მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს კაცებს შორის სუპერგიგანტში დამაჯერებელი გამარჯვება იტალიელმა კრისტოფ ინერჰოფერმა მოიპოვა

გარმიშ-პარტენკირხენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს კაცებს შორის სუპერგიგანტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა კრისტოფ ინერჰოფერმა.

ამერიკელი ლინდსი ვონის მსგავსად, გუშინ მამაკაცებიც ჩიოდნენ სუპერგიგანტის ტრასის გამო - ისევ ყინული და განსაკუთრებული სპეციფიკა: თუ ტრასის ზედა ნაწილის სწრაფად და უშეცდომოდ გავლის შესაძლებლობა არსებობდა, შუა ნაწილში მოთხილამურეებს ბევრი უსიამოვნო სიუპრიზი ელოდათ. კერძოდ, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სპორტსმენები კარს აცდენილიყვნენ.

ასეთ პირობებში რამდენიმე ფავორიტს ხელი მოეცარა. სუპერგიგანტი ჩააგდეს ტედ ლიჯეტიმ (კარი გამოტოვა), მიხაელ ვალჰოფერმა და აქსელ ლუნდ სვინდალმა; ზოგიერთს ცოტა დააკლდა პოდიუმამდე (რაიხი, კუში, ბაუმანი), ხოლო პუბლიკა გაართო საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა ბოდე მილერმა. ის დიდი ხანი აუმჯობესებდა იმ მომეტისთვის საუკეთესო შედეგს, ერთხელ შეცდა, მაგრამ შეინარჩუნა ტემპი, მეორედ შეცდა და კინაღამ დაეცა, თანაც ჯოხი დაკარგა. აქაც არ შეუწყვეტია გამოსვლა, მაგრამ ბოლოს კარი გამოტოვა და ბრძოლას გამოეთიშა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოდე უნიკალური მოთხილამურეა.

ასეთ რთულ პირობებში იდეალური დაშვება აჩვენა კრისტოფ ინერჰოფერმა. იტალიელმა სტარტის წინ თქვა - ტრასის კონფიგურაცია ძალიან მაწყობს და ხუთეულში შესვლას ვგეგმავო. ინერჰოფერი არათუ ხუთეულში შევიდა, არამედ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ყველა საშუალედო ნიშნულზე გააუმჯობესა ჰანეს რაიჰელტის დრო. იტალიელი ჟურნალისტების გარდა ასეთ შედეგს არავინ ელოდა, ამიტომაც გაკვირვებას ვერავინ მალავდა.

თავად რაიჰელტის პოდიუმს კი ბევრი წინასწარმეტყველებდა. ალბათ, გახსოვთ, რომ ამ ავსტრიელმა მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპზე შესანიშნავი ფორმა აჩვენა, თანაც გარმიშის ტრასა ძალიან ჰგავდა ავსტრიული ჰინტერშტოდერის ტრასას.

რაც შეეხება მსოფლიოს თასის ლიდერ ივიცა კოსტელიჩს, ვეტერანი ხორვატი წელს შეუდარებელია. სუპერგიგანტში მას ფავორიტად ცოტა ვინმე თუ ასახელებდა, კოსტელიჩმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საუკეთესო სპორტული ფორმა დაადასტურა. შესაბამისად, ხორვატი თავის საყვარელ დისციპლინებში - სუპერკომბინაციასა და სპეციალურ სლალომში უმთავრეს ფავორიტად განიხილება.

ახლა ჩემპიონატში ერთდღიანი შესვენებაა, პარასკევს კი ქალების სუპერკომბინაციაა დაგეგმილი, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები მარია რიშის ტრიუმფს მოელიან.

სუპერგიგანტი

კაცები

1. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) 1:38.31

2. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) +0.60

3. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) +0.72

4. დიდიე კუში (შვეიცარია) +1.03

5. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) +1.34

6. რომედ ბაუმანი (ავსტრია) +1.48

7. კარლო იანკა (შვეიც) +1.72

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა