ნირწამხდარი დიდიე

დიდიე დროგბა ამბობს, რომ ასეთი ნირწამხდარი „ჩელსი“ არასდროს უნახავს. კვირას ინგლისის ჩემპიონს, მოგეხსენებათ, „სტემფორდ ბრიჯზე“ „ლივერპულმა“ 1:0 მოუგო და ტიტულის ხელახლა მოპოვების შანსი ფაქტობრივად წაართვა, რის მერეც „ლურჯების“ ბანაკში, თურმე, დანა პირს არავის უხსნის. სპილოს ძვლის ნაპირთა ნაკრების ფორვარდი ამბობს, რომ კენი დალგლიშის გუნდმა მათ ფეხები მოკვეთა და დაბლა დაანარცხა. დროგბას თქმით „ჩელსიში“ ვერა და ვერ შეგუებიან აზრს, რომ ისინი მთავარი ფავორიტები კი არა, დაწინაურებულ გუნდთაგან ერთ-ერთი არიან და მეტი არაფერი.

დროგბამ თქვა: „დღევანდელი რთული პერიოდის გადალახვა ძალიან მიჭირს და მარტო მე არ ვარ ასე. ბიჭებს ერთიანად ცხვირ-პირი ჩამოსტირით, რადგან ამდენ წაგებას ჩვენთან არავინ არის დაჩვეული. ბოლო კვირებში კარლო ანჩელოტი ჩვენით კმაყოფილი არ იყო. ტრავმები, გოლების სიმცირე, ცუდი შედეგები... ამიტომაც დავითრგუნეთ ყველა. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ ტრავმებისა და შემოდგომაზე გადატანილი მალარიას გამო ძველებურად ვეღარ ვთამაშობ“

„ლივერპულთან“ წაგების შემდეგ „ჩელსი“ ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ქულით ჩამორჩება. პრემიერლიგის მოყვარულებმა იციან, რომ ბოლო პერიოდში „ლურჯებმა“ კრიზისი, თითქოს, დაძლიეს, მაგრამ დროგბას თქმით სწორედ ამ „თითქოს დაძლეული კრიზისის“ შემდგომ წაგებას აღმოაჩნდა განსაკუთრებით მწარე გემო. თავდამსხმელი განაგრძობს:

„ჩვენ წინა სამი თამაში მოვიგეთ. დავამარცხეთ „ბლექბერნი“, „ბოლტონი“ და „სანდერლენდი“, რის გამოც ვფიქრობდით, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავდით, მაგრამ, „ლივერპულთან“ წაგებამ ფეხები მოგვკვეთა და ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად მოგვისპო. ამიერიდან, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაწევა თითქმის შეუძლებელია.“

რასაკვირველია, ჟურნალისტებმა დროგბას ახალი თანაგუნდელის, ფერნანდო ტორესის შესახებაც ჰკითხეს. როგორც გაირკვა კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი მისი და ესპანელის პარტნიორობას ოპტიმისტურად უყურებს:

„ფერნანდო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს უეჭველად დიდ ძალას შემატებს. რაც შეეხება მის პირველ თამაშს... ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლა ტორესისთვის ემოციურად მძიმე იყო და ამან დაღი დაასვა. მეორე მხრივ, მისი „ჩელსიში“ გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ თავდასხმაში დიდი კონკურენცია გვექნება და ეს გუნდს ძალიან წაადგება. ბოლო წლებში სწორედ ფეხბურთელებს შორის კონკურენცია დაგვეხმარა ამდენი ტიტულის მოგებაში.“

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს