საჩემპიონო რბოლაში ჯეიმი ვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას

გენერალური რეპეტიცია

"მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" მატჩამდე "სტოკ სიტის" წინააღმდეგ აქვს გენერალური რეპეტიცია. თუმცა რეპეტიცია ცუდი სიტყვაა, რადგან დასვენებისა და არასერიოზული მიდგომის უფლებას "ქალაქელები" საკუთარ თავს ვერ მისცემენ, შუა კვირაში უკვე დაკარგეს ქულები.

"ნიუკასლთან" და ეს სახუმარო საქმე არ არის - თანაქალაქელი "მანჩესტერი" ორ ქულაშია, ხოლო "ვესტ ჰემი" ხუთში. "წითელმა ეშმაკებმა" გადადებულ მატჩში დელანის ავტოგოლითა და დარმიანის უძლიერესი და ულაამზესი დარტყმით "კრისტალ პალასს" მოუგეს, ხოლო "ჩაქუჩები" ადვილად გაუსწორდნენ "უოტფორდს" და ერთი სიტყვით, "სიტის" კონკურენტებმა დაგეგმილი 3-3 ქულა აიღეს.

ამასაც რომ შევეშვათ, კიდევ "არსენალია", რომელიც მანუელ პელეგრინის გუნდს მესამე ადგილს ედავება და მოკლედ დიდი ჩახლართულობაა.

ძალიან კარგი ამბავი "სიტისთვის" ისაა, რომ ფაბიან დელფის, სამირ ნასრისა და, რაც მთავარია, კევინ დე ბრუინის მერე, ვენსან კომპანი და რაჰიმ სტერლინგიც დაბრუნდნენ. მოკლედ, "ეტიჰადის" ბინადრები კარგად დაირაზმნენ.

"ლივერპულს" სულ უფრო და უფრო ეტყობა იურგენ კლოპის ხელი.

"ლივერპულის" მორიგი მსხვერპლი?

მერსისაიდელები ბოლო პერიოდში დაფრინავენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე პირველი შემადგენლობით თამაშობენ, მეორეთი თუ მესამეთი.

მერსიასიდელების მორიგი მსხვერპლი "ნიუკასლი" უნდა გახდეს, მაგრამ რაფაელ ბენიტესს იმედი ექნება, რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული ტრიუმფის ხათრით, მისი ყოფილი გუნდი პატივს სცემს და დიდად თავს არ მოიკლავს, რადგან ჯორდებს ქულები ძალიან სჭირდებათ, ხოლო "ლივერპულს" ევროპალიგაზე "ვილიარეალთან" ელოდება სერიოზული ომი, თან პრემიერლიგაში განსაკუთრებული სატურნირო მოტივაცია არ აქვს, არადა... "ენფილდის" მკვიდრებს ერთი-ორ შეხვედრაში ქულები უაზროდ რომ არ გაეფლანგათ, ახლა ოთხეულში თუ არ იქნებოდნენ, იქ მოხვედრის რეალური შანსი ექნებოდათ.

"ლივეპრულის" პოტენციალი შუა კვირაში გამართულ "ევერტონთან" დერბიშიც გამოჩნდა. "კლოპოს" ბიჭებმა 4:0 იძალეს, ლამაზი გოლები გაიტანეს, კიდევ მეტის შეგდებაც შეეძლოთ და მეტოქის კარისკენ 37-ჯერ(!) დაარტყეს, "კანფეტებს" კი სამჯერ დაარტყმევინეს და აქედან ზუსტი არც ერთი არ ყოფილა.

სემი არსენის წინააღმდეგ

რთული მატჩი აქვს ტაინ-უირის მეორე წარმომადგენელ "სანდერლენდსაც", რომელიც თავის "ლაითზე" კი იბურთავებს, მაგრამ მეტოქედ უფრო მოტივირებული "არსენალი" ეყოლება, რომელსაც ესმის, რომ თუ ქულებს დაკარგავს, ოთხეულში მოხვედრა-არმოხვედრა სათუო გაუხდება, რაც წესით, "მეთოფეებმა" არ უნდა დაუშვან. ორმაგად მოტივირებული იქნება სემ ელარდაისი, რომელსაც არსენ ვენგერი არ ეპიტნავება და მისი გამწარება უყვარს. ასე რომ, "დიდი სემი" "შავ კატებს" ორმაგად წააქეზებს და გააკაპასებს.

"სანდერლენდი" კონკურენტებთან შედარებით პოტენციურად მომგებიან პოზიციაშია, რადგან მოსისხლე მტერ "ნიუკასლს" ქულით უსწრებს და მატჩით ნაკლები აქვს, ხოლო "ნორვიჩთან" თანაბარქულიანობა ხელს აძლევს, რადგან ბურთების სხვაობა აქვს უკეთესი. თუმცა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რეალურად გუნდმა მაინც მოსაგებად უნდა ითამაშოს და ასეც იქნება, თანაც ფაბიო ბორინი და ჯერმინ დეფო ბოლო დროს კარგად გამოიყურებიან.

"ბორნმუთისთვის" და "ჩელსისთვის" სატურნირო კუთხით, სეზონი დამთავრებულია. ამიტომაც, მწვრთნელები გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავენ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. გუს ჰიდინკი ალბათ, ისევ ახალგაზრდებს მისცემს შანსს. გამორიცხული არ არის ჰოლანდიელმა 19-წლამდელთა გუნდიდან ისევ დააწინაუროს ერთი-ორი მოთამაშე, მითუმეტეს, რომ "ჩელსიმ" ზედიზედ მეორედ მოიგო ახლაგაზრდული ლიგა (იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა), ნორჩმა ლონდონელებმა ფინალში ამჯერად "პარი სენ-ჟერმენს" აჯობეს.

უმოტივაციო და განადგურებულია "ასტონ ვილაც", რომლის ფანებიც საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და კლუბის მფლობელისა და თავმჯდომარის წასვლას ითხოვენ. შესაბამისად, "საუთემპტონს" წესით, არ უნდა გაუჭირდეს ამ ქაოსით სარგებლობა და "ვილა პარკიდან" 3 ქულის წამოღება, "წმინდანები" შვიდეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ლიდერი და მდევარი

მივადექით ლიდერებსაც - "ლესტერი" "სუონსის" მასპინძლობს და ჯეიმი ვარდის გარეშე უნდა მოიგოს. ვარდი "ვესტ ჰემთან" ავადსახსენებელ მატჩში ვითომდა, სიმულაციისთვის გააძევეს, წყობიდან გამოსულმა ჯეიმიმ კი რბილად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილებების მოყვარულ მსაჯს ჯონათან მოსს რაღაცები მიაძახა და ამის გამო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეიძლება ორიანადაც კი გადაუკეთდეს.

ამ თემას ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონიც კი გამოეხმაურა და აღნიშნა ვარდის გაძევება არ ეკუთვნოდაო. თუმცა მაინც ჯობდა "მელიების" ფორვარდს ნერვები მოეთოკა, ემოციები და თავი შეეკავებინა და მოსისთვის არაფერი ეთქვა.

არ ნერვიულობს ლესტერშირელთა ავსტრიელი მცველი კრისტიან ფუხსი:

"ჯეიმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ვფიქრობ, მის გარეშეც შეგვიძლია მოგება და სასურველი შედეგის მიღწევა. კარგი გუნდი გვყავს და სხვებსაც შეძლიათ გატანა, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ".

საინტერესო იქნება იტალიელი სპეციალისტების კლაუდიო რანიერისა და ფრანჩესკო გვიდოლინის დუელიც. თუმც,ა ამ უკანასკნელს თანამემამულისთვის საქმის გაფუჭება წესით, დიდად არ უნდა უნდოდეს, თანაც "თეთრ გედებს" სატურნირო მოტივაცია აღარ შემორჩათ.

"ტოტენჰემი" კი ისევ ორშაბათს ითამაშებს და ბუნებრივია, იმ დროისთვის ყველა შედეგი ეცოდინება, რომელთა მიუხედავადაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 3 ქულისთვის უნდა ითამაშოს, მაგრამ მეტოქე მძიმეა - "ვესტ ბრომვიჩი".

დიახ, "ალბიონს" ქულები აღარ სჭირდება, მაგრამ ტონი პულისს ბევრი წაგება და ხანგრძლივი მოუგებელი სერია არ უყვარს და უელსელი სპეციალისტი "უაით ართ ლეინზეც" არ არის არაფრის დამთმობი. თუმცა "დეზები" ისეთ სვლაზე არიან... და თუ ისე ითამაშეს, როგორც ეს "სტოკთან" "ბრიტანიაზე" გააკეთეს, მათ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

შაბათი. 23 აპრილი

სიტი-სტოკი 15:45

დისკვალიფიკაცია: - პიტერსი

ტრავმა: სანია, კლიში, სილვა, ნასრი (?) - უოლტერსი, ჯონსონი, უილსონი, ბატლენდი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 81 თამაში: +31 =22 -28 (101-93)

ბორნმუთი-ჩელსი 18:00

დისკვალიფიკა: არავინ

ტრავმა: სმიტი, არტერი, აფობე, მინგსი - ტერი, აზარი, რემი,ზუმა

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 +2 =2 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)

ლივერპული-ნიუკასლი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: შკრტელი, ჰენდერსონი, როსიტერი, ბენტეკე, ჯანი, გომესი, ინგსი - იანმაატი, აიდარა, კოლოჩინი, კრული, ელიოტი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 153 თამაში: +72 =38 -43 (265-193)

ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ამავი - გარდოში, ოსტინი

ბოლო 6 მატჩი

+0 =0 -6 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 61 თამაში: +22 =18 -21 (75-83)

კვირა. 24 აპრილი

სანდერლენდი-არსენალი 17:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - კასორლა, ჯენკინსონი

ბოლო 6 მატჩი

+1 =4 -1 +2 =3 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 137 თამაში: +44 =39 -54 (188-218)

ლესტერი-სუონსი 19:15

დისკვალიფიკაცია: ვარდი -

ტრავმა: ჯეიმსი -

ბოლო 6 მატჩი

+5 =1 -0 +3 =1 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +2 =0 -1 (5-2)

25 აპრილი

ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბენთალები - პიტჩარდი, მორისონი, ბრანტი

ბოლო 6 მატჩი

+4 =2 -0 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 67 თამაში: +17 =16 -34 (72-104)

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი).

სერიები

მოგებები: ლივერპული - 3

წაუგებელი: ვესტ ჰემი - 9

მოუგებელი: ასტონ ვილა - 9

წაგებები: ასტონ ვილა - 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბი
ვარდის და აგუეროს 22-22 გოლი აქვთ.
kaxa
ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვს თეორიულად ვიდრე ვესტ ჰემს. 1 მატჩი მარაგში აქვს.ასე რომ უმოტივაციო არაა.
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს