავად იმუშავებს და ა.შ. ჯიგრიანებს ყველა დაეხმარება თან საერთო საქმეა ქართველებოოოოოო
qutaiseli
აქ არ წერია ეხლა შენდებაო მაგრამ აშენდება თუარა ეგ გამოჩნდება მომავალში.ისე ვიცი რო 30 ათასიანი უნდა იყოსო მაღალი დონის სტადიონიო როგორც ამბობდა ნიჟარაძე ვნახოთ რაიქნება ისე დინამო არენა რატო არ შეიძლება გამოიყენონ რაგბისტებმა ან მესხის სტადიონი მემგონი არავიტარი პრობლემა ამაზე არუნდა იყოს.
Huricane
დიღომში არანაირი სარაგბო სტადიონი არ შენდება სამწუხაროდ! სარაგბო ფუბლიკა და ამ სპორტიში ჩართულობა ძალიან მზარდია, შესაბამისად არასაკმარისია ის სტადიონები რაც შენდა, გაცილებით მეტია საჭირო. მეროეს მხრივ საქართველოში იმდენი საფეხბურთო მოედანია, რომ ნამდვილად საკმარისზე მეტიც არის, უბრალოდ არ უვლიან და ფულს ჭამენ. ავტორი საკამოდ უცოდინარია, საკითხს ძალიან ზერელედ იცნობს.
fexburtze ar dadiso?
ფეხბურტზე რომ დადის იმდენი ხალხი რაგბზე ნაგდად არ დადის - რა სისულელეა გაიარეთ, ნახეთ, ლეგენდებს ნუ ქმნით
g dito
დაანებეთ ფეხბურთის დაფინანსებას თავი. არ მინდა რომ ჩემი გადახდილი გადასახადები ამ მუქთახორებმა ჭამონ. მაინც ვერაფერს მიაღწევენ და ჯობია ეს ფული გაჭირვებულებს მოხმარდეს. ჩამოართვით ყველა სტადიომი. რათ უნდათ მაყურებელი მაინც არ დადის ფეხბურთზე.
912
ავტორს გული წყდება რაგბს უკეთესი პირობები რომ აქვს ვიდრე ფეხბურთს პირიქით რომ იყოს არამგონია ეს სტატია დაწერილიყო
666
esaa 21 saukunis legalizebuli monoba...anu giyide da chemixar da sheni eri drosha da himni sulpexebze mkidiao.me piradad (vinmkitxavs magram mainc)zexarisxshi winaagmdegivar rom samshoblos gamoadge vinmem dagishalos..
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს