ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ცეცხლს ვეთამაშებით, ამას ერთად უნდა დავუსვათ წერტილი!

[ოთხშაბათის საკითხავი] ცეცხლს ვეთამაშებით, ამას ერთად უნდა დავუსვათ წერტილი!

მრავალ ქვეყანაში ამ პრობლემას უკვე მოჰყვა მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდეს
პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა დავწეროთ, მხოლოდ ქართულ ფეხბურთში არ დგას. მეტიც - ის უფრო მძაფრია სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. საქართველოს მასშტაბები სხვაა, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიისა კი - სულ სხვა...

ის, რაც სხვა დიდ ქვეყანაში შეიძლება ნაკლებსაცნაური და მტკივნეული იყოს, ჩვენში ასე ვერ იქნება. არადა, მრავალ ქვეყანაში ამ პრობლემას უკვე მოჰყვა მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდეს.

ალბათ, მკითხველი "გორდიას კვანძის" გახსნას ელის და დროა, ასეც მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ რამდენიმე გუნდის გულშემატკივრებს შორის, პირდაპირ უნდა ვთქვათ, მტრულ ურთიერთდამოკიდებულებას.

ამას რომ ვწერთ, სულაც არ გვავიწყდება, რომ ფეხბურთი სპორტია და სპორტს თან ყოველთვის ახლავს ჯანსაღი კონკურენცია - როგორც გუნდებს, ისე გულშემატკივრებს შორის, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. არ გვინდა, მხოლოდ მაშინ გავიღვიძოთ, როცა უკანდასახევი გზა აღარ იქნება, როცა ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება...

ახლა შეგნებულად არ დავასახელებთ კონკრეტული გუნდების გულშემატკივრებს, რომლებიც განსაკუთრებით ვერ იტანენ ერთმანეთს. მატჩის მიმდინარეობისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ დენთის კასრზე ზიხარ. მორჩება თამაში (არ აქვს მნიშვნელობა, როგორ) და იწყება გარჩევები სტადიონს მიღმა ან ქომაგები უკვე ინტერნეტსივრცეში აგრძელებენ ერთმანეთისა და ერთმანეთის საყვარელი გუნდის შეურაცხყოფას...

ისე მოხდა, რომ პატარაობიდანვე ფეხბურთის სამყაროში მიწევს ტრიალი. რა თქმა უნდა, ადრეც იყო ასეთი რამეები. რა თქმა უნდა, ადრეც ქომაგობდნენ ჩვენში, მაგრამ მაშინ ყველაფერი ტრიბუნაზე რჩებოდა და მთავრდებოდა. მორჩებოდა თამაში, მასპინძელი გუნდის ქომაგი სუფრას გაშლიდა და ახლა უკვე ჭიქა ღვინოსთან ერთად ირჩეოდა მატჩის პერიპეტიები. ისეთი ადამიანებიც ვიცი, ასეთი ამბების მერე სამუდამოდ რომ დამეგობრებულ-დაძმაკაცებულან...

დღეს კი რა ხდება? სტადიონზე დაპირისპირებას აღარ ვჯერდებით და "ბრძოლის ასპარეზი" ათასგვარ ინტერნეტფორუმზე გადაგვაქვს. კლავიატურას ამოფარებულები ვაყენებთ ერთმანეთს ათასგვარ შეურაცხყოფას და მერე ამ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

დიახ, ბატონებო, უნდა დაგვერწმუნოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით. თუ არაფერი შეიცვალა ჩვენს შეგნებაში, თუ მეტი არ მოვთხოვეთ საკუთარ თავს და წინა პლანზე ზოგადქართული მოტივები არ წამოვწიეთ, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რისი გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.

კიდევ ერთხელ მოგვიწევს იმის გამეორება, რომ საქართველო პატარა, სხვანაირი სპეციფიკის ქვეყანაა და ჩვენ სხვისი სტანდარტების თარგად აღება არაფერში გამოგვადგება. მაგალითად, საქართველოში სულაც არ არის აუცილებელი, უშუალოდ სტადიონზე ნახო შენი "მოშუღარი". შეიძლება მას შეხვდე ყველგან - "შენს" თუ "მის" ქალაქში, მატარებელში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში თუ უბრალოდ - "ნეიტრალურ" ტერიტორიაზე.

რა იქნება მაშინ? სადაც ადამიანია, იქ ემოციაცაა. ქართველი კაცი ბუნებით ფიცხია და ყოველთვის უჭირს ემოციის გაკონტროლება. შეიძლება წამიერად აფეთქდე და ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ვეღარ გამოასწორებ.

რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს. ზოგადად, ცხოვრებაში არ არის გამოუვალი სიტუაცია. ამ საკითხზე მე ჩემი აზრი მაქვს. ამ აზრს მზის სინათლეზე გამოვიტან და ეს აზრი, რა თქმა უნდა, სულაც არ არის უალტერნატივო.

მიმაჩნია, რომ ურიგო არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული "მრგვალი მაგიდის" მოწყობა, რომელსაც ჩვენი ყველა გუნდის გულშემატკივრები შემოუსხდებიან. ამ შეხვედრაზე უნდა შემუშავდეს მემორანდუმი, რომელიც ერთმანეთის პატივისცემასა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ეს არ არის რთულად გასაკეთებელი საქმე. კარგი იქნება, თუ რაიმე ფორმით ამაში ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთვება, თუმცა ეს მაინცდამაინც ფედერაციის საქმე არ მგონია. აქ აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს ჩვენი გულშემატკივრის კეთილი ნება - ელემენტარული ნება, როგორმე გადავაბიჯოთ პირად ინტერესებს და საკუთარ ამბიციებზე მაღლა ქართული ფეხბურთის ამბიციები დავაყენოთ.

აბა, ასე რა გამოდის? ძალიან ხშირად მატჩისწინა აჟიოტაჟი და გულშემატკივართა მოსალოდნელი "ჯახი" უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე თავად თამაში.

ფაქტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ამას ერთად უნდა დავუსვათ წერტილი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• DABDURA

ერთი ის ხალხი მანახა ვინც ამ ფანებს აკრიტიკებს , თავში რა უდევთ. დაანებე თავი ფანებს მაგათ თავისი გაგება აქფთ "ფანური"

• ugulava

დედის გინების მეტი სათქმელი არაფერი აქვთ ცხოვრებაში და რა ქნან

• კობა

პირდაპირ გეტყი კაკაურიძე რომ დემაგოგი ხარ,და რომ გნახავ პირშიც გეტყვი მაგას, რამდენი გადაგიხადეს შე ფედერაციის მონავ?

• parfiumer

განსაკუთრებულს ალბათ ვერ გეტყვით ვერაფერს, მარა ჩვენ საქართველოში ვართ და ერთნი ვართ წესით.. ფეხბურთია და კი მოგვსვლია ისეთებიც რომ არ უნდა მოგვსლოდა( ზესტაფონელი ვარ და ქუთაისელი ძმები დამეთანხმებიან) მარა ეს იქვე მოგვარებულა... არ მგონია რომ ერთი სიხარული არ გავახარებდეს და ერთი არ გვტკიოდეს... მე ვმჯდარვარ მეორე გუნდის ,,ბალეშიკებთან" ერთად გინდ სამტრედიაში და გინდ მარტვილში, ზესტაფონში ხო თავისთავად(მართალია ამ ბოლოს აგარ გვაქ ეგ ბედნიერება რომ ს/კ ზესტაფონს უგულსემატკივროთ) და გვიწყენინებია კი არა ძმობაში გავიტარებია 90+150წუთი.. ჩვენ გვიყვარს ქრთული ფეხბურთი და უფრთხილდებით ერთმანეთს... პ.ს. დორტმუნდის ბორუსიას და ლივრპულის თამაშს ვინც უყურა იქ ჩანს როგორ შეიძლება შენსას სცე ისე პატივი რომ სხვას შეურაცყოფა არ მიაყენო... აბა ჩვენ ვიცით.

• ras erchi

ფეხბურთი იმისია რომ ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს და ვიღაც უნდა დამარცხდეს. რას ერჩი გამარჯვებულს ან მის გულშემატკივარს. გუნდმა არ გაიმარჯვოს, ან გულშემატკივარმა არ უქომაგოს? სამწუხაროდ ახალგაზრდებს შეგნება არ აქვთ. გაიზრდებიან და მხივდებიან რომ ქარი უქრით თავში. მაგრამ მთავარია სანამ ამას მიხვდებიან გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან

• kvaxa

არაფერი გვეშველება. რატოოოომ? გაბალას ფანები რომ ცემეს თბილისში, აზერების დროშა რომ გათელეს (მერე იმათმა უარესი აბაროტი აგვიღეს, ოღონდ მერე), რატომ არავინ არ დაიჭირეს? ფაქტია ინტერნეტში ულტრასების გვერდზე გამოქვეყნდა. ეგეც პირადულ კადრები იყო? მაგის დადგენას რაღა უნდოდა? ზოგს რომ კითხო პატრიოტები არიან. მე თუ მკითხავ სტადიონზე გლობუსებით და რუქებით არ უნდა ირბინო. საბოლოოდ უარესი გამოვიდა და ახალი მტრები გამოგვიჩნდა. აი რომ დაეჭირათ, ჯერ ერთი სხვა ვეღარ გაბედავდა და მეორეც აზერებს პასუხს მოთხოვდი. და თუ გიყვარს საქართველო გულზე მჯიღი კი არ უნდა ირტყა არამედ რაიმე გააკეთო კარგი ამ ქვეყნისთვის. თუმცა მაგას უკცე ცოდნა განათლება ჭირდება, რაც ულტრასებს არ აქვთ.

• Bidzia

გიო, მომისმინე ბიძია, ა ესეიგი ტრიბუნები თუ ცარიელია იმიტომ არის ცუდი რომ ჩხუბი რომ გინდოდეს ვერავის ნახავ?? მართლა ეგრე აზროვნებ თუ ისე წამოგცდა?.. რამდენი წლის ხარ? იცით რას გეტყვით თქვენნაირებს, ვისაც ჩხუბი უნდა და დაპირისპირება "საინტრიგოდ" ისეთი უნდა იცემოს რომ ჩხუბის ხალისი დაეკარგოს სამუდამოდ, "ოპერა" არ უნდა ამას.

• safrtxe

გიზოგ, მართალი ხარ, ასეთი დაპირისპირებულები რომ იქნებიან მერე იარაღი უნდა დაურიგო და მორჩა დაქცეულია ქვეყანა, 90იანებში ასე არ გაგვიკეთეს?, ვინ აფინანსებს საერთოდ მაქ ფანკლუბებს სპეციალურად გავრცელებულს გავს, ვიღაცას ძალიან ხომ არ უნდა რომ საქართველო ისევ 90იანების ბანდების ომებში ჩაიქცეს? ან ის რა მარაზმია "ჩემი ცოლის დაქალებში" რო დაიწყეს "მონტანელები" და ასე შემდეგ, ჯერ ეგეთი არაფერი არ არის და სად დაინახეს ეგ "რეალობა"? თუ ეგეთი რეალობის შექმნა უნდათ? იქნებ გავლენა უნდათ მოახდინონ მასებზე მაგისი "მოდა" დაიწყონ ტელევიზორიდან და იმის იმედი აქვთ რომ ცოტა ხანში ეგეთი ბანდები მართლა შეიქმნება აგერ ეს ულტრასები უკვე დასდევენ ერთმანეთს და მშვიდობით საქართველო გეტირებათ ყოფა! ზონდერული თაეტრის დასასრული.

• gia

es icit risi bralia/? dinamo ro dzalit xdeba chempioni msajebis daxmarebit.. ertxel da samudamod unda morches micem mocema maimunoba///.. ai aqedan modis zizgi da cxubiii...

• Gio

ჩხუბი...ერთმანეთის ლანძღვა გინება ცუდია...მაგრამ....ცარიელი ტრიბუნები,...ჩხუბი რომ გინდოდეს ვერავის რომ ვერ ნახავ...ეგ უფრო ცუდი არაა?...ფეხბურთი უემოციოდ,უმაყურებლოდ,მაყურებლის დაპირისპირების გარეშე..სულ ბარსა-ბაიერნი რომ თამაშობდეს ფეხბურთი არაა...ინტრიგა თუ არ გინდა წადი ბიძია ოპერაში...ზოგან ხელოვნურად ქმნიან ინტრიგას მაყურებელი რომ დააინტერესონ...იმას არ ვამბობ რომ ვინმემ ერთმანეთს ცხვირპირი დაალეწოს ან დედა აგინოს მაგრამ როდესაც ვიღაცას გულშემატკივრობ ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცის წაგება გინდა....

• emigranti

ეს "ულტრასობა" არის ხულიგნობა და ...!!!! და არა "კულტურა", რა ყველაფერ უცხოურ ნეხვს "კულტურად" ასაღებენ საქართველოში, პატარა მარიაჟი ბიჭები უცხოეთს ბაძავენ და მომინდომეს აქ იქაური "ბეზპრიძელი" ხულიგნური გაჯეჯილება და უმიზეზო ზიზღის გავრცელება, ბეზპრიძელი ჩხუბები და თავდასხმები მხოლოდ საბლატაოდ! ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო ვიღაც ლაწირაკებს ინტერვიუს ართმევდით და ის "ულტრასობის" "კულტურაზე" გელაპარაკებოდათ, ამ ხულიგნობის ლეგალიზაცია ხდებოდა ვითომ რაღაც განვითარება გადმოქონდათ ევროპიდან, ლაწირაკები... ყველაფერი იქიდან გადმოპურჭყებული "რენესანსი" კი არაა თქვე ცინგლიანებო, დასაწყისშივე იყო ამოსაძირკვი და ამოსაშანთი, სწორედ ეს იყო მოსალოდნელი, მაგათი მიზანი და ამას გულისხმობდნენ მაგ "კულტურაში".. თუ პატრონი გვყავს უნდა აკრძალოს ეს "ფანკლუბები" და "ულტრასები", სტადიონზე რომ მიდიხარ უნდა იყო კაცი და ჩვეულებრივი იმ ქალაქის მოქალაქე რომელსაც გუნდი წარმოადგენს ! ჩვეულებრივი ქალაქელი ბიჭები უნდა დაყვებოდნენ გუნდს და არ გააბლატავონ არ გააჭაჭანონ ეს ხულიგნურ-ულტრასული დაჯგუფებები, და თუ ჩხუბი იქნება ჩვეულებრივმა ბიჭებმა უნდა დაახიონ თავზე ეგ "ულტრასობა" ყველას საქართველოში და მის გარეთაც!

• anti

სანამ ფედერაცია არ შეცვლის გუნდების მიმართ დამოკიდებულებას და ყველა გუნდი თანაბარუფლებიანი სანამ არ იქნება არ შეიცვლება ეს სიტუაცია, არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში მხოლოდ ერთი გუნდი და მხოლოდ დინამო. ახლა ბოლო ფაქტს ავიღებ, ტორპედო დინამოს თამაშს, მსაჯის მიერ ძალიან დიდ შეცდომას, ეგეთ თამაშში, ეგეთ მომენტში, თამაშის ბოლო წუთებზე პენალტი არ უნდა ინიშნებოდეს, ეს კვარაცხელიას არ უნდა ეშლებოდეს, მგონი გამოუცდელი მსაჯი არ არის და პირველად არ მსაჯობდა, ამის მერე ფედერაციამ რა ქნა? კვარაცხელია რომ დაესაჯა ადგა და თავზე ხელი გადაუსვა, 1 თამაშიანი დისვალიფიკაცია მისცა. ამის მერე თქვენი აზრით რიგირთი გულშემატკივარი რას იზამს? როდესაც შენს საყვარელ გუნდს თამაშის ბოლოს ვიღაცის გამო ჩაგრავენ, ბოროტდები და ყველაფერი ეს აქედან იწყება. ეს მდგომარეობა არასდროს არ გამოსწორდება სანამ ეგეთი მიდგომა იქნება ზემოდან, მგვრალი მაგიდა კი ოცნებად დარჩება ყოველთვის...

• avtors

სწორი პოზიციაა!

• goga

ვეთანხმები მეეც, მაგრამ .. თამაშეებზე თბილისის იქეთ არ დადიხართ თქვენ დან დენთზე მეტი არაა, ასეთ დროს სტატიებს რომ წერთ ამა თუ იმ სტადიონზე რაც ხდება

• asea es

ეგრეა ახლა სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად(ისე საყურებელიც ბევრი არაფერია)კი არა სჩხუბრად,საღრიალოდ და საგინებლად დადიან,ორი ტაიმი კაცი მოედნისგან,რომ ზურგშექცევით დგას და ღრიალებს იმას ფეხბურთზე რა უნდა ელაპარაკო.

• misha

ყველაფერში გეტანხმები მარა ეს ჭიქა ღვინოსთან ირჩეოდა პერიპეტიები არ არის საჭირო ნამდვილად ამათ კიდე ღვინო უნდათ? ...

• gizog

რა თქმა უნდა ვეთანხმები ავტორს და აქვე ავღნიშნავ, რომ ხანდახან ისეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომელიც ძალიან სცდება სპორტს, ამიტომ ეჭვი მაქვს ჩვენს მართლაც ფეხბურთზე გულანთებულ ბიჭების ემოციას, რომელთაც დიდ პატივსვცემ, ვიღაც ქართული საქმის მტერი მართავს და მეთოდურად მიჰყავს დიდი ეროვნული ტრაგედიისკენ. ვინაიდან სახელმწიფომ 265 მლნ ჩადო ფეხბურთში და ეს ბუნებრივია უფრო გაამწვავებს კონკურენციას და დაპირისპირებას, ამავე დროს მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ გულშემატკივართა ემოციები ბრმად არ იქნეს გამოყენებული ქართული ფეხბურთის და ქართული სახემწიფოს წინააღმდეგ. ავტორის თქმისა არ იყოს მომიწია ასეთ მატჩებზე დასწრებამ, როცა ვერ გაარკვევ ზოგიერთი მოსულია ფეხბურთის საყურებლად და საქომაგოთ, თუ სხვა მიზნით.

• gia

ვეთანხმები ბოლომდე

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი