რუანელებმა სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან მხოლოდ 1 ქულით წააგეს
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ფრანგულმა "რუანმა", რომლის ღირსებასაც ქართველი უკანახაზელი გიორგი ცინცაძე იცავს. მიუხედავად კარგი თამაშისა, რუანელები დამარცხდნენ - მათი მეტოქე მეორე ადგილზე მყოფი "ლე მანი" გახლდათ, ხოლო ცინცაძის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და, დიდი ალბათობით, უმაღლესიდან ქვედა ლიგაში გავარდება.

კარგი თამაში იმაში გამოიხატება, რომ აუტსაიდერმა რუანელებმა სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან მხოლოდ 1 ქულით - 81:82 წააგეს. პირველი ტაიმი ცინცაძის გუნდმა 13 ქულით წააგო, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოსთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. რუანელებს მოსაგებად დრო აღარ ეყოთ და, საბოლოოდ, შეხვედრა ბრძოლაში დათმეს.

ქართველმა ლეგიონერმა ამ მატჩში ეპიზოდური როლი შეასრულა. ცინცაძე მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა უქულოდ, ერთადერთი შედეგიანი გადაცემით დატოვა. ცინცაძემ თითოჯერ შეუტია შორი და საშუალო დისტანციებიდან, თუმცა - არაზუსტად. რუანელთაგან 22 ქულით გერშონ იუბუსელე გამოირჩა, ხოლო 21 ქულა ჟან-მიშელ მიპოკამ მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატი 34 ტურისგან შედგება, "რუანს" კი 5 მოგების წილ 24 მარცხი გააჩნია. დარჩენილ 5 მატჩში ცინცაძის გუნდს მის წინ მყოფ "ნანსისთან" 4 ქულა აქვს გასაბათილებელი, უმაღლესი ლიგიდან გავარდნას რომ თავი აარიდოს. მომდევნო მატჩი რუანელებს 2 დღეში, 19 აპრილს ელით - შინაურ "კინდარენაზე" "ლიმოჟს" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედით

zaza
ეჰ-რა ჭირს?მთელი წელია და ჯერ ერთხელაც ვერ წავიკითხე,რომ ეთამაშა სათანადო დონეზე(((..ასწორებს საფრანგეთი?(((ამის იმედზე როგორ უნდა იყოს ნაკრები?((
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს