რუსი ჩოგბურთელის წარმატების საიდუმლო
აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის შემქმნელმა, ლატვიელმა პროფესორმა ივარს კალვინშმა ჟურნალისტებს უამბო დისკვალიფიცირებული რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას პრობლემებზე.

"ვიცოდი, რომ მარია მელდონიუმს იყენებდა. შარაპოვა უბრალოდ ვერ იარსებებდა, ბოლო წლებში "მილდრონატი" რომ არ მიეღო. მას გარკვეული პრობლემები აქვს.

არა მხოლოდ უმაღლესი დონის სპორტსმენები, არამედ პოლიტიკოსებიც რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩოგბურთის თამაშისას ამ პრეპარატს იღებენ. მერე რა? მელდონიუმი არ ზრდის ადამიანის შესაძლებლობებს, არამედ აღადგენს მის მაჩვენებლებს ნორმალურ დონემდე. და სპორტსმენები, უბრალოდ, ვალდებულნი არიან ის მიიღონს, რათა შეუქცევადი მოვლენები აიცილონ თავიდან", - ამბობს მელდონიუმის შემქმნელი.

როგორც იცით, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი 14 აპრილს, როლან გაროსის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა ბრიტანელი ენდი მარეის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ მას არა ერთხელ შეუტანია ეჭვი თავის კოლეგებზე აკრძალული პრეპარატების გამოყენების მხრივ.

"მე ამ სიტყვებს არ ვიზიარებ. სანამ არ არსებობს მტკიცებულება იმაზე, რომ ჩვენი სპორტი სუფთა არ არის, ის სუფთად უნდა ჩავთვალოთ. წავიკითხე ენდის სიტყვები. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და მას კონკრეტულად არავინ უგულისხმია.

დღეს, ჩოგბურთში რთული პერიოდია. ბევრი ლაპარაკი მიდის ფსონებზე, ჩაწყობილ თამაშებზე, დოპინგზე... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც ამას სპეციალურად აკეთებს.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც შეეხება დოპინგის თემას - ეს ანტისადოპინგო სააგენტოების პრეროგატივაა. სანამ მათ მტკიცებულება არ ექნებათ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჭორებად მოინათლება. მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ სუფთა სპორტს", - თქვა ჯოკოვიჩმა ბერლინში, "სპორტული ოსკარების" გადაცემის ცერემონიაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola*
სულ მაქვს ეჭვი რომ ჯოკოვიჩიც დოპინგს ეთამაშება!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...