რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტლაშაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ამას წინათ თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფალავნების - ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ჩემპიონობის თაობაზე არაერთხელ ვწერდით. მათმა ტრიუმფალურმა გამოსვლამ ერთგვარად დაჩრდილა სხვა მედალოსნების წარმატებები. აღნიშნულ შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა გორელმა მოჭიდავემ, დავით ტლაშაძემ მოიპოვა. მისთვის ხსენებული შედეგი პირველი იყო საერთაშორისო ასპარეზზე და ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სპორტსმენი უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის.

"დათო გორის დარბაზში 10 წლის ასაკში მოვიდა სავარჯიშოდ, - იხსენებს მისი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. - იქამდე ცურვაზე დადიოდა რამდენიმე წელიწადი. საგულისხმოა, რომ მამამისიც მოჭიდავე იყო და ადრე ისიც ჩვენთან ვარჯიშობდა.

შვილის ჭიდაობაზე მოყვანის მერე მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ნანობდა, უფრო ადრე რომ არ დააყენა შვილი საჭიდაო ხალიჩაზე.

ტლაშაძე უმცროს ასაკში ნაკლებად გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ წლების და გამოცდილების მატებასთან ერთად ხელშესახები წარმატებების მიღწევასაც მოუხშირა. ახალგაზრდებს შორის გამართული შეჯიბრებების შემდეგ მისი პოტენციალი უფრო უკეთ გამოჩნდა. დიდებში კი შარშანდელი წლიდან ნაკრებში თავისი წონის ლიდერი გახდა".

დიდებში დათომ პირველად საქართველოს ჩემპიონატზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. იგივე მიღწევა წლეულსაც გაიმეორა და წონით კატეგორიაში ლიდერობა გაიმყარა. ქვეყნის ჩემპიონობის შემდეგ, შარშანდლიდან მოყოლებული, მან რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზეც შეძლო კვარცხლბეკზე დადგომა. შარშან ბაქოში გამართულ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, საუკეთესო ხუთეულში შევიდა, წლეულს კი, როგორც აღვნიშნეთ, ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რიგაში, კონტინენტის წლევანდელ ჩემპიონატზე ტლაშაძეს პირველ წრეში მეტოქე არ გამოუცხადდა, მეორე ეტაპზე ბულგარელ ნიკოლაი კურტიევთან იმარჯვა, ნახევარფინალში კი რუმინელ ადრიან მოისეს მოუგო. ოქროს მედლისთვის პოლონეთის სახელით მოასპარეზე ცნობილი დაღესტნური საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი მაგომედმურად გაჯიევი შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა და ვერცხლის მედალი იკმარა.

"ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში სამი შეკრება გავიარეთ. რამდენად ნაყოფიერი გამოდგა ისინი, რიგაში ნაჩვენებ შედეგზე ნათლად აისახა, რადგან დიდ შეჯიბრებაზე ეს ჩემი პირველი მედალი იყო.

ფინალში მარცხის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ მიღწეულით, თუმცა გამარჯვება ყოველთვის უმჯობესია და შევეცდები, მომავალში ოქროს მედალსაც შევწვდე.

შეჯიბრებაზე კენჭისყრის მიხედვით ჩემს სავარაუდო მეტოქეებს რომ გადავხედე, ვიფიქრე, ამ ქვეჯგუფიდან ფინალში გასვლა აუცილებლად უნდა მომეხერხებინა.

ბულგარელთან თავდაპირველად მართალია, ვაგებდი, მაგრამ მაინც შემოვაბრუნე პაექრობა. რუმინელთანაც რთული ბრძოლა იყო, თუმცა ფინალში გასასვლელად ჩემმა მონდომებამ წარმატება მომაპოვებინა. ოქროს მედლისთვის ასპარეზობაში კი, მაგომედმურად გაჯიევს, სამწუხაროდ, ვეღარაფერი მოვუხერხე და ფინალისტობით დაკმაყოფილება მომიწია", - თქვა დავით ტლაშაძემ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინათ ჩვენთან ინტერვიუში ტლაშაძეზე საუბრისას მისმა თანაგუნდელმა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა გვითხრა:

"დათო თითქმის ამოუწურავი რესურსის მქონე მოჭიდავედ მიმიჩნია. მას შეუძლია კიდევ უფრო მოუმატოს. სამწუხაროა, რომ მისი წონა ოლიმპიური არაა და ამის გამო უსამართლოდ იჩაგრება".

დიახ, მოუმატა და კონტინენტის ჩემპიონატზე ვერცხლისმედალოსანიც გახდა. 70 კგ წონითი კატეგორია, რომელშიც ჩვენი წერილის გმირი ასპარეზობს, ოლიმპიური წონა არაა. ქალთა ჭიდაობისთვის ორი წონითი კატეგორიის სანაცვლოდ ვაჟებში 61 და 70 კილოგრამი წონითი კატეგორიები ამოღებულია ოლიმპიური თამაშებიდან, რის გამოც ამ წონებში მოასპარეზე სპორტსმენები, ცხადია, იჩაგრებიან.

"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის საშუალება მქონოდა, მაგრამ რადგან ამას ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვარ მოკლებული, რაღა გაეწყობა, შევეცდები, სხვა შეჯიბრებებზე წარმატების მოსაპოვებლად მეტი შემართებით ვიბრძოლო", - თქვა დავითმა.

სამომავლოდ შეგირდის წარმატების იმედი აქვს პირად მწვრთნელსაც:

"დათომ დაამტკიცა, რომ ბევრი შეუძლია. გამოსარჩევია, რომ ტლაშაძეს აქვს წაგებულ შეხვედრებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ჩინებული უნარი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მას კარიერაში კიდევ ბევრი წარმატება ელის", - ეიმედება ნუგზარ სხირელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ლადოს მიზანდასახულობა და გენოს ტვირთი - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია