16-გუნდიანი და 30-ტურიანი რეგულარულით
საკალათბურთო ევროლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ტურნირის ფორმატის შეცვლის შესახებ, რომელიც უკვე მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.

გამარჯვებისთვის იბრძოლებს 16 გუნდი. ისინი ჯგუფებად არ დაიყოფიან და ერთმანეთში ორწრიან ტურნირს ჩაატარებენ. თითოეულს რეგულარულ ჩემპიონატში 30 მატჩის ჩატარება მოუწევს. რვა საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გადავა, სადაც ხუთმატჩიანი სერიები გაიმართება "ოთხთა ფინალში" მოსახვედრად.

A ლიცენზიის მქონე 11 კლუბს გარანტირებული აქვს 2016-17 წლების სეზონში თამაში. ესენი არიან: "ბარსელონა", "ლაბორალ კუტჩა", "რეალი" (ესპანეთი), "ეფესი", "ფენერბაჰჩე" (თურქეთი), "მილანი" (იტალია), "მაკაბი" (ისრაელი), "ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი" (საბერძნეთი), ცსკა (რუსეთი) და "ჟალგირისი" (ლიტვა).

მათ შეუერთდებიან ადრიატიკის ლიგის, გერმანიისა და რუსეთის ჩემპიონატების გამარჯვებულები, აგრეთვე უაილ-ქარდის მფლობელი, რომელსაც 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, სამუდამოდ ჩაანაცვლებს ესპანეთის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ევროთასის გათამაშებას, მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ოთხ ჯგუფად დაყოფენ. თითო ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ბრძოლას.

რეგულარულ ჩემპიონატში თამაშის უფლებას მიიღებენ: სამ-სამი გუნდი ადრიატიკის ლიგიდან, ესპანეთისა და რუსეთის ჩემპიონატებიდან, ორი გუნდი გერმანიის ბუნდესლიგიდან, აგრეთვე, აეკ (საბერძნეთი), იერუსალიმის "ჰაპოელი" (ისრაელი), "სასარი", "ტრენტო", "რეჯანა" (იტალია), "ლეტუვოს რიტასი" (ლიტვა), "სტელმეტი" (პოლონეთი) და "გალათასარაი" (თურქეთი).

კიდევ ოთხი საგზური უაილდ-ქარდის მეშვეობით გადანაწილდება, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ - უკრაინა, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლიტვა, თურქეთი, ბრიტანეთი და ადრიატიკის ლიგის წარმომადგენლები. კიდევ ერთ სპეციალურ მიწვევას გარანტირებულად მიიღებს ესპანეთის ჩემპიონატის მონაწილე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა