თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ სომხეთ-საქართველოს მატჩზე ისაუბრა
ზაზა ზამთარაძე, თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის დირექტორი:

- ლიმასოლის შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიამ იცის, ზუსტად რას ითხოვს გუნდისგან, როგორ ათამაშოს და კონკრეტულად, რომელ ფეხბურთელს რა დავალება მისცეს. ის არის პრაგმატი მწვრთნელი და ტაქტიკას არსებული კონტიგენტის მიხედვით არჩევს. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, რა დავალება მისცა მოთამაშეებს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მუშაობა იცის და მინდა მას და საქართველოს ნაკრებს ეს გამარჯვება მივულოცო.

- მეორე ტაიმში ქეცბაიამ ძირითადი შემადგენლობა შეცვალა და ჩვენს დაცვასა და ნახევარდაცვაში ბევრი პრობლემა გამოჩნდა.

- ამ დროისთვის იაშვილი, კობიაშვილი და კალაძე მოედნიდან გავიდნენ და ცხადია, ეს გავლენას მოახდენდა. შესაძლოა, თემური 26 მარტს ხორვატიასთან დანიშნული მატჩისთვის რაღაც ტაქტიკას ამუშავებდა, რაც, ცხადია, მე არ ვიცი. შესაძლოა, სივრცეები იმიტომ გახსნა, რომ ამით გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებდა... ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ თემურმა გარისკა და მოიგო.

შესაძლოა, ახლა ვინმემ დაიწყო ლაპარაკი, რომ უფრო დამაჯერებლად უნდა მოგვეგოო, მაგრამ მე უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ, რადგან ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი მოგებას ველით და გვიხარია, მათ შორის, სომხეთთანაც.

- რომელიმე ფეხბურთელს გამოყოფდით?

- მე ისევ მთავარ მწვრთნელს გამოვარჩევ და არა რომელიმე ფეხბურთელს, რადგან მოვიგეთ, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

bb king
ქეცბა მართლა საიმედო მწვრთნელია! მადლობა ღმერთს რომ ისაა ნაკრებში! მაგრამ აშკარად ბევრი სამუშაო ექნება რადგან ფეხბურთელები არც ისე კარგ ფორმაში არიან. გოგუა განსაკუთრებით კარგია, მეკარეებიც მიხარია რომ აღარ გვაშინებენ, სხვები ნაკლებად სტაბილურები არიან, იმედია ხორვატიასთან უკეთესად ითამაშებენ, ურთულესი თამაში გველის. იმედია იღბალიც ჩვენკენ იქნება!
irakli
ქეცბა ყველაზე მაგარი კაცია და მჯერა რაგაცას მივაგცევტ ამ გუნდს ყენია ასატიანი მჩედლიზე და ეგარი...... საცუცუნო არაპერია მეორე ტაიმი იმიტო ვერ იტამასჰეს ბიჩებმა რომ კობი.კალაზე გოგუა და ხიზანა გაიყვანეს.....
aleko
ქეცბაიასი ჩვენ გვჯერააააააა.... ქეცბაია ფეხზე დააყენებს ქართულ ფეხბურთს
gurami
ქეცბაია აშენებს მომავლის გუნდს.ასე გააგრძელეთ ბიჭებო და 2024 წელს ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ
beso
მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ეხლა,მაგრამ ეს სიმართლეა;მართლა საუკეთესოა ეს ადამიანი ჩვენი ნაკრებისთვის და რაც არ უნდა მოხდეს ამ ადამიანს უნდა ვაცადოთ ძალიან დიდი ხანი . იქნებ უშველოს ამ კაცმა ჩვენ ფეხბურთს.უძლიერესი პეხბუღტელი იყო და უძლიერესი მწვრთნელია!გაიხარე თემო დზმა ხარ რა მართლა.ჯიგარი ხარ ჯიგარიიიიი
gia
ამ კაცმა იცის რასაც აკეთებს!ახალს არაფერს არ ვიძახი,მგრამ ეს ესეა და ძალიან მიხარია.იმიტო არა,რომ 9 თამაშია არ წაგვიგია ქეცბაია მართლაც საუკეთესო არჩევანია დგევანდელი ნაკრებისთვის და ამ კაცს რა კონტიგენტი ყავს კიდევ დზალიან კარგად ართმევს თავს.ფეხბურთელიც უდზლიერესი იყო და მწვრთნელიც ესეთია გაიხარე ტემურ დზმა ხარ რა მართლა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა