...ევროპის ეს ჩემპიონატი არაობიექტური მსაჯობითაც კარგა ხანს დაგვამახსოვრდება
კარგა ხანია, ჩვენი ნაკრები პირველხარისხოვან ტურნირზე ასე მასშტაბური წარმატებით არ გამოსულა, როგორც ახლა იჭიდავა ყაზანში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატზე. გამარჯვება გუნდურ პირველობაში (თან ფინალში მასპინძელთა ძლევით), 7 მედალი პირადში (2 ოქრო, 3 - ვერცხლი და 2 - ბრინჯაო), მეორე ადგილი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში და პირველობა - ვაჟებში...

შეგახსენებთ ამ წარმატების ავტორებს: ვაჟა მარგველაშვილი (66) და ვალერი ლიპარტელიანი (90) ჩემპიონები გახდნენ, ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ქალებში ესტერ სტამი (70) მეორეზე გავიდნენ, ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან მატიაშვილი (+100) - მესამეზე.

ამ გამოსვლას მასშტაბურობით 2013 წელს ბუდაპეშტში გამართული ევროპირველობა თუ შეედრება, სადაც ასევე 7 მედალი დავისაკუთრეთ, ოღონდ იქ 7 წონიდან 6-ის ფინალში ვიჭიდავეთ და 3 მოვიგეთ. თან მაშინ ყველა მედალი ვაჟებმა მოიპოვეს, ახლა კი ქალმაც შეგვიხვავრიელა მონაგარი.

საინტერესოა, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საერთო მაჩვენებელში ფრანგებმა სწორედ ქალების ხარჯზე გაგვისწრეს, თორემ ვაჟებში ბევრად ჩამოვიტოვეთ - ჩვენ 6 მედალი გვაქვს, იმათ - მხოლოდ 2. სამაგიეროდ, ქალებით გაგვისწრეს.

იმედია, ეს არ იყო ჩვენი გუნდის მაქსიმუმი და ფორმის პიკს ოლიმპიადაზე შეხვდებიან.

თუმცა ყაზანში ჩვენების წარმატება ამით არ ამოწურულა: 23 აპრილს ევროპის ძიუდოს კავშირის გალა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2015 წლის საუკეთესო გუნდად ძიუდოში საქართველოს ნაკრები დაასახელეს, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ასევე შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტად აღიარეს.

სხვათა შორის, ღვინიაშვილის ტალანტი მისმა მძლეველმა და ევროპის აწ უკვე სამგზის მომგებმა ჰოლანდიელმა ხენკ ხროლმაც შეაფასა. გამარჯვების შემდეგ ევროპის ძიუდოს კავშირმა მას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველთა დიდმა მოყვარულმა მედიაოფიცერმა და კომენტატორმა შელდონ ფრანკო-რუქსმა ჩვენებურზეც ჰკითხა. გროლმა უპასუხა, ღვინიაშვილი ამ წონისთვის პატარაა, მაგრამ ორივე მხრიდან ჭიდაობს, ძალიან საშიშია და სამომავლოდ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვსო.

ზოგადად, ყაზანში ბევრი რამ მოხდა ჩვენთვის საინტერესო: მარგველაშვილის გასროლა, რითაც ამ წონაში საკადრო კრიზისს საბოლოოდ დაესვა წერტილი; შავდათუაშვილის პირველი ტიტული ახალ წონაში; აქეთ მისი და ტატალაშვილის, იქით კი მძიმე წონაში მატიაშვილისა და ადამ ოქრუაშვილის მორიგი პირადი დაპირისპირება, რამაც კიდევ უფრო დაძაბა საოლიმპიადო კონკურენცია; ჭრიკიშვილის მარცხი; საქართველოს პირველი მედალი ქალთა ძიუდოში, რაც სტამისთვისაც პირველი ჯილდოა ამ რანგის შეჯიბრებაზე; ლიპარტელიანის მესამე გამარჯვება და ღვინიაშვილის წაგება; მსაჯთა გაუგონარი უნამუსობა და რინერის საქციელი, როცა ტატამზე დაუმარცხებელი ცხოვრებაში "ჩაიჭრა", შავდათუაშვილის სკანდალური თუ არა, ფატალური ფინალი და ბევრიც სხვა...

უდავოდ აღსანიშნავია ჩემპიონების კარგი გამოსვლა. თუმცა ლიპარტელიანისგან სხვას არც არაფერს ველოდით, აი, მარგველაშვილთან დაკავშირებით კი ლამის ვირწმუნოთ "66-ის სასწაული" - ლონდონის ოლიმპიადის წინ არც შავდათუაშვილს მიიჩნევდა ვინმე ფავორიტად, ხოლო ლიცენზიის მოპოვება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა, ვიდრე ახლა - მარგველაშვილს, მაგრამ ალბიონზე რაც გააკეთა, ყველამ ვიცით.

ღმერთმა ჰქნას, მისივე თანაქალაქელმა მარგველაშვილმაც იგივე გაიმეოროს, თუმცა მაინც არავინ დაძრახავს - აქამდე რაც გააკეთა, ესეც სპორტული გმირობაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ის უწყვეტად აგრძელებს პროგრესს, ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს, სიახლეებს გვთავაზობს და რომელიმე შეჯიბრებაზე კარგი გამოსვლა არ რჩება ერთხელ გამონათებად.

ლიპარტელიანი პირადში ხომ ჩინებულად გამოვიდა და გუნდურშიც გაგვაკვირვა მშვენიერი გდებებით, ტაქტიკური სიახლეებით. გუნდურში უნგრელ გაბორ ვერთან არსენალი გაამრავალფეროვნა და ჩახტომით კისრულზე წამოიღო.

პირადში არ გაუმართლებია ერთ დროს დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობისთვის შერქმეული "ანაკონდას" მეტსახელი, რადგან ეს კომპონენტი არ გამოუყენებია, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ამის საჭიროება არც იყო. ერთი შეხედვით, გვეგონა, რომ დაბლაჭიდი თითქოს დაივიწყა, მაგრამ ბოლო დღეს გუნდური ძირითადად ამაზე ააწყო; თითქოს ვარჯიშობდა სიახლეების შემუშავებაზე - ხელის დაჭერით ჩაჰყავდა დაბლა და იქ ბოჭავდა. იმავე ვერთან, პოლონელ პატრიკ ციჩომცთან და სხვებთანაც ერთთავად ამას ცდილობდა და მიზანსაც ლამის უპრობლემოდ აღწევდა. თან გუნდურში ნამდვილი კაპიტანივით გაუძღვა გუნდს. ტექნიკური სიახლეების მცდელობა პირადშიც შეინიშნებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მეტოქეებს "კარტები" ბოლომდე არ გაუხსნა.

ერთი სიტყვით, ბევრი ნიშნით ჩანდა, რომ კაპიტანმა კარგად წაივარჯიშა საოლიმპიადოდ, სიახლეებს ამუშავებდა.

ევროპის ეს ჩემპიონატი არაობიექტური მსაჯობითაც კარგა ხანს დაგვამახსოვრდება. რატომღაც მგონია, ეს ტურნირი რუსეთში რომ არ ყოფილიყო, მსაჯები ასე არ მოიქცეოდნენ და სხვაგან არც შავდათუაშვილს მოხსნიდნენ. მით უფრო, იმ ოთხიდან ორი თუ არა, ერთი გაფრთხილება მაინც ფრიად საეჭვო იყო.

ვფიქრობ, 81-ის ფინალში ხასან ხალმურზაევიც უფრო მეტ გაფრთხილებას იმსახურებდა ჭრიკიშვილთან, მაგრამ ეტყობა, მასპინძლებს და არა მხოლოდ მათ, ყელზე დაადგათ ქართველთა სამი ფინალი ოთხი წონიდან (ქალების ჩათვლით). ის დღე ხომ ფრიად იღბლიანად ჩაატარეს ჩვენებმა - ოთხივე მათგანმა მედალი მოიპოვა; ვაჟებიც და ქალებიც უდანაკარგოდ გავიდნენ მეოთხედფინალში, აქედან სამი კი - ნახევარფინალშიც, ხოლო ის მეოთხე მხოლოდ იმიტომ გამოგვაკლდა, რომ ტატალაშვილი შავდათუაშვილთან დამარცხდა.

და მაინც: მსაჯთა უნამუსობის ეპიკური მწვერვალი მატიაშვილისა და რინერის ნახევარფინალი იყო - მსგავსი მსაჯობა პეწს უკარგავს ძიუდოსაც, სპორტსაც და ოლიმპიურ იდეალებსაც. თან ეს პირველად არ ხდება.

აქვე გეტყვით, რომ ჭრიკიშვილს ყაზანში, ზედ საჭიდაოდ გასვლის წინ, დილის მოთელვისას ფეხი უტკენია. ცხადია, ამანაც დაღი დაასვა მის გამოსვლას.

ჩვენი ნაკრებისთვის უახლოესი შეჯიბრება 6-8 მაისს ბაქოში გასამართავი "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
ვ-საც უაზროდ ხმარობენ და ჰ-საც. 'ღმერთმა ჰქნას' :))))))) ჰქმნას ჯობია :)) ხშირად შეხვდები კიდევ 'ჰყვება'. გრამატიკა არ გისწავლიათ სკოლაში? სამპირიან ზმნას საერთოდ არ უნდა ჰ და ს, ერთპირიანს ყოველთვის უნდა და ორპირიანს კი უნდა დაუსვა კითხვა: რა ქნა და რას შვრება. თუ ბრუნვის ნიშანი იცვალა, არ უნდა.. ეს შეგვიხვავრიელა-ც მაგარი გაარტყეს :)))))))))
enlili
კორექტორი არ გყავთ გაზეთში? კარგი რაა :( "დაგვანახვა" კი არა, დაგვანახა!. პოლონელი სპორტსმენი ციხომსკია გვარად და არა ციჩომცი. "დიდ მუზარადზე" კი აგერ აღნიშნეს კიდეც-არასწორია! გრან-სლემი უნდა თქვათ.. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჟურნალისტი სხვების მონაყოლის მიხედვით წერს სტატიას, თავად არ ეცნობა მასალებს. ხროლისათვის ფრანკო-რუკსს არ ჩამოურთმევია ინტერვიუ, სხვა იყო ვიღაც და "ქართველების სიყვარული" ნამდვილად არაფერ შუაშია. სანამ რამეს ჰკითხავდნენ, ხროლმა თავად ახსენა ბექა-ყველაზე რთული შეხვედრა მაგასთან მქონდაო და რაკი თავად ახსენა, ჟურნალისტიც მაგიტომ ჩაეკითხა მერე წვრილმანებს....
ეგ მაინც გამეგება, სხვა თუ არაფერი
ეს ტერმინი "დიდი მუზარადი" მოაშორეთ, კაცო, სირცხვილის თავი დავანებოთ - ამოვიდა ყელში უკვე.. როდის ყოფილა, რომ გრანდ სლემს დიდი მუზარადი რქმეოდა? სლემი და შლემი ხომ უნდა გაარჩიოთ არა? "შლემი" რუსულად მუზარადია, კი ბატონო, მაგრამ "სლემს" რას ერჩით? რამდენჯერ უნდა ითქვას და დაიწეროს ამ "სლემის" არამუზარადობის შესახებ, რომ თქვენამდეც დავიდეს? ცუდად ნუ გამიგებთ, მართლა ამოვიდა ყელში..
nugzari nutsubidze
დზალიან კარგი სტატიაა-როგორც კოველტვის
status quo
ამ სტატიის ავტორმა ქართული ისწავლოს, ვ ასოს ნუ ხმარობს ზედმეტად...
jora
წარმატებები ჩვენს ლომებს!
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]