არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა იძულებული, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა
ეს არასდროს ხდებოდა გეგმის მიხედვით. გევინ ჰენსონი ახლახან "სრასენზიდან" ფრანგულ "ტულნში" გადაბარგდა. მას ძალიან უნდა უელსის ნაკრებში დაბრუნდეს და მსოფლიო თასზე ითამაშოს. პესიმისტებს, შეუძლიათ არ გამოგვეხმაურონ. ჰენსონს კიდევ შესწევს ძალა თავისი ნიჭი წარმოაჩინოს. მსგავს ვითარებაში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღმოჩენილა. მათი უმრავლესობა იძულებული იყო ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა.

ანტონ ოლივიერი (ტულონი)

ის ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე მორაგბე გახლდათ. მას შემეგ, რაც 2007 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა კრახი განიცადა ოლივიერმა კონტრაქტი ფრანგულ "ტულონთან" გააფორმა. სამწუხაროდ ოტაგოელი შერკინების კვაჭის კარიერა აქ წარუმატებელი გამოდგა. "კონრაქტი რომ გავაფორმე "ტულონთან", იმავე ღამეს მივხვდი, ჩემი რაგბი დასრულდა. ახალი ზელანდიის ნაკრებიდან წასვლა, მაფიიდან წასვლას გავს. თუ წახვედი, მორჩა, წასული ხარ და ვეღარასდროს დაბრუნდები" - თქვა მაინ "ტაიმსთან" ინტერვიუში.

ოლივეირისთვის "ტულონს" წელიწადში 250 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. ერთი სეზონის შემდეგ ის რაგბიდან წავიდა და ოქსფრდის უნივერსიტეტში, მიკრო ბილოგიის შესწავლა დაიწყო.

ჯონა ლომუ (კარდიფ ბლუზი)

ლეგენდარული ახალზელანდიელი "არმს პარკის" ქომაგთა ფავორითი მალევე გახდა. "კარდიფ ბლუზის" შემადგენლობაში ლომუმ სადებიუტო მატჩშივე შეძლო ლელოს გატანა. თუმცა, მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ "დიდი კაცი" თირკმელის გადანერგვის შემდეგ წარსულის აჩრდილიღა იყო.

ლომუმ მალე ფეხის ტერფი დაიშავა, რამაც, ფაქტობრივად, მისი სარაგბო კარიერის დასრულება გამოიწვია.

კრისტიან კალენი (მანსტერი)

ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფულბეკი იყო. მისი კარიერა უეცრად დასრულდა ირლანდიურ "მანსტერში", ისე, რომ 2003 წლის მსოფლიო თასზე თამაში ვეღარ შეძლო. კალენს სერიოზულად აწუხებდა დაშავებული მხარი, ტკიოდა მუხლი და ფეხის ტერფი. ყოველივე ამან კი, აიძულა რაგბიდან წასულიყო.

"სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე ჩემი კარიერის ირლანდიურ პერიოდს. გული მწყდება, რომ "მანსტერი" დავაღალატე. როდესაც ამ გუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, შორს მიმავალი, დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ მხარზე გადატანილი სამი ოპერაციის შემდეგ, რაგბის თამაში ვეღარ შევძელი" - სინანულით იხსნებს კრისტიან კალენი.

ოლი ბარკლი (გლოსტერი)

მის მიერ "გლოსტერში" გატარებულმა ერთმა სეზონმა გვანახა, რომ გარკვეული მოთამაშეებისთვის უკეთესი ადგილი, ვიდრე მშობლიური კლუბია არ არსებობს. ბარკლიმ "ბასის" შემადგენლობაში 164 მატჩი გამართა და გუნდს 1 538 ქულა მოუტანა. "გლოსტერში" გადასვლის შემდეგ მისი საქმე უკუღმა წავიდა. ილიმ გლოსტერელთა რიგებში 19 მატჩში ითამაშა და მხოლოდ ასი ქულის დაგროვება შეძლო.

"მე დავბრუნდი, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი გული "ბასის" ეკუთვნის. აქ ვგრძობ, რომ დიდი რაგბის თამაში შემიძლია და დავბრუნდი, რათა ეროვნულ გუნდსაც დავუბრნდე" - თქვა მან.

ანდრე პრეტორიუსი (ვესტერნ ფორსი)

ის ყველაზე უიღბლოა ამ სიაში. პრეტორიუსმა სამხრეთ აფრიკის შემადგენლობაში 2007 წლის მსოფლიო თასი მოიგო და 2010 წლის დასაწყისშლი "ლაიონზიდან" ავსტრალიურ "ვესტერნ ფორსში" გადაბარგდა. "ბოკეს" მგეზავს "ბრამბიზში" გადასული მეთ გიტო უნდა შეეცვალა. სამწუხაროდ, ზე 14-ის გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ანდრე ვარჯიშისას სერიოზულად დაშავდა, ოპერაცია გაუკეთეს და მთელი სეზონი გაუცდა.

რუპენი კაუკაუნიბუკა (აჟენი)

ფიჯელი ვარსკვალავი ყველაზე ჭირვეული აღმოჩნდა ყველა ვარსკვლავთა შორის. კაუკაუ ორი წელიწადი ფრანგული "აჟენის" გარემარბი იყო, თუმცა მან ამ კლუბის ხელმძღვანელებს საკმაოდ დააწყვიტა ნერვები. რუპენი მუდმივად სკანდალებში ეხვეოდა. კლუბში შვებულებიდან დაბრუნებას მუდმვად აგვიანებდა, რასაც ხან ტროპიკული ვირუსით დაავადებას აბრალებდა, ხანაც სავიზო პრობლემების მოუგვარებლობას.

კაუკაუ ბოლოს ჰაშიშის მოხმარებაშიც ამხილეს. "აჟენის" თავკაცებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მსოფლიოს ერთ-ერთ უნიჭიერეს გარემარბს სამუდამოდ გამოემშვიდობენ.

მოგვიანებით, უსაქმოდ დარჩენილი რუპენი კაუკაუნიბუკა (იგივე კაუკაუ) ფრანგულმა გრანდმა "ტულუზმა" მიიწვია, როგორც სამედიციონო ჯოკერი.

მაიკლ პესამინო (სეილ შარქსი)

ჰენსონთან შედარებით პესამინოს ისტორია გამყინვარების ხანაა. "სეილ შარქსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრიუერმა მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განცხადება 2010 წლის ივლისში გააკეთა. სამოელი მაიკ პესამინო, რომელიც შარშანდელი სეზონის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, კლუბში დღემდე არ გამოცხადებულა. მიზეზად სავიზო პრობლემები სახელდება.

მდგოამრეობა ისეა გართულებული, რომ პესამინო, სავარაუდოდ, "სეილ შარქსის" კვართს ვერასდროს მოირგებს.

"ეს ვითარება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მის აგენტთან ურთიერთობა მაიკ ბრიუერს აქვს. ვერაფრით ვხვდები რა შეიძლება უშლიდეს ხელს პესამინოს. თუ მას ჩვენთან თამაში არ სურს, ან რაიმე აეჭვებს, მაშინ ჯობია, საერთოდ არ ჩამოვიდეს" - თქვა "სეილ შარქსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა პიტ ენგლესიმ.

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება