"ბორჯღალოსნების" კაპიტანი შალვა სუთიაშვილი რაგბიში თავის პირველ ნაბიჯებსა და "დინამოზე" თამაშის ემოციაზე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში რაგბიში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა და აღწერა, თუ რა განცდა ეუფლება, როდესაც "დინამო არენაზე" სათამაშოდ გადის.

- მამაჩემი, გოგი სუთიაშვილი ძველი მორაგბეა. თბილისის "ლოკომოტივის" იმ თაობის წევრია, საბჭოთა კავშირის თასი რომ მოიგეს. სწორედ, მამაჩემის გავლენით დავიწყე რაგბის თამაში.

სხვათაშორის, თავიდან, არავის ეგონა თუ რაგბიში წარმატებას მივაღწევდი, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი. ჩემი მეგობრები დღემდე იხსენებენ: პირველად რომ მოხვედი რაგბიზე, ისეთი გამხდარი იყავი, როცა დადიოდი, ძვლების ჭახაჭუხი ისმოდაო.

ძალიან ბევრი ვარჯიშით ნელ-ნელა წარმატებაც მოვიდა. თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. "ლოკომოტივთან" ერთად ვიყავი საქართველოს ჩემპიონი.

- რას გრძნობ, როცა იცი, რომ შენი ოჯახის წევრები არიან სტადიონზე. ეს სტიმულია თუ უფრო დამაბრკოლებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი?

- როცა რაგბის თამაში დავიწყე, როცა ვიცოდი, რომ თამაშს მამაჩემი ესწრებოდა, განსაკუთრებულად ვინდომებდი, თითქოს ვცდილობდი, მამაჩემისთვის მომეწონებინა თავი.

სამწუხაროდ, დედა მხოლოდ ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს. 18-წლამდელთა ნაკრების თამაში იყო "დინამოზე" და ისიც კი მახსოვს, სად იჯდა. ის თამაში წავაგეთ, თუმცა მახსოვს, რა ბედნიერი იყო დედა, სიხარულისაგან ტიროდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაც მორაგბე იყო, მანამდეც მქონდა თამაშები, დედა მხოლოდ იმ დღეს იყო სტადიონზე პირველად და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად (შალვას დედა გარადაცვლილი ყავს. ავტ.). ამ ფაქტორის გამო, "დინამოს" სტადიონი სხვა დატვირთვას ატარებს ჩემთვის. როცა "დინამოზე" მიწევს თამაში, ასე მგონია, რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მგულშემატკივრობს. მახსოვს მისი ბედნიერი სახე და სულ ვცდილობ, ის სახე დავიჭირო ადამიანებში.

ძალიან მწყდება გული, რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, არადა სანამ ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბევრისთვის მიმეღწია.

ერთხელ, მაშინ ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი, ვარჯიშის მერე მთელი გუნდი დავპატიჟე სახლში, არადა აზრზე არ ვიყავი, რა გვქონდა ოჯახში, რით ვაპირებდი გამასპინძლებას, მაგრამ დედაჩემი მეგულებოდა და თამამად წამოვიყვანე მთელი გუნდი. ბიჭები დღემდე ტკბილად იხსენებენ ამ დღეს და ძალიან მიხარია.

რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრები სტადიონზე ყოფნას, ძალიან დიდი სტიმულია. მაგ. ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშზე ჩემი მეუღლე და შვილები რომ იყვნენ, ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. სამი და მყავს და სამივე ყველა თამაშს ესწრება. ჩემი დების და მათი შვილების დასწრება კიდევ უფრო დამატებითი სტიმულია, მათი ხმაც კი მესმის ხოლმე.

- რა განცდაა როდესაც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ნაკრების კაპიტნის რანგში გადიხარ მოედანზე?

- ჯერ პირველად როცა გეუბნებიან, რომ უნდა იყო კაპიტანი, არის ძალიან რთული, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად თამამდები. ბუნებრივია, სიამაყის განცდაა, როცა ამხელა ნდობას გიცხადებენ და ცდილობ, რომ ეს ნდობა გაამართლო, ცდილობ იყო ყველა კონტექსტში სამაგალითო.

თან ქართველები ცოტა ფიცხი ხასიათის ადამიანები ვართ, ზოგჯერ ემოციების მოთოკვა გვიჭირს, კაპიტანს ამის უფლება არ აქვს. გაწონასწორებული უნდა იყოს. ბუნებრივია მწვრთნელის დარიგებებით გავდივართ სტადიონზე, მაგრამ უშუალოდ მოედანზე შენ გიწევს ბევრი გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღება.

კაპიტნის რანგში თამაში ასჯერ მეტად ემოციურია ჩემთვის.

იხილეთ სრული სტატია

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

viva
დასაფიცებელი კაცები ხართ. ძლიერი ყოველთვის თავაზიანია, რასაც ვერ ვიტყვით პრანჭია ფეხბურთელებზე, რომლებსაც სირბილი ეგრეხებათ. აღარც მწვრთნელები გვყავს და არც ფეხბურთელები სამწუხაროდ. თავიდან ბოლომდე სულით რაგბისტი გავხდი და ამისთვის დიდი მადლობა ჟილკიანო ქართველო დევებო, ყველანაირ კარგს იმსახურებთ, მზად ვარ პერიოდულად ყულაბაში ჩემი წვლილი შევიტანო.....
jano
როცა გამზრდელი კარგი გყავს აი ესეთი კაცი გამოდიხარ ანუ ყველასთვის სამაგალითო თან თავმდაბალი
იკა
ფეხბურთელების ბიუჯეტი ვაჟკაც რაგბისტებს. როცა ესე ვერ ფინანსდებოდნენ მაშინაც თავს არ ზოგავდნენ ქვეყნის სიამაყენი
gio
გენაცვალეთ კაცურ ჯიგარში ჩვენო თავმდაბალო ვაჟკაცებო. თითოეულმა სულით ქართველმა ფინანსური დახმარება უნდა გავუწიოთ ქვეყნის საამაყო შვილებს, უბრალოდ კარგი ფორმაა მოსაგონებელი
ლევანი
გაიხარე ძმაო, რაგბისტების ჯიგრის მეათედი რომ ქონდეთ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით.
gocha narsia
შენ გენაცვალე შალვა.დედიკო იამაყებდა შენით.ახლაც იგრძნობს მისი სული შენს წარმატებებს !!!
ლაშა
უბრალოდ ვტიროდი სტატიის წაკითხვისას, ალბათ გასაგებია რა შემართებით თამაშობს ეს ადამიანი. ასეთი სპორტსმენები გვჭირდება.
პაატა
შალვა გენაცვალე შვილო შენც და მთელ ჩვენს ბიჭებს მართლაც ერის სიამაყეები ხართ და ერის სული გული და ჯიგრები ხართ ჯერ მარტო ჰიმნს ისე გულიანად მღერიხართ ნამდვილ ვაჟკაცსაც კი აატირებთ და აიყოლიებთ თამაშზე და თავდადებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ასე გააგრძელეთ ერის შვილებო სიხარულის და ვაჟკაცობის ცრემლი არ გაგვიშროთ თვალებზე უფალი გფარავდეთ მუდამ
666
daugzavnet es werili yvela qartvel pexburtels pirad saitze.p.s. tu sportis siyvaruli argaq verc lelos dadeb,verc gols gaitan,verc 90 wuti itamasheb da ar moraluri uplebaargaq gulshematkuvars mimarto modit da gaavset stadionio (data vaisa)
99999999
როგორი კარგი სტატია,ასეთი სპორტცმენი ყველაფერს მიაღწევს,მახსენდება სტადია ქართველს ფეხბურთის,თუ არ ვცდები ნოდა ხიზანიშვილის,რომელიც ამბობდა,როცა წავაგებდით,გვრცხვენოდა ქალაქში გამოსვლის.სპორტში იმარჯვებს ის ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა,ოჯახი,და აქვს ნამუსი.
666
gaixare.gaginatlis dedis suli upalma.roca am suliskvetebit da muxtit gadixar moedanze,roca sakutar tavs agarekutvni da mxolod ojaxis,gulshematkvirebis gaxarebaze xar gadartuli ubralid ugulid ver itamasheb.nebismieri sporti wagebis gareshe ararsebobs,magram gulshematkivari rocaxedavs da grznobs am tavdadebas (daara seirnobas moedanze)shedegisda miuxedavad agarxar wagebuli da arcgulshematkivaria imed gscrurbuli.amismerechndeba siyvarulic,gulshematkivrobac da amismere ivseba moedani gulshematkivrebit...warmatebebi yvela qartvel sportsmens
ნიკოლოზ
უცრემლოდ ვერ წავიკითხე,გამარჯვებას გისურვებ
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა