საქართველოს კადეტთა ნაკრები ჩინეთთან და ირანთან წაგებების შემდეგ სლოვენიას დაუპირისპირდა და 33 ქულის სხვაობით დამარცხდა
საქართველოს კადეტთა ნაკრები ჩინეთთან და ირანთან წაგებების შემდეგ სლოვენიას დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდისგან მოგებას არავინ ელოდა, ღირსეულად წაგება სანატრელად გაგვხდომია. სლოვენიელებმა 33 ქულის სხვაობით, 89:56 მოგვიგეს და თავად განსაჯეთ, წაგება ღირსეულია თუ არა.

ქართველ კადეტებს ძალიან უჭირთ ფარქვეშ. მათ მოხსნებში ამჯერად 29:52 დათმეს. ეს კარგად გამოიყენეს სლოვენიელებმა, რომლებმაც 28-დან 25 სამქულიანი ფარქვეშიდან ჩააგდეს (ასეთი გრაფიკული სურათი მოგვცა თურქულმა საიტმა). ქართველებმა კი სულ 17 ორქულიანი ჩააგდეს. როცა ესა თუ ის გუნდი სამწამიან ზონაში მეტოქეს ვერ უმკლავდება, აქცენტს პერიმეტრიდან ტყორცნებზე აკეთებს ხოლმე. მაგრამ ქართველ 16-წლამდელებს ვერც ამ კომპონენტში გამოუვიდათ რამე - 14-დან ერთი სამიანი გამოიყენეს.

ბექა დარახველიძეს რომ არ ეთამაშა, სლოვენიელები გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდნენ. ბექამ 22 ქულა, 7 მოხსნა და 2-2 პასი-დაფარება მიითვალა. მის გარდა 10-ქულიან ზღვარს ზეზვა ლილუაშვილი ასცდა. მან 10 ქულა ჩააგდო.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ტურნირს ბულგარეთთან მატჩით დაასრულებს. შეხვედრა დღეს, 9 თებერვალს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

8 თებერვალი

სლოვენია-საქართველო 89:56

14:6, 23:20, 33:12, 19:18

საქართველო: ამირხანაშვილი (9ქ, 6მ, 2პ), ლილუაშვილი (10ქ), ჯაყელი (2ქ), ქობალავა (2ქ, 4მ), აბულაძე (8ქ), დარახველიძე (22ქ, 7მ, 2პ, 2დ), პულუზაშვილი (3მ), ღურწკაია (1ქ), ლომთაძე (2ქ).

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა