18 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა
18 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული პაუზის გამო VI ტურშიც ორი შეხვედრა გაიმართა.

განსაკუთრებული ინტერესი პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდის, "აფხაზეთის" და "სპარტაკის" დაპირისპირებას ახლდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში გამარჯვება "შავიზღვისპირელებმა" მოიპოვეს - 12-7 და პლეი ოფის საგზურიც გაინაღდეს.

გარდა გუნდური დაპირისპირებისა, ამ მატჩში ბომბარდირის წოდების მაძიებელთა მიკროდუელიც გაიმართა - "აფხაზეთის" შემტევმა მელტონ ახალაიამ მიმდინარე გათამაშების რეკორდი გაიმეორა და ერთ შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო, რითიც საგოლე მონაგარი 20 ბურთამდე აიყვანა და სამი ბურთით გადაუსწრო უშუალო კონკურენტს, "სპარტაკის" კაპიტან აბი აჰი ალფონსეს, რომელსაც ამ მატჩში გატანილი 4 გოლის შემდეგ 17 ბურთი დაუგროვდა.

რაც შეეხება "სპარტაკის" საპლეიოფო შანსებს, მათ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ორივეს მოგება მართებთ, რაც ურთულესი მისიაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ისინი მხოლოდ საკუთარ შედეგზე არ იქნებიან დამოკიდებულები.

პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსებს ინარჩუნებს "უფლისციხეც", რომელმაც გუშინ ჩემპიონატის აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის გუნდს სძლია - 4-2.

ოთხეულში მოსახვედრად გორელები, "სპარტაკის" მსგავსად, მხოლოდ თავიანთ თავზე ვერ იქნებიან დამოკიდებულები, რაც მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის გაგრძელების შანსს უფრო მიზერულს ხდის.

ეს ყოველივე კი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს "თბილისი", რომელსაც რეზერვში სამი თამაში აქვს დარჩენილი და ამ მხრივ უპირატესობაც გააჩნია.

რაც შეეხება VI ტურის დარჩენილ ორ დაპირისპირებას, ისინი 9 მაისს გაიმართება.

თბილისის "დინამო" "ბათუმთან" ითამაშებს, ხოლო თსუ და "სტუ-თელასი" რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

18.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. VI ტური

აფხაზეთი - სპარტაკი 12-7 (4-5)

გოლები: 1:15’ ხარაიშვილი (1-0), 3:02’, ალფონსე (1-1), 4:30’ კირკიტაძე (1-2), 11:46’ ახალაია (2-2), 13:48’ დუ ჟუნიორ (2-3), 16:10’ ოთინაშვილი (3-3), 18:20’ ალფონსე (3-4), 18:52’ ახალაია (4-4), 19:06’ ალფონსე (4-5), 22:44’ სებისკვერაძე (5-5), 25:44’ ღუღუნიშვილი (6-5), 34:46’ ხარაიშვილი (7-5), 36:45’ სებისკვერაძე (8-5), 37:21’ ახალაია (9-5), 37:29’ ახალაია (10-5) 38:34’ ღუღუნიშვილი (საკ. კარ) (10-6), 38:49’ ალფონსე (10-7), 39:29’ ახალაია (11-7), 39:43’ ახალაია (12-7)

გაფრთხილება: კვარაცხელია, ტვილდიანი გაძევება: ალფონსე

აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, ღუღუნიშვილი, სებისკვერაძე, ახალაია სათ.: ფიფია, შველიძე, ქეშელაშვილი, ტვილდიანი, ლევან ლეჟავა, კვარაცხელია, ლაშა ლეჟავა, ოთინაშვილი, გედენიძე

სპარტაკი(თბ): ქუთათელაძე, ალფონსე, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, ბოიომო სათ.: კირკიტაძე, კანდარელი

იხილეთ ვიდეო

უფლისციხე - IBSU 4-2 (2-1)

გოლები: 11:43’ ლუკაშვილი (1-0), 12:29’ ადუაშვილი (2-0), 14:23’ მაისურაძე (2-1), 27:57’ სულთანიშვილი (3-1), 34:06’ დევაძე (3-2), 39:59; ბალიაშვილი (4-2)

გაფრთხილება: მჟავანაძე

უფლისციხე: თათანაშვილი, ადუაშვილი, ლუკაშვილი, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: სულთანიშვილი, ნონიკაშვილი

IBSU: ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, სეფერთელაძე, ლოლუა, მაისურაძე სათ.: კალანდია, ზატუაშვილი, დევაძე, გველესიანი, ბაირამოვი, წურწუმია

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
ხაბიბმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასი 1-ელ ივნისს დაგეგმა
ანანიძის ყოფილ თანაგუნდელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსული მხარე ექსტრადირებაზე უარს ამბობს
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
"შავი ზღვიდან" "ა" ლიგაში
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები არაღიარებულ ქვეყანათა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს - "სპარტაკმა" გიორგი ჯიქია კლუბიდან გაუშვა
დე ფაქტო აფხაზეთი ConIFA-ს მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა. I ტური: კოლხი-გულრიფში-აფხაზეთი [LIVE]
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით