ესპანეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა
დასრულდა ესპანეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც კლუმა "პალენსიამ" მოიგო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება მეორე საგზურს, მისთვის ცხრილში მომდევნო 8 ადგილას გასული გუნდები პლეი ოფში იბრძოლებენ.

ცხრილში მეორედან მეცხრე ადგილებამდე გასული გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ და 22 აპრილიდან ბრძოლას საუკეთესოს გამოსავლენად დაიწყებენ. პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გრძელდება.

ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ბოლო ტურის მატჩი შინ "ლეიდანს" 100:86 მოუგო და რეგულარული მე-5 ადგილზე, 17 მოგებითა და 13 მარცხით დაასრულა. შესაბამისად, ბურჯანაძის ლაკორუნიულ გუნდს მეოთხედფინალში მე-6 ადგილზე გასული "ბრეგანი" ერგო, რომელთანაც მოედნის უპირატესობა გააჩნია და სერიის პირველ მატჩს 22 აპრილს გამართავს.

რაც შეეხება ლეიდასთან მოგებულ მატჩს, ბურჯანაძე თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.

პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის კალენდარი ასე გამოიყურება:

22 აპრილი (ლა კორუნიაში)

24 აპრილი (ლა კორუნიაში)

29 აპრილი (ბრეგანში)

1 მაისი (თუ საჭირო გახდა, ბრეგანში)

3 მაისი (თუ საჭირო გახდა, ლა კორუნიაში).

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში