ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი ამბები

"დენვერ ნაგეტსის" ლიდერ კარმელო ენტონის კიდევ ერთი პრეტენდენტი გამოუჩნდა. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა "დენვერის" ხელმძღვანელობასთან და ენტონის სანაცვლოდ ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბინუმი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ESPN-ის მიმომხილველი კრის ბროსარი ავრცელებს.

მისი თქმით, "ნაგეტსს არ აინტერესებს რონ არტესტი და ლამარ ოდომი, ამიტომაც "ლეიკერსს" ენტონის ხელში ჩასაგდებად ტრეიდში სხვა კალათბურთელების ჩართვა მოუწევს.

ჩემპიონთან მოლაპარაკებები საწყის სტადიაშია, ამიტომაც "დენვერის" ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს სამმხრივ გაცვლას "ნიუ იორკთან" და "მინესოტასთან", რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. ამავდროულად, "ლეიკერსის" წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ სავარაუდო ტრეიდის შესახებ.

პირსი ტიტულს დაიცავს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის მონაწილეთა სია გამოქვეყნა. შარშანდელმა გამარჯვებულმა, "ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდმა პოლ პირსმა 19 თებერვალს, ლოს ანჯელეს "სტეიპლ ცენტრში" ტიტულის დაცვის შანსი მიიღო.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს "ბოსტონის" კიდევ ერთი კალათბურთელი - რეი ალენი, რომელსაც ეს პრიზი 2001 წელს აქვს მოგებული. სხვათა შორის, ვეტერანი მცველი ახლოა რეჯი მილერის რეკორდის გაუმჯობესებასთან. სულ მალე რეის რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე მეტი სამქულიანი ექნება ჩაგდებული.

ბოსტონელებს კონკურენციას გაუწევენ კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), დანიელ გიბსონი ("კლივლენდი"), ჯეიმს ჯონსი ("მაიამი") და დორელ რაიტი ("გოლდენ სტეიტი").

ბიზლი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

"მინესოტა ტიმბერვულვზის" ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ ბიზლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროა ტრავმირებული ფეხის მკურნალობაზე იფიქროს. ამისათვის კალათბურთელი უახლოესი რამდენიმე მატჩის გამოტოვებას გეგმავს.

ბიზლი ამ აზრამდე "ნიუ ორლეანთან" მატჩის შემდეგ მივიდა. იმ შეხვედრაში ფორვარდმა ფეხი გადაიბრუნა და ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. მიმდინარე რეგულარულში ბიზლის მაჩვენებლებია - 19.9 ქულა და 5.6 მოხსნა.

როი ამ კვირას დაბრუნდება

"პორტლენდის" შემტევმა მცველმა ბრენდონ როიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებისგან სრულფასოვანი ვარჯიშების განახლების უფლება მიიღო. შეგახსენებთ, "ბლეიზერსის" ლიდერმა იანვარში ორივე მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და დღემდე აღდგენით კურსს გადიოდა. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ როი გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდება და რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლას განაახლებს.

ამ სეზონში ბრენდონმა მხოლოდ 23 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება. მის ანგარიშზეა 16.6 ქულა, 3.0 მოხსნა და 3.3 შედეგიან პასი.

ნოჩიონი ესპანეთში ფიქრობს

"ფილადელფია სიქსერზის" არგენტინელი ფორვარდი ანდრეს ნოჩიონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის დასრულებასა და ესპანეთში დაბრუნებაზე ფიქრობს. სამხრეთამერიკელს "კახა ლაბორალში" სურს თამაშის გაგრძელება, კლუბში, საიდანაც შვიდი წლის წინ ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა. ვებგვერდ encestando.es-ის ცნობით, ნოჩიონიმ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანეთის ჩემპიონთან სავარაუდოდ დაბრუნების შესახებ.

ესპანური პრესა ირწმუნება, რომ ფორვარდმა უარი თქვა 6.6 მილიონ დოლარზე. ამ კონტრაქტის მიხედვით ანდრესი NBA-ში 2013 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა, მაგრამ არგენტინელი შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა.

ნოჩიონი "კახა ლაბორალში" (მაშინ კლუბი "ტაუგრესი" ერქვა) 2000-04 წლებში თამაშოდა. ამ დროის განმავლობაში არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის