"ბარსა" ჰეთ თრიკს ვეღარ შეასრულებს
* 1990 წლის მერე (მილანი) ჩემპიონთა თასის ზედიზედ მოგება არავის გამოსდის.

* "ბარსელონა" I ტაიმში "ატლეტიკოს" საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო

* 452 წუთია, ლიონელ მესის გოლი არ გაუტანია.

* ბოლო 9 სეზონში "ბარსელონა" მეორედ გავარდა მეოთხედფინალში და მეორედ მისი დამარცხება "ატლეტიკომ" შეძლო

* დიეგო გოდინმა ლიგის ამ სეზონში 63-ჯერ გამოიტანა სახიფათო ზონიდან ბურთი და 32-ჯერ ჩაჭრა ბურთი. ურუგვაელი ორივე მაჩვენებლით ისეთი ლიდერია, რომ ვერავინ დაეწევა.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

ამ მატჩს ყველაზე ორიგინალურად კატალონიური "სპორტი" გამოეხმაურა - გაზეთის პირველ გვერდს აქვე გთავაზობთ. ვიტყვით, რომ კატალონიური Perdidos "ზღვაში დაკარგულებს" ნიშნავს და დაახლოებით, ინგლისური Lost-ის ანალოგიურია.

"ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკომ" თითქმის შეუძლებელი შეძლო. დიეგო პაბლო სიმეონეს ჯარისკაცებმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი და ამ სეზონში საუცხოოდ მოთამაშე "ბარსელონა" დაამარცხეს. "ჩოლოს" ბიჭები ანტუან გრიზმანის დუბლით ნახევარფინალში გავიდნენ.

მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიომ კი თავის მეგობრებთან ერთად გოლის გატანა ვერ შეძლო. მსაჯები "ბარსელონას" სასარგებლო გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ და ზოგჯერ საკამათო სიტუაციებში, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის მიწურულს, ინიესტას ჩაწოდება გაბის ხელზე აშკარად საჯარიმოს შიგნით მოხვდა და ჯარიმის ნაცვლად პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ "ბარსა" წაგებას მხოლოდ ამ ეპიზოდს ვერ დააბრალებს და არც აბრალებს.

- მსაჯის უხეში შეცდომა ატლეტიკო-ბარსელონას მატჩში [VIDEO]

მით უმეტეს, ხაზგასასმელია ისიც, რომ იქამდე, იგივე ინიესტა რომ გაეძევებინათ და, ალბათ, გასაძევებელიც გახლდათ, სავარაუდოდ, ეს ეპიზოდიც აღარ იქნებოდა. გარდა ამისა, წითელ ბარათს იმსახურებდა ნეიმარიც.

"ამ გუნდს აქვს ძალა და უნარი, რომ თავდაუზოგავი მუშაობით მიაღწიოს მიზანს. ჩვენ 4 წელიწადზე მეტია ერთად ვართ და ეს არ იცვლება. მიხარია, რომ ეს ფეხბურთელები ერთად არიან ამ გუნდში და სწორედ ამით ვარ ბედნიერი. მხოლოდ იმაზე არ ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გავედით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნახევარფინალი. არის რაღაც ფასეულობები, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვართ პატიოსანი მშრომელები, რომლებმაც შეიძლება წააგონ ან მოიგონ, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით. კიდევ ერთხელ შევძელით ძალიან რთული მატჩის მოგება.

გვჯეროდა ბოლომდე, ვმუშაობდით და ვიცოდით, რომ შეგვეძლო... პირველ ტაიმში უფრო ისეთი თამაში იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მეორე ნახევარში კი უფრო მეტოქისთვის მისაღები თამაში წავიდა. "ბარსელონას" ჰყავს ისეთი ინდივიდუალური ოსტატები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გაიბრწყინონ, მაგრამ ჩვენ ერთად დავდექით და გუნდურად ვიძალეთ.

ეს იყო ორი სხვადასხვა რესურსის და შესაძლებლობების მქონე კლუბის ჭიდილი. მეტოქე ფავორიტი გახლდათ, მაგრამ ხანდახან შენ იგებ და ჩვენც მოვახერხეთ მოგება.

ასეთი მომენტები ფეხბურთში უნიკალურია, დაუვიწყარი. ბევრი ბავშვი დავინახე "ატლეტიკოს" ფორმებით. მათ სჯეროდათ ჩვენი და ეს განსაკუთრებული დღე გამოდგა, რომელიც არასდროს არ დაავიწყდებათ, ისევე, როგორც ჩვენ. ახლა კი მხოლოდ "გრანადაზე" ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავარი შემდეგი მატჩია. "სიტის" საოცარი ფინანსური რესურსი და დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. "რეალი", "ბაიერნი"... მათი ისტორია ყველაფერს ამბობს.

ძალიან ძლიერი გუნდები დარჩნენ. "ატლეტიკოსთვის" კი ოთხ საუკეთესოში ყოფნა უკვე დიდი ნაბიჯია. ახლა მეტის გაკეთება და მეტზე ფიქრი შეგვიძლია" - თქვა "ჩოლომ".

- გოგონა, რომლის გამო ნეიმარს "ატლეტიკოსთან" უჭირდა [PHOTO]

ლუის ენრიკე: "ეს ისეთი სტილის მატჩი გამოდგა, როგორსაც ველოდით, ალბათ, იმის გამოკლებით, რომ მაინც არ მეგონა, თუ მეტოქე ამ დონეზე სიღრმიდან და დაცვიდან ითამაშებდა. საუკეთესოდ თამაში არ გამოგვივიდა, სიმწვავე გვაკლდა და ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. მართლაც, ძალიან გვსურდა შემდეგ ეტაპზე გასვლა და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ "ატლეტიკოს" ვულოცავთ.

პირველ ტაიმში მადრიდელებმა თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს, გველოდებოდნენ და ცდილობდნენ, კონტრშეტევაზე გაეტანათ. მერე უფრო საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ მომენტში საუკეთესო ფორმაში არ ვართ.

სეზონის გარკვეული ნაწილი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და ასევე გაგრძელება არ გამოგვივიდა. თუმცა ახლა თავი უნდა გავიმხნევოთ და დარჩენილი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ. ფეხბურთელებს უნდოდათ ტიტულის მოგება, ფანებსაც, ყველას გვინდოდა, მაგრამ ამჯერად ეს აღარ გამოვა.

ცხადია, განვიცდით და გულდაწყვეტილები ვართ. მეგონა, "ატლეტიკო" მეტს შეუტევდა. ჩვენზე ზეწოლა არ იყო, ბურთი გვეჭირა და თამაშს ვაკონტროლებდით. მეტოქეს ბევრი მომენტი არ ჰქონია, მაგრამ ერთი გამოიყენა და მერე გააკეთა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის - თავის ნახევარზე განლაგდა და თავი დაიცვა. ეს "ატლეტიკომ" კარგად გააკეთა და მშვენიერი მატჩი ჩაატარა. გვაკლდა მრავალმხრივობა, სიმწვავე და უფრო ცბიერად, ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა, სხარტადაც.

ბურთი გვქონდა, მაგრამ შესაბამისი რაოდენობის მომენტს ვერ ვქმნიდით. კიდევ ერთხელ ვულოცავ "ატლეტიკოს", რომელიც ჩვენზე უკეთესი იყო. ჩვენი მიზანი კი ყოველთვის უმაღლესია და ვამაყობთ, რომ "ბარსელონა" მუდამ მოგებისთვის გადის მინდორზე. ახლა ეს შედეგი უნდა მივიღოთ და თამაშის გაუმჯობესება ვცადოთ. ორ ტურნირზე ვრჩებით, რომელთა მოგების კარგი შანსი გვაქვს. ალბათ, ნებისმიერი სხვა მწვრთნელისთვის ამ ორი ტიტულის მოგება საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუმატოთ".

- "ბარსელონას" ფეხბურთელების სახეები "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ [PHOTO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
სისულელეა! ფეხბურთმა და საერთოდ სპორტის ბევრმა სახეობამ ბევრად გადაუსწრო ნარკო და იარაღის მაფიას. 100 მილიონიანი ფეხბურთელები.. მსაჯები,ფეხბურთელები,მწვრთნელები არტისტიზმის უმაღლეს დონეებს მიუახლოვდნენ, მსახიობებად არიან გადაქცეული და არა სპორცმენებად. ამის მიუხედავად არც ერთი მათგანი საჯაროდ არ აღიარებს ამას და სააშკარაოზე არ გამოაქვს ეს სიბინძურე. იმიტომ რომ ფული ყველაფერზე ძალიან უყვართ. სანამ ტოტალიზატორი იარსებებს რეალურ ფეხბურთზე არც იფიქროთ
levan
ცუდი შეფასებაა ენრიკეს მხრიდან. ატლეტიკო ყრუ დაცვაში არანაირად არ იდგა და თამაშობდა იმ ფეხბურთს როგორი სტილის მიმდევარიცაა და როგორადაც თამაშობს ვილიარეალთან, ბეტისთან და სხვა ფარჩაკ გუნდებთან. უბრალოდ აქ მეტოქე არ აძლევდა მეტის საშუალებას...
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოურინიო გოდინის "ტოტენჰემში" გადაბირებას ცდილობს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
გოდინი: ის უნაკლო მწვრთნელი და ორკესტრის დირიჟორია
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
გოდინი, რაბიო, სანჩესი - სერია A-ს იმედგამაცრუებელი ტრანსფერების სიმბოლური
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
დიეგო გოდინი "ინტერს" დატოვებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
36 წლის დიეგო გოდინმა კლუბი კიდევ ერთხელ შეიცვალა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
დიეგო გოდინი: "ბარსელონა" მესისთან ერთად და მის გარეშე, ეს ორი სხვადასხვა გუნდია