კერბერმა ფინალში თანამემამულე დაამარცხა
ქალებს გასულ კვირას მთავარი ტურნირი შტუტგარტში ჰქონდათ, სადაც ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იკრიბება. შესაბამისად, ტურნირი წელსაც საინტერესო გამოვიდა.

მეოთხედფინალში რეიტინგის TOP20-ის შვიდი ჩოგბურთელი გავიდა, რაც დაძაბული და საინტერესო მატჩების გარანტია იყო.

კარლა სუარეს-ნავაროს შეეძლო TOP10-ში დაბრუნება, მაგრამ ამისთვის ფინალში გასვლა სჭირდებოდა. საბოლოოდ, ესპანელმა 1/4 ფინალში მოქმედ ჩემპიონთან ანჟელიკ კერბერთან წააგო. ამავე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას გარბინ მუგურუსა. ის პეტრა კვიტოვას ვერ გაუმკლავდა. მართალია, ესპანელმა აიღო მეორე სეტი, მაგრამ პირველ და მესამე პარტიებში მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო.

არადა, კვიტოვამ კინაღამ წააგო წინა წრეში მონიკა ნიკულესკუსთან, როცა სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. ნახევარფინალში კვიტოვას ჰქონდა კერბერის წინააღმდეგ შანსები, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში გერმანელი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა.

ბადის მეორე მხარეს სენსაცია სენსაციაზე ხდებოდა. მისი ავტორი კიდევ ერთი მასპინძელი ლაურა ზიგემუნდი აღმოჩნდა. ეს ჩოგბურთელი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა და ფინალამდე ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წააგო. მეორე რაუნდში ზიგემუნდმა სიმონა ჰალეპი გაანადგურა - 6:1, 6:1. რუმინელმა ეს მარცხი ტრავმებს დააბრალა.

მეოთხედფინალში ზიგემუნდმა რობერტა ვინჩის მოუგო, ნახევარფინალში კი კიდევ ერთი დამსახურებული გამარჯვება ჰქონდა აგნიეშკა რადვანსკას წინააღმდეგ. ამ მოგებით, გერმანელმა კარიერაში პირველად გაინაღდა რეიტინგის TOP50-ში შესვლა.

ფინალის პირველი წუთების მიხედვით ისე ჩანდა, რომ ზიგემუნდს ტიტულის აღებაც შეეძლო. პირველ ათ წუთში ლაურამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:0 დაწინაურდა. კერბერმა თამაშში გარდატეხა 2:4-დან შეიტანა, ბოლოს კი ზედიზედ 10 გეიმი აიღო და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.

ზედიზედ მეორე წელია, კერბერმა ახალთახალი Porshe მიიღო - გერმანული კომპანია ტურნირის გენერალური სპონსორი გახლავთ. დაჯილდოვების ცერემონიაზე, კერბერი კორტზე პირდაპირ მანქანით შევიდა.

კერბერმა დაიცვა შარშანდელი ქულები და მხოლოდ 35 ქულით ჩამორჩება რადვანსკას რეიტინგში.

ფინალი

ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-ლაურა ზიგემუნდი (გერ) 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება