სერბსა და ამერიკელს სამ-სამი დიდი სლემის მოგება დაუფასდათ
ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ, რომელშიც სპორტის ლეგენდები არიან გაერთიანებულნი, ბერლინში 2015 წლის ლაურეატები დააჯილდოვა. ცნობისთვის, ამ პრესტიჟულ ჯილდოს, არაოფიციალურად, "სპორტულ ოსკარებს უწოდებენ. საზეიმო ცერემონია ცნობილ მსახიობს ბილ მიურეის მიჰყავდა.

წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა, რომელმაც ამ ნომინაციაში აჯობა ლუის ჰემილტონს (ბრიტანეთი, ფორმულა 1), უსაინ ბოლტს (იამაიკა, მძლეოსნობა), სტივენ კარის (აშშ, კალათბურთი), ლიონელ მესის (არგენტინა, ფეხბურთი) და ჯორდან სპაიეტს (აშშ, გოლფი). ჯოკოვიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად მესამედ დაასახელეს.

ასევე მესამედ მოიპოვა "სპორტული ოსკარი" ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა. მისი კონკურენტები იყვნენ: ამერიკელი მოცურავე კეტი ლედეკი, ავსტრიელი სამთო მოთხილამურე ანა ფენინგერი, იამაიკელი მძლეოსანი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, ამერიკელი ფეხბურთელი კარლი ლოიდი და ეთიოპიელი მძლეოსანი გენზებე დიბაბა.

წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა დაამარცხა "ბარსელონა" (ფეხბურთი), აშშ-ის ქალთა ნაკრები (ფეხბურთი), "გოლდენ სტეიტ უორიორზი" (კალათბურთი), "მერსედესი" (ფორმულა 1) და დიდი ბრიტანეთის საჩოგბურთო ნაკრები.

სხვა ნომინაციებში პრიზები ასე განაწილდა:

"წლის დაბრუნების" ჯილდო ერგო ახალი ზელანდიის ნაკრების წევრს დენ კარტერს, "წლის გარღვევის" ნომინაციაში გაიმარჯვა ამერიკელმა გოლფისტმა ჯორდან სპაიეტმა, ხოლო სპეციალური პრიზი - "სპორტის სული" სიკვდილის შემდეგ მიაკუთვნეს ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს. ჯილდო კარლეს პუიოლისგან მისმა ვაჟმა ხორდი კრუიფმა ჩაიბარა.

წლის სპორტსმენი (კაცი)

2015 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)

2014 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)

2013 სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფორმულა 1)

2012 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)

2011 ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი)

2010 რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი)

2009 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)

2008 უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)

2007 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)

2006 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)

2005 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)

2004 როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი)

2003 მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფორმულა 1)

2002* ლენს არმსტრონგი (აშშ, ველოსპორტი)

2001 მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფორმულა 1)

2000 ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი)

1999 ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი)

* - ლენს არმსტრონგს ჩამოერთვა ოსკარი დოპინგის გამოყენებისთვის

წლის სპორტსმენი (ქალი)

2015 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)

2014 გენზებე დიბაბა (ეთიოპია, მძლეოსნობა)

2013 მისი ფრანკლინი (აშშ, ცურვა)

2012 ჯესიკა ენისი (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)

2011 ვივიან ჩერუიოტი (კენია, მძლეოსნობა)

2010 ლინდსი ვონი (აშშ, თხილამურები)

2009 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)

2008 ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა)

2007 ჟუსტინ ანენი (ბელგია, ჩოგბურთი)

2006 ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა)

2005 იანიცა კოსტელიჩი (ხორვატია, თხილამურები)

2004 კელი ჰოლმსი (ბრიტანეთი, მძლეოსნობა)

2003 ანიკა სიორენსტამი (შვედეთი, გოლფი)

2002 სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი)

2001 ჯენიფერ კაპრიატი (აშშ, ჩოგბურთი)

2000 კეტი ფრიმენი (ავსტრალია, მძლეოსნობა)

1999* მერიონ ჯონსი (აშშ, მძლეოსნობა)

* - მერიონ ჯონსს ჩამოერთვა ჯილდო დოპინგის გამოყენებისთვის

წლის გუნდი

2015 ახალი ზელანდია (რაგბი)

2014 გერმანია (ფეხბურთი)

2013 ბაიერნი (ფეხბურთი)

2012 ევროპა (გოლფი)

2011 ბარსელონა (ფეხბურთი)

2010 ესპანეთი (ფეხბურთი)

2009 ბრაუნ გრანპრი (ფორმულა 1)

2008 ჩინეთის ოლიმპიური ნაკრები

2007 სამხრეთ აფრიკა (რაგბი)

2006 იტალია (ფეხბურთი)

2005 რენო (ფორმულა 1)

2004 საბერძნეთი (ფეხბურთი)

2003 ინგლისი (რაგბი)

2002 ბრაზილია (ფეხბურთი)

2001 ავსტრალია (კრიკეტი)

2000 საფრანგეთი (ფეხბურთი)

1999 მანჩესტერ იუნაიტედი (ფეხბურთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა