გაირკვა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს
გაირკვა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 21-24 აპრილს ყაზანში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამჯერად მწვრთნელებმა ყველა წონაში დააყენეს მონაწილე, რის გამოც მხოლოდ ორი წონა გააორეს.

სრული გუნდის წაყვანა მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ ორ პრობლემურ წონაში, სადაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება - 66-სა და 100-ში, კანდიდატებს ექსტრა-ქულა სჭირდებოდათ, რასაც კონტინენტური პირველობები იძლევა.

ევროპის ჩემპიონატს, "ჩვეულებრივის" გარდა, ამჯერად ჩვენთვის ის დატვირთვაც ექნება, რომ საბოლოოდ ვინძლო სწორედ აქ გავინაღდოთ ბრაზილიის საგზურები.

განსაკუთრებით - 100 კილოგრამში, თორემ 66-ში ვაჟა მარგველაშვილს ბევრად უფრო მყარი პოზიცია აქვს. თუმცა თათრეთში წარმატების შემთხვევაში მას, მედლის გარდა, განთესვის ზონაში შეღწევაც შეეძლება.

მწვრთნელებმა საოლიმპიადოდ არავინ დაასვენეს და ევროპირველობაზე საჭიდაოდ ყველა ლიდერს უხმეს. მათ გუნდური პირველობისთვის დამატებით ორი სარეზერვო მონაწილეც მიჰყავთ: გიორგი პაპუნაშვილი (81) და პაატა ღვინიაშვილი (90).

ყაზანში ოთხი მონაწილე ქალთა შორისაც გვეყოლება, თუმცა იმათმა დამრიგებელმა გია თენაძემ ეს ადრევე დააანონსა. მათ შორის იქნებიან მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70), რომლებიც ასევე იბრძვიან რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის.

ყაზანში პირადი პირველობა სამ დღეზეა გადანაწილებული, მეოთხე - 24 აპრილი კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

21 აპრილს პირადში ვაჟებიდან 60-66, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იასპარეზებენ. მეორე დღეს ვაჟებიდან 73-81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან კი მედლების მოპოვებას 63 და 70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან. დანარჩენები 23-ში გამოვლენ.

ვაჟები

60 კგ. ამირან პაპინაშვილი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი

90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი

100 კგ. ბექა ღვინიაშვილი

+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები

48 კგ. ოლგა ალადოშვილი

52 კგ. მარიამ ჯანაშვილი

57 კგ. სალომე აბაშიძე

70 კგ. ესტერ სტამი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vakhtangi
ეს სტამი რატოა ნაკრებში ვერ ვხვდები ამისი ვერც მოგებული ვნახე და ვერც ლამაზი ჭიდაობა, არც ახალგაზრდაა რომ მომავალზე იფიქრო. ჩვენ რომელიმე მოჭიდავეზე რომ დაამყნო მაინც არ მგონია რომ ნორმალური ნაყოფი მოგცეს :-)
მერაბი გ.
როგორც ვვარაუდობ (და ჩემს ვარაუდს ცნობილი ქართველი მკითხავები ლელა კაკულია, ი სარიშვილი, ირ ალასანია და გ თარგამაძე ეთანხმებიან) რიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები არნახულად ბევრ ოქროს მედალს აიღებენ; ტალახაძე, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, პეტრიაშვილი და ხინჩეგიშვილი; ამ ხუთეულიდან ოთხი აუცილებლად აიღებს ოქროს; (იქნებ მეხუთემაც) ერთი სიურპრიზი ოქროც გაგორდება ალბათ და ...
vajiko
ადამ ლევან რინრერთან იპონი გვინდა. გოლიათბი ლომებს ომს ვერ უგებენ
მერაბი
ბექა რომ 90–ში დარჩენილიყო, მარტო ოლიმპიადაზეც გამოვიდოდა კი არა, განთესილიც იქნებოდა, –100–ში კი ვარლამიც შევიდოდა სალიცენზიო ზონაში და ოლიმპიადაზე მაგ წონაში ბექაზე უკეთესი შანსებიც ექნებოდა. მაინც აპირებს წონის შეცვლას და ცოტა ადრე ჯობდა გადასულიყო–თქო, მაგას ვამბობდი
nodiko
ყველაფერი არის სწორად დაგეგმილი,ბექა რომ არ გადასულიყო100-ში ოლიმპიადის გარეშე დარჩებოდა.ეხლა აქვს რეალური შანსი ,რაღა გინდათ?ოლიმპიადის მერე კიდევ შეიძლება წონების შეცვლაზე ლაპარაკი ჯობია დავაცადოთ...
მერაბი
მეც ვფიქრობ, რომ ბექას დატოვება ჯობდა 90–ში. ჯერ ერთი, ვარლამისგან განსხვავებით 100 კგ–სთვის ძალიან დაბალია და მეორეც, ვარლამი ამ ოლიმპიადის შემდეგ მაინც გადადის ზედა წონაში და შეიძლებოდა გუნდური ინტერესების გამო ეს ცოტა ადრეც გაეკეთებინა. ახლა თუ ვერცერთ მაგ წონაში ოქრო ვერ ავიღეთ, ჩემი აზრით მისი ბრალი იქნება ყველაფერი
მერაბი
გიორგი, არ ჰქონდა ცოტა ქულა. კაი ხანი მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზე მიდიოდა და ახლაც ჯერ კიდევ მე-7 ადგილზეა (-100 კგ-ში - მხოლოდ 29-ე), არადა იმ წონაში შარშანდელი აგვისტოს, ანუ ყაზანის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ გამოსულა
Vakhtangi
60-პაპინას ოქრო 66-მარგველას ფინალი 73-ქართული ფინალი 81-ჩირიკას ოქრო ყველა იპონით 90-ლიპოს ოქრო 100-ბექას ფინალი +100-ლევანას ფინალი ადამას სამეული მგონი რეალურია რას იტყვით?
Vakhtangi
გიორგი-ს ბექას ორივე წონაში აქვს ლიცენზია 90 უფრო მეტი ქულა აქვს
ზაზა, არ ქ(მ)ნა ეგ! )))))))))
და, რომელ "წონაში" ხარ? რეაქციით, ქვემჩატე! :))))
გიორგი
ზაზა ოლიმპიადისთვის ასე უკეთესი იქნება. ვარლამს აქვს უკვე ლიცენზია 90-ში და ბექას 90-ში ძალიან ცოტა ქულა ჰქონდა, 100-ში კი უკვე სალიცნზიო ზონაშია შესული.. ოლიმპიადაზე მოსახვედრად 100-დან უნდა იბრძოლოს სხვა გამოსავალი ახლა არ არის! ოლიმპიადის მერე შეიძლება მაგაზე ფიქრი..
tatia
წარმატებები!
ზაზა
ბექსა 90 დააბრუნეთ. ვარლამა გაუშვით 100-ში. რისი გულისთვის აფუჭებთ კაცს. რამდენი შეიძლება ვწეროთ ამ თემაზე. მაინცდამაინც მოგივარდეთ გინდათ?
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]