"ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა რომან ჭანტურიამ "ლელოსთან" საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა რომან ჭანტურიამ "ლელოსთან" საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

- ვინ არის რომან ჭანტურია და რით დაიმსახურა "ემპოლის" მწვრთნელის ყურადღება

- უპირველესად, ტოპლიგაში გამოჩენას გილოცავთ...

- დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ არ მითამაშია, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. სერია A-ში თამაში ძალიან ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და ამ საოცნებო ლიგაში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯი გადავდგი.

- ადრე "ლელოსთან" ინტერვიუში თქვით კიდეც, რომ მთავარ გუნდში გადასვლის იმედი გქონდათ...

- დიდი ხანია, მთავარ შემადგენლობაში ვვარჯიშობ და შეიძლება ითქვას, ადაპტაციის პერიოდიც გავიარე. ამ მხრივ, ლევან მჭედლიძე ყველანაირად მეხმარება. საერთოდ, "ემპოლიში" საოცარი გარემოა - ეს არის დიდი და ერთსულოვანი საფეხბურთო ოჯახი. მჯერა, სეზონის დასრულებამდე სერია A-ში დებიუტი აუცილებლად იქნება.

- ისეთი დარწმუნებული ლაპარაკობთ, ეტყობა, მწვრთნელმა მიგანიშნათ ამაზე...

- "ემპოლის" მწვრთნელ მარკო ჯამპაოლოსგან, რაც გუნდში მოვიდა, კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობდი. ის ხშირად მელაპარაკება. მთავარ გუნდში დაწინაურებას ამიტომაც ველოდი. თანაც, კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით გავახანგრძლივე და ახლა "ემპოლის" ჩემი ტრანსფერი 2019 წლამდე ეკუთვნის.

- ამბობდით, რომ შესაძლებელი იყო, იჯარით სერია B-ს რომელიმე გუნდში წასულიყავით. კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ვარიანტს გამორიცხავს?

- ჯერჯერობით, საიჯარო ვარიანტზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ზაფხულში, მოსამზადებელი პერიოდის წინ გადაწყდება.

- ამხელა შანსი გაქვთ და წასვლაზე რატომ ფიქრობთ?

- ადრე ვფიქრობდი, ახლა კი ნამდვილად არ ვფიქრობ წასვლაზე, როცა გუნდში ასე მენდობიან და მომავალი სეზონისთვის მამზადებენ. არა მგონია, პრეზიდენტმა ჩემი გუნდიდან იჯარით წასვლის ან გაყიდვის ვარიანტი განიხილოს. ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მალე მოვახერხო იმ გუნდში და ზოგადად სერია A-ში დამკვიდრება.

საამისოდ, ისღა დამრჩენია, თავდაუზოგავად ვივარჯიშო და შანსი რომ მომეცემა, დავამტკიცო - სერია A-ში თამაში შემიძლია.

- ახალ კონტრაქტში თქვენი გამოსასყიდი თანხა დასახელებულია?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კონფიდენციალურია და პირადი კონტრაქტის მუხლების გამხელა არ შემიძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

baggio
წარმატებები ქართველს სერია ა ისეთი ტურნირი არის რომ აქ უბრალოდ შენს თავზე ზემოთ უნდა ახტე რომ თუნდაც ისეთ მოკრძალებულ კლუბში როგორიც ემპოლია რამოდენიმე წუთი რომ დაგითმონ თავიდან ფორვარდს და შანსი მოგცენ, ასეთ მოკლე დროში შეიძლება გოლები ვერ გაიტანო მაგრამ მწვრთნელი და ექსპერტებს ნამდვილად არ გამორჩებათ თავდამსხმელის ესა თუ ის პლიუსი რასაც მოკლე დროში წარმოაჩენს ასე იწყებდნენ თავიდან სერია ა ში ისეთი კარგი ფორვარდები როგორიც ვიერი, რავანელი, ძოლა, მონტელა, სინიორი, დელვეკიო, ინძაგი, კიეზა, დინატალე, ჯილარდინო, ლუკარელი და პროტი იყვნენ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია