ვესლი სნეიდერისთვის სეზონის პირველმა ეტაპმა წარუმატებლად ჩაიარა

ვესლი სნეიდერისთვის სეზონის პირველმა ეტაპმა წარუმატებლად ჩაიარა - ძირითადად ლაზარეთში იყო და რაც ითამაშა, იქაც ბევრი ვერაფერი გვაჩვენა. სამაგიეროდ, ლეონარდოს ხელში ათამაშდა შესანიშნავად და გასული სეზონის მსგავსად, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. ჰოლანდიელმა გასულ ტურში გაიბრწყინა, “რომასთან” შეხვედრაში შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში და დიდი წვლილი შეიტანა “ინტერის” გამარჯვებაში. სნეიდერმა მომავალ უქმეებზე გასამართ დიდ იტალიურ დერბიზე ისაუბრა:

“ძალიან მიხარია, რომ საკუთარი თავი დავიბრუნეთ და თამაშს თამაშზე ვიგებთ. ისევე მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში, როგორც გასულ სეზონში და ეს ნამდვილად ლეონარდოს დამსახურებაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ “მილანთან” ჩამორჩენა მცირდება და სულ მალე, პირველ ადგილზე გადავალთ. მთავარია, რომ დიდი იტალიური დერბი მოვიგოთ და შემდეგ, ზედ “ფიორენტინაც” მივაყოლოთ. “იუვენტუსის” დამარცხება ფსიქოლოგიური კუთხითაც უმნიშვნელოვანესი იქნება, კიდევ უფრო ვირწმუნებთ საკუთარ ძალებს და შემდეგ უკვე ნამდვილად ვეღარავინ შეგვაჩერებს”.

მოახლოებულ პაექრობაზე “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც საუბრობს: “ეს ის “ინტერი” აღარ არის, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯეროდა და ქულებს აქეთ იქით ანიავებდა. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბევრი რამე შეცვალა გუნდში და უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ დადებითი კუთხით. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ “ნერაძურის” “მილანისთვის” დიდი კონკურენციის გაწევა შეუძლია. ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებმაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, რომ “ინტერს” ტოლსწორად ვეპაექროთ და ვაჯობოთ კიდეც”.

gio
მიდიი იუვეე, შენი იმედი მაქვს,ეყო ინტერს ამდენი ჩემპიონობა.
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე