ნორვეგიულ ფორდეში ძალოსანთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე ქართველმა ათლეტებმა ტრიუმფით დაასრულეს
ნორვეგიულ ფორდეში ძალოსანთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე ტრიუმფით დაასრულეს ქართველმა ათლეტებმა: ვაჟებში მძიმეწონოსანმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+105) სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ქალებში, ასევე მძიმე წონაში ანასტასია გოტფრიდმა (+75) სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ახლა კი უფრო დაწვრილებით: 22 წლის ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა: ქართველმა ძალოსანმა მესამე მისვლისას 212 კილო აიტაცა, რითაც ევროპული მიღწევა გააუმჯობესა, ხოლო 2011 წელს ირანელი ბეხდად სალიმის მიერ დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს მხოლოდ 2 კილოთი ჩამორჩა. ამ მოძრაობაში მეორე იყო სომეხი გორ მინასიანი - 205 კგ, ხოლო მცირე ბრინჯაო იჰორ შემეჩკოს (უკრაინა, 196) ერგო.

ღმერთო ჩემო! - ლაშა ტალახაძემ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა

ლაშამ აკვრა 235 კილოგრამით დაიწყო, მერე შტანგა 6 კილოთი დაამძიმა, ასპარეზობა კი 251 კილოგრამით დაასრულა, ორჭიდში 463 კილო მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ გორ მინასიანს 21 კილოთი აჯობა. 424 კილოგრამით მესამე იყო ესტონელი მარტ სეიმი.

ლაშა ტალახაძის დაჯილდოება ევროპის ჩემპიონატზე

ამავე წონაში ძალებს ცდიდა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე. მას ორჭიდში იგივე წონა რომ ეჩვენებინა, რაც 2015 წელს თბილისში (435 კგ) მესამე ადგილზე გავიდოდა. თურმანიძემ ნორვეგიაში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა: ექვსიდან მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, საბოლოოდ კი 410 კილოგრამით მე-7 ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკი

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) - 463 (212+251)

2. გორ მინასიანი (სომხეთი) - 442 (205+237)

3. მარტ სეიმი (ესტონეთი) - 424 (185+239)...

7. ირაკლი თურმანიძე (საქართველო) - 410 (190+220).

ქართული ძალოსნობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება 20 წლის ანასტასია გოტფრიდის (+75) მიღწევა - მან საქართველოს სამი ვერცხლის მედალი და ძალოსან ქალებში ოლიმპიადების პირველი საგზური მოუტანა. ანასტასიამ 113 კილო აიტაცა, ანუ იმდენივე, რამდენიც სომეხმა რიფსიმე ხურშუდიანმა, მაგრამ პირადი წონით მეტოქეზე ნახევარი კილოთი მძიმე აღმოჩნდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

გოტფრიდს აკვრაში 136-მა კილომაც მეორე ადგილი მოუტანა, რადგან რიფსიმემ 137-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, თან მესამე ცდა აღარც გამოუყენებია - ორჭიდში პირველობას ვერავინ შეეცილებოდა.

საქართველოს ნაკრების წევრს ორჭიდშიც მეორე ადგილი ხვდა, არადა, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგით (263 კგ) უპრობლემოდ გახდებოდა ევროპის ჩემპიონი.

კვარცხლბეკი

1. რიფსიმე ხურშუდიანი (სომხეთი) - 250 (113+137)

2. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) - 249 (113+136)

3. მერსი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) - 230 (103+127).

ნორვეგიის ფიცარნაგზე 105 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდნენ 18 წლის გიორგი ჩხეიძე და 30 წლის ალუდა მანაგაძე. ჩხეიძემ 381 კილოგრამით (170+211) მეცხრე, ხოლო მანაგაძემ 377 კილოთი (175+202) მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. არტურს პიესნიეკსი (ლატვია) - 403 (177+226), 2. არკადიუშ მიჩალსკი (პოლონეთი) - 403 (177+226), 3. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 402 (182+220).

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ექსჩემპიონმა (85 კილოში) რაულ ცირეკიძემ ორჭიდში 363 კილოს (164+199) მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მერვე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

მედლებს დაეუფლნენ: 1. ტომაშ ზელინსკი (პოლონეთი) - 387 (176+211), 2. სტანულის ზიგმანტასი (ლიტვა) - 381 (175+202), 3. გეორგი კუპცოვი (რუსეთი) - 376 (170+206).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Teimuraz
ყოჩაღ, ლაშა! იმედია, ოლიმპიადაზე კიდევ უფრო მაღალ შედეგს აჩვენებს და ოქროსაც აიღებს. ახლა მეორე საკითხი: იქნებ რედაქციამ ახსნას, რატომ წერს გოტფრიდს? ლათინური შრიფტით გვარი იწერება Hotfrid, ანუ ქართულად უნდა დაიწეროს ჰოტფრიდი. ესეც რუსულიდან არის ნათარგმნი?
ბმბ
ჩხეიძეც მაგარი ბიჭი სჩანს, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ორი ბრინჯაოს მედალი ანასტასია გოტფრიდისგან
ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!