ვიქტორ სანიკიძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა თურქეთის ჩემპიონატში, თუმცა თავისი გუნდი წაგებისგან მაინც ვერ იხსნა
ვიქტორ სანიკიძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა თურქეთის ჩემპიონატში, თუმცა თავისი გუნდი წაგებისგან მაინც ვერ იხსნა. "თედ კოლეჯლერმა" ანკარაში "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და 83:94 დამარცხდა. ქართველ ფორვარდს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.

"ბეშიქთაში" ის გუნდი აღარაა, რაც ბოლო წლებში. ერთ დროს გრანდი, ახლა რიგითი გუნდია და მიმდინარე ჩემპიონატში ამ მატჩამდე 12-12 მოგება-წაგებით მე-11 ადგილს იკავებდა. მიუხედავად ამისა, სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა გამარჯვება. ანკარელებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 17:30 დათმეს და საბოლოოდ მარცხი იწვნიეს.

ქართველმა ფორვარდმა 37:51 წუთი ითამაშა და ანკარულ გუნდში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

სანიკიძემ 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ვიქტორმა 17 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, რითაც "თედ კოლეჯლერში" საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ანკარელთაგან 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ფრენკ ელეგარმა, ხოლო 19 ქულა ეროლ ჩინკოს ანგარიშზეა.

8 მოგებითა და 17 წაგებით სანიკიძის გუნდი თურქეთის უმაღლეს ლიგაში მე-12-მე-14 ადგილებს იყოფს. მომდევნო, 26-ე ტურში, 16 აპრილს, "თედ კოლეჯლერი" სტუმრად "ტურკ ტელეკომს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ